მთავარი » დღესასწაულები

ხარება-სადღესასწაულო ქადაგება (07.04.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.04.2014 | 2,883 ნახვა

7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ხარება ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

პატრიარქმა უფლის კვართის ადგილი, წმიდა პატრიარქ მელქისედეკ პირველისა და წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის საფლავები მოილოცა.

წირვის დასრულების შემდეგ უწმიდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და ხარების მნიშვნელობაზე ისააუბრა.

“ძველ დროში იყო ებრაული მისალმება – “გიხაროდენ”. ეს სიტყვა გამოიყენა მთავარანგელოზმა გაბრიელმა და მიმართა ღვთიმსშობელს: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა”. მთავარანგელოზმა ახარა ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა უფალი იესო ქრისტე”, – ბრძანა პატრიარმა.

ილია მეორემ ყველას მიმართა, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომ იყვნენ კარგი ამბის მახარობლები და ნუ ასახავენ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივს.

“მივმართავ პრესას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა წეროთ ნეგატიურიც. მაგრამ, ამასთან, დადებითზეც უნდა წეროთ, სიხარული უნდა მოუტანოთ ხალხს. გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა ყველას, პირველ რიგში, ჩემს თავს ვეუბნები, ყველა მახარობელი უნდა ვიყოთ და სიხარულით უნდა აივსოს ადამიანი”, – აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმითვე, მცხეთის წმიდა ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, დღეს, მცხეთის ქუჩები ეკურთხება და მოუწოდა ადამიანებს, მათაც მიიღონ მონაწილეობა კურთხევაში, ნაკურთხი წყალი ასხურონ თავის გარშემო გარემოს, ქუჩას, სახლს, ოჯახის წევრებს.

ილია მეორემ მცხეთისა და წმიდა კათალიკოსის, მელქისედეკ პირველის ანდერძის შესახებ ისაუბრა და მრევლს მისი დაცვისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მცხეთაში მცხოვრებლები არ შეიძლება არ იყვნენ მორწმუნეები, ჯვარდაუწერელები, მოუნათლავები, არ ლოცულობდნენ დილისა და ძილის წინ ლოცვებს.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ აკურთხა სამი ჯვარი, რომლებსაც აღდგომიდან მესამე კვირას წააბრძანებენ მსვლელობით ჯვარზე, თხოთის მთაზე და უჯარმაზე.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი