მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (07.01.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.01.2012 | 1,690 ნახვა

იესო ქრისტეს შობის დღესასწაული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

პატრიარქი მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს – ქრისტეშობას. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანის გულში იშვას ქრისტე, რომ მაცხოვრი ჩვენი უფალი იესო ქრისტე განუშორებლად იყოს ჩვენთან, ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს შვილებთან და მთელ საქართველოსთან.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საგალობელს, რომელსაც გალობდნენ ანგელოზნი შობის დროს: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.” ადამიანებს შორის მშვიდობა რომ იყოს, უპირველეს ყოვლისა, მან ღმერთი უნდა ადიდოს. დღეს თქვენ მოისმინეთ საშობაო ეპისტოლე. იქ წერია: “ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლს.” ეს წითელი ხაზით გასდევს მთელ ეპისტოლეს. წითელი ხაზით გასდევს აგრეთვე, თუ რა ძალა აქვს მადლიერებას და რამდენად საჭიროა ეს.

უფალმა იესო ქრისტემ განკურნა ათი კეთროვანი, მადლობის სათქმელად კი მათგან მხოლოდ ერთი მივიდა. უფალი ეკითხება: “ათივე ხომ განიკურნა და ცხრანი სად არიან?” ეს კითხვა გვეხება პირადად ჩვენ. ჩვენ გვავიწყდება უფლისთვის მადლობის თქმა. იყო ასეთი შემთხვევა: ფსიქიურად გახდა ავად ერთი ქალბატონი, რომელიც ხანდახან გამოდიოდა მდგომარეობიდან. ერთხელ ეს ქალბატონი ეკითხება მღვდელს, რომელიც ამ საავადმყოფოში დადიოდა, უხდი თუ არა მადლობას ღმერთს საღი გონებისთვის? მღვდელს ისე შეეშინდა, რომ იმ დღის მერე სულ მადლობას უძღვნიდა უფალს საღი გონებისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგვცეს საღი გონება, რათა გავარჩიოთ თეთრი და შავი. ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი, რომ დავინახოთ სად არის ჭეშმარიტება და სად არის სიცრუე.

ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენთან არს ღმერთი!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი