მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (02.08.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.08.2017 | 2,757 ნახვა

ელიაობა სვეტიცხოვლის ტაძარში ილია მეორის ანგელოზის დღესთან, წმინდა ილია თეზბიტელის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვის შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

“როდესაც ჩვენ ვუყურებთ წარსულს და დღევანდელ დღეს, ჩვენ გვეთქმის მხოლოდ ერთი – დიდება და მადლობა უფალს ყველაფერისათვის. მართლაც, მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი, ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს და აი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა სუფევს დღეს საქართველოში. ყველას გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს, ყველას გილოცავთ წმინდა ილია მართლის დღეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის ქადაგებამდე უწმინდესს ამბიონზე მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძემ) მიმართა და მისი მოღვაწეობის 40 წელი შეაფასა. მეუფის თქმით, ათეისტური რეჟიმის დროს საქართველოში ხალხს პირჯვრის წერის რცხვენოდათ და ეშინოდათ, სარწმუნოება მინავლებული და თითქმის გამქრალი იყო, ეკლესია – დამცრობილი. მეუფე ანანიას თქმით, პატრიარქმა ეკლესია უდიდეს სიმაღლეზე აიყვანა, ერი კი – სულიერების დიდ საფეხურზე. ეკლესია უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი წმინდა ეკლესია სვეტიცხოველში განსვენებულ მეფეთა დროს იმყოფებოდა, მეფე მირიანის, ვახტანგ გორგასლის და სხვათა დროს, როდესაც ეკლესიას საზოგადოებაში ღირსეული ადგილი ეკავა.

პატრიარქისთვის ანგელოზის დღის მისალოცად ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის წევრები, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.