მთავარი » ქრისტიანობა

ნინოობა – სადღესასწაულო ქადაგება (01.06.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.06.2014 | 2,028 ნახვა

1–ელ ივნისს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ.

“ჩვენ ვიცით, ქალწულობა და მონაზვნობა ცხოვრების ყველაზე სრულყოფილი ფორმაა. ასევე, ვიცით ქორწინება ერთ–ერთი საიდუმლოა და ის სათნოა ღვთისთვის. მაგრამ არც ქორწინება და არც ქალწულება არ მიაახლებს ადამიანს ღმერთს, წმინდა ნინო არამედ – გონება, რომელიც კეთილად წარმართავს როგორც ქალწულს, ასევე ქორწინებაში მყოფს. ასეთი ადამიანი მიეახლება ღმერთს. ამისათვის საჭიროა, ადამიანის გონება, პირველ რიგში, შემოსილი იყოს ჭეშმარიტებით, მართალი სარწმუნოებით და ასეთ ადამიანს შეუძლია თავისი ქალწულებრივი და თუნდაც ქორწინებრივი მდგომარეობა ღვთისკენ სწორად წარმართოს,”– ბრძანა არქიმანდრიტმა შიომ.

არქიმანდრიტის თქმით, ადამიანი, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ცხოვრობს მართლმადიდებლურად, მაგრამ მისი შინაგანი არ შეესატყვისება მას, შემოსილია, მაგრამ, ამადროულად, შიშველია. როდესაც ასეთი ადამიანის სული ღთის წინაშე წარსდგება, ის შიშველი აღმოჩნდება.

“როგორც ადამიანი შედგება სხეულისა და ხორცისაგან, ასევე – შესამოსელი აქვს როგორც ხორცს, ასევე სულსაც. მაგრამ სულის შესამოსელი განსხვავდება სხეულის შესამოსლისგან.
სულის შესამოსელი, პირველ რიგში, უნდა იყოს მართალი სიტყვა, ჭეშმარიტება, მართალი სარწმუნოება. …
ადამიანი რომელიც აღმოჩნდება სულიერად შიშველი, მას ანგელოზები ეშმაკეულად მიიჩნევენ და ცათა სასუფეველში არ შეუშვებენ,” – ბრძანა არქიმანდრიტმა და აღნიშნა, რომ ადამიანი თაისი ცხოვრების მანძილზე უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტად მიემსგასოს ქრისტეს, იმისათის რომ მოხდეს ცათა სასუფეელში.

ქადაგების დასასრულს არქიმანდრიტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს ნინოობის დღესასწაული და აღნიშნა, რომ წმ. ნინო იყო ის გონიერი ქალწული, რომელიც როგორც გარეგნულად, შინაგანადაც ქალწული იყო. მან ქართელ ერს დიდი და მარადიული სიცოცხლის წყარო მისცა, რომელიც არის მართლმადიდებლობა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

იხილეთ კათოლიკოს– პატრიარქის ქადაგება შემოქმედის ეპარქიაში


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი