მთავარი » ქრისტიანობა

სად ვეძიოთ ბედნიერება?!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.11.2021 | 514 ნახვა

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე: “ახალგაზრდა იყო, როდესაც უდაბნოს მიაშურა. მანამდე ალექსანდრიაში სწავლობდა. ეძებდა ჭეშმარიტებას და იპოვა. როგორც უფალი ბრძანებს: ,,ეძიებდით და ჰპოვოთ” (მათე 7-7).

ჭეშმარიტებას როცა ეძებ, უფალი აუცილებლად გამოგიგზავნის საშუალებას, გამოგიგზავნის ადამიანს, ვინც ამ ჭეშმარიტებისაკენ გაგიძღვება.

წმინდა ილარიონს უფალმა ანტონი დიდი მოუვლინა წინამძღვრად, რათა მისგან მოესმინა ის სიტყვა და ენახა ის საქმე, რომელსაც მისი შინაგანი სამყარო ეძებდა.

ადამიანური ტრაგედიაც განიცადა. სახლში დაბრუნებულს მშობლები გარდაცვლილი დახვდა. ამ ტრაგედიიდან იწყება მისი დიდი გზა წმინდანობამდე.

ჩვენ წმინდა ილარიონ დიდზე (lll-lV სს.) ვსაუბრობთ, ადამიანზე, რომელმაც გვასწავლა, რომ ადგილი კი არ აქცევს კაცს ბედნიერად, არამედ ნებისმიერი ადგილი შეიძლება აქციოს კაცმა ულევი ბედნიერების წყაროდ.

მისთვის უდაბნო იქცა ბედნიერების უდიდეს გზად…

და მაინც, რატომ?

იმიტომ, რომ ბედნიერება ჩვენს შინაგან სამყაროშია. იმიტომ, რომ სასუფეველი ჩვენს გულშია განფენილი. ამ ყველაფრის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაიღვიძო და ბედნიერი იყო. ბედნიერი მხოლოდ იმიტომ, რომ გიყვარს…

ბედნიერი იყო უდაბნოში წმინდა ილარიაონ დიდი, რადგან მან შეიყვარა უფალი…

ბედნიერებას მხოლოდ ერთადერთი მიზეზი აქვს. ის არ არის გარეგნული, არამედ მთლიანად მოიცავს ადამიანის შინაგან სამყაროს და მას სიყვარული ჰქვია. ეს შინაგანი ბედნიერება კი შემდეგ გარეგნულადაც ამკობს და ამშვენებს ყველა ადგილს, სადაც ასეთი სიყვარული სუფევს.

წმინდა ილარიონ დიდი გეწეოდეთ!”

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი