მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“სად იყვნენ მანდატურები”?! – ჩვენ გვიყვარს და გვტკივა თქვენი შვილები!”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.12.2017 2 კომენტარი | 12,056 ნახვა

მანდატური, თამარ ბერაძე (რუსთავის საჯარო სკოლა) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტს ეხმიანება:

“სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო გულისტკივილი ორი გარდაცვლილი მოზარდის გამო… სოლიდარობის აქცია ისინი მშობლებმა როგორც გასული ათი წლის მანძილზე აკეთებდნენ, სკოლაში გააცილეს და არავის უფიქრია რომ… ახლა ალბათ უამრავი ადამიანი იდანაშაულებს თავს, იმაზე დარდით, იქნებ შეეძლოთ ამ უბედურების თავიდან აცილება… მაგრამ უსაშველოდ მტკივნეული ამბავი უკვე მოხდა… გაუბედურდა ოჯახები, შეწყდა ორი ახალგაზრდას სიცოცხლე… ახლა დაიწყებენ და უკვე დაიწყეს ხელის გაშვერა სხვადასხვა მიმართულებით… და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მანდატურის სამსახურია. 6 წელია ამ სამსახურში ვმუშაობ და აქამდე არასდროს მილაპარაკია ხმამაღლა ამ თემაზე… მინდა მივმართო ყველას ვისაც წარმოდგენა არ გაქვთ ჩვენ საქმიანობაზე… გვტკივა და გვაწუხებს თქვენი შვილების ბედი, ჩვენ თქვენ შვილებთან ხშირად უფრო მეტ დროს ვატარებთ, უკეთ ვიცნობთ და ვიცით მათი ცხოვრების დეტალები, ფიქრი, დარდი, კონფლიქტი, პირადი ცხოვრება, ვიდრე თქვენ…

თქვენ ხშირად შვილის გაზრდა მათი მსუყედ გამოკვება და ყოველ ახალ სეზონზე, ახალი ტელეფონით უზრუნველყოფა გგონიათ, ამ დროს თქვენი უსიყვარულობის, უყურადღებობის, უდროობის გამო… ბავშვები ხდებიან აგრესიულები, თავს გრძნობენ უსარგბელო და არასასურველებად… როცა გეუბნებით რომ გაიპარნენ, არ მოვიდნენ, ჰქონდათ აკრძალული ნივთი…ზოგჯერ სასაცილოდ არ გყოფნით, მაგრამ თუ რამე მოხდება, მაშინვე ისმება შეკითხვა: “სად იყვნენ მანდატურები”?! ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე, მაგრამ თქვენი თანადგომის გარეშე არაფერი შეგვიძლია…

დაუთმეთ მეტი დრო შვილებს… იმეგობრეთ მათთან და მოგვეცით საშუალება დავეხმაროთ მათ სანამ გვიან არ არის…

ჩვენ გვიყვარს და გვტკივა თქვენი შვილები!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ხათუნა says:

    ქალბატონო თამარ, ვიზიარებ თქვენს და მთელი საქართველოს მწუხარებას. მე კაგად მესმის ,,მანდატურისკენ გაშვერილი თითი” რა მტკივნეულია თქვენთვის. ისე კი, ბატონმა ჯეჯელავამ იმდენი პრობლემა გადაჭრა ვაშლების დარიგებით, საგაკვეთილო პროცებს შორის 30 წთ-იანი შესვენებებით, სპორტული აქტივობებით და ქართული ზღაპრების ლანძღვით, რომმიკვირს სკოლსში რატომხდება ასეთი რაღაცეები. მხოლოდ მანდატურის სამსახურის ცვლილებები იყო საჭირო სკოლაში პრობლემები რომ მოგვარებულიყო, მთავარი კიდევ ჰალსტუხები რომ შეცვალა მარგველაშვილმა და რაღაც უსახური ,,ჟაბოს” მაგვარი ნაჭრები შემოგვახვია ყელზე. იმდენი მაქვს სათქმელი ქალბატონ თამარ, რომ
    სად მეყოფა თუნდაც ეს მთელი გვერდი. კკიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას გისურვებთ სიმშვიდეს.

  • გიორგი says:

    როგორც ექს მანდატური, ღრმა მწუხარებას გამოვუხატავ დაღუპული შვილების ოჯქხს, და დავსძენ რომ მანდატური ვალდებულია გააკონტროლოს სკოლის შიდა და სკოლის ეზოს მიმდებარე ახლო ტერიტორია, მის ფარგლებს გარეთ არ ვრცელდება მასზე უფლებამოსილება, ასე რომ მანდატურის სამსახური აქ არაფერ შუაშია, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, სკოლის დირექტორი და მოსწავლეთა მშობლები ვალდებულია სკოლის გარეთ გააკონტროლონოს ისინი, მანდატურის სამსახური გახდა ყვითელი პრესის საპროტესტო ტალღა,და არ შეიძლება ესე, ძნელი არ არის შეგნებით მოვეკიდოთ ზემოხსენებულს,მაგრამ ადამიანის ბუნებაა ასეთი ვიღაცას დააბრალო!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი