მთავარი » ქრისტიანობა

საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.08.2016 | 3,296 ნახვა

საქართველოში საბერძნეთიდან დრამის მიტროპოლიტ პავლეს ხელმძღვანელობით, 40-კაციანი დელეგაცია იმყოფება (26-30 აგვისტო) . გიორგი კარსლიდისი საბერძნეთიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმა თან ღირსი მამა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს.
28 აგვისტოს, მარიამობას, სიონის ღვთისმშობლის სახელობის მიძინების საკათედრო ტაძარში სტუმრები საზეიმო წირვას დაესწრებიან და გიორგი კარსლიდისის მეორე წმინდა ნაწილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გადასცემენ.

საბერძნეთიდან სტუმრად მყოფი სასულიერო პირების ვიზიტი საქართველოში 30 აგვისტოს დასრულდება.

ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი დაიბადა წალკის რაიონ სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს. სახელად ათანასე დაარქვეს. იგი პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. მცირე სქემაში აღკვეცა მოხდა დრანდაში (აფხაზეთი) არქიმანდრიტ გიორგი წულაიას მიერ და უწოდეს სვიმეონი. დიდ სქიმაში კი აღკვეცა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) და გიორგი დაარქვა. მანვე დაასხა ხელი მღვდლად.

მთავარეპისკოპოსი იოანე იყო მამა გიორგის სულიერი მოძღვარი, რომელიც მას მუდამ განსაკუთრებულად უყვარდა. მამა გიორგის ცხოვრება ისე წარიმართა, რომ 30-იან წლებში იგი საბერძნეთში გაემგზავრა და დაემკვიდრა დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში, სადაც ააშენა ამაღლების მონასტერი და გარდაცვალებამდე იქ მსახურობდა.

სამშობლოდან მოწყვეტილს თავისი ქვეყნის სიყვარული არასოდეს განელებია. წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად აღავლენდა და ანდერძადაც დაიბარა საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ჩაეყოლებინათ.

ბედნიერნი ვართ, რომ მისი წმინდა ნაწილები უბრუნდება საქართველოს.

მამა გიორგიმ მოყვასისათვის თავდადებული სიყვარულით იმსახურა და თავისი სამწყსოს მფარველ ანგელოზად იქცა. წინასწარმეტყველების ნიჭით გამორჩეულ მოძღვართან სხვა და სხვა კუთხიდან მოდიოდა ხალხი და ღვთისაკენ მიმავალ გზას მისი რჩევით პოულობდა.

იგი 1959 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. წმინდანად შეირაცხა 2008 წელს. ხსენების დღედ დადგინდა 4/17 ნოემბერი.

წყარო: http://patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი