საატესტატო გამოცდები 2013
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართება, მეორე ეტაპი – 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით.
კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევის და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა იღებს.
გამოცდის ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.
პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად ვერ/არ ჩააბარა გამოცდები, მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდება, რომელშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია. ასეთ პირს უფლება აქვს პირველ ეტაპზე ყველა (8) დამამთავრებელი გამოცდა ჩააბაროს.
მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
mainteresebs tu chabardeba exsternis gamocda gazapxulze rom gadavabaro . chavicheri sagzaosho
chatardeba tu ara externis gamocdebi gazapxulze chavicheri sagzaoshi daa rom gadavabaro
exla tardeba pretestebi me11 klasshi da mainteresebs shedegebi rameze tu moqmedebss?
chemi megobari ert skolashi chaichra eqsternze da exla unda ro sxva skolashi chaabaros eqsternis gamocdebi da saatestatooc…awi sagazapxulod eqneba shansi ro chaabaros es yvelaperii?
romdemde unda viyot eset gaurkvevlobashi rogor sheidzleba sakutari skamebis danawilebaze piqroben da chven ar vanagvlebt..eseti mouwesrigebeli mtavroba namdvilad sheva natoshi me mjera…puff