მთავარი » ქრისტიანობა

“სააღდგომო კვერცხების მოსართავად ხატებს ნუ გამოიყენებთ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.04.2018 | 5,541 ნახვა

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი:

წითელი კვერცხი “მორწმუნეთა საყურადღებოდ!

სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი ბიზნესინტერესს ექვემდებარება. თვით რელიგიური გამოსახულებანიც.

სააღდგომოდ წითელი კვერცხების მოსართავად გავრცელებულია შემოსაკრავი ხატები. თითქოს ამაში ცუდი რა უნდა იყოს, პირიქით კარგიც. სამწუხაროდ, რეალური სუარათი ასეთია: სააღდგომო მილოცვის მერე გატეხილი კვერცხის შემონაფცქვენი პირდაპირ ნაგავში ხვდება!!! ნურავინ იტყვის რომ ასე არაა. მაქსიმუმ მხოლოდ 1% თუ ინახავს. თავად მე იმდენი მინახავს სანაგვეზე რომ სული შემძვრია. ვიღაც მავნებლის-ვერცხლისმოყვარის იდეას თანდევს ხატების მასობრივი შეურაცყოფა. ეს საგანგაშო რეალობაა. ამიტომ კატეგორიული თხოვნა სააღდგომო კვერცხების მოსართავად ხატებს ნუ გამოიყენებთ. და თუ უკვე მოხდა, შემოხსენით და საპატიოდ ხატად შეამკეთ: ქვაზე-კენჭზე, ხის კვერცხზე ან რაიმეზე შემოკვრით. სხვა მხრივ კი ხატმებრძოლთა ერესის მეკვლეობაა. სწორედ მათ განუზომლად დიდი რაოდენების ხატები შემუსრეს. ეს კვალი ატყვია ივერიისად წოდებულ ღმრთისმშობლის ხატს. არადა მარხვის პირველ კვირას სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმს აღვნიშნავდით, რომელიც ხატთაყვანისცემას შეგვახსენებს.

სამწუხაროდ, ეს ტენდეცია საბერძნეთსა და რუსეთში უნდა ვეძიოთ. საბერძნეთში საერთოდ შემზარავი სურათია, სასტუმროში ფარდები, ფარდაგები თეფშები და თვით სააბაზანო პირსახოცებზე გვხვდება. ეს კი მკრეხელობაა. მეექვსე მსოფლიო კრებამ ტაძრის იატაკებზე ჯვრის და ნებისმიერი ჯვროვანი ნახატის გამოსახვა აკრძალა, რომ ჯვარი არ შეურაცყოფილიყო. ახლა კი საერთოდ არნახული ქმედებაა!!! ხატ-ჯვართ ყველაფერზე გამოსახვა არამართებულია. “ბრელოკი”, საფულე, სვირინგი, არადეკორატიული თეფში, მაისური თუ სხვადასხვაზე. ამით პატივი და კრძალვა იკარგება!

მეექვსე მსოფლიო კრებამ ტაძრის იატაკებზე ჯვრის და ნებისმიერი ჯვროვანი ნახატის გამოსახვა აკრძალა, რომ ჯვარი არ შეურაცყოფილიყო”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი