მთავარი » ტრაპეზი

სააღდგომო პასკის რეცეპტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.04.2017 | 3,840 ნახვა

აღდგომის დღესასწაულზე სააღდგომო სუფრას პასკა ამშვენებს. როგორ გამოვაცხოთ პასკა? გთავაზობთ რეცეპტს …
პასკა

ინგრედიენტები

3 ჭიქა რძე

500 მლ მაწონი

50 გრ. საფუარი

1,300 კგ შაქარი

3,300 კგ ფქვილი

700 გრ. კარაქი (ან მარგარინი)

1 ცალი ლიმონის გახეხილი კანი (ცედრა)

12 კვერცხი

ქიშმიში 500 გრამი (ცუკატებიც)

სუნელები:

მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარიჩინი, ილი – გემოვნებით, თითოეული დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზის ან ნაკლები ოდენობით უნდა აიღოთ.

მომზადების წესი:

ფქვილში ჩაასხით მაწონი და თბილი რძე, რომელშიც საფუარია გახსნილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. შეურიეთ ცომს და დაამატეთ გამდნარი მარგარინი. ჩაამატეთ ზემოჩამოთვლილი სუნელები და სპირტზე დამზადებული ყვითელი ყვავილის ნაყენი 1 სუფრის კოვზი. მოზილეთ ჩვეულებრივი ცომი. დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა ისევ ჩაზილეთ ამჯერად ზეთში დასველებული ხელებით. უნდა შეაზილოთ 100 გრამი ზეთი, ქიშმიში და ისევ დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა, ჩაასხით ფორმებში და დამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. ცომს ფორმის მხოლოდ მესამედი უნდა ეკავოს. ცხობისას ფორმას რომ გაავსებს და გამოცხობამდე ცოტა რომ აკლდება, ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ. ასე უკეთ გამოშრება.

ფორმების მომზადება:

ყველაზე ხშირად თუნუქის ქილებს იყენებენ. ფორმაში ფსკერზეც და გვერდებზეც კალკის ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ, რომლებზეც ზეთი იქნება წასმული.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.