მთავარი » საზოგადოება

რძალ-დედამთილობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.01.2011 52 კომენტარი | 18,634 ნახვა

რძალ-დედამთილის თანაცხოვრებისას წარმოშობილი პრობლემების, მათი მოგვარების გზებისა და გამოსავლის შესახებ გვესაუბრება ფსიქოთერაპევტი ნანა მამულაშვილი.

ნანა მამულაშვილი ნანა მამულაშვილი: მნიშვნელოვანია ამ პრობლემას ვისი პოზიციიდან შევხედავთ. ურთიერთობისას დიდ როლს თამაშობს რძალ-დედამთილის ინტელექტუალური, თუ პიროვნული განვითარების დონე. როდესაც ოჯახში უცხო ადამიანი შედის, დედამთილმა უნდა გააცნობიეროს, რომ რძალი მისი უსაყვარლესი ადამიანის, საკუთარი შვილის მეუღლეა.

შესაბამისად, მას და, თავისთავად, მეუღლეს ევალებათ, რძალს დაეხმარონ, რათა მოერგოს არსებულ წესს ოჯახში. გააჩნია რძლის ინტერესს, რა ასაკისაა და რა მიზნები აქვს. თუ მხოლოდ დედამთილი მოითხოვს კატეგორიულად, რძალი შეეწყოს ოჯახის ტრადიციებს, წესს და ის არ არის მზად, თავად განახორციელოს ცვლილებები ახალი წევრიდან გამომდინარე, ამას ხშირად კონფლიქტამდე მივყავართ. რძალმა ახალ გარემოში უნდა იპოვოს თავისი ადგილი. მისთვის შეგუების მომენტი რთულია, მაგრამ ხშირად არანაკლებ მტკივნეულია დედამთილისთვის ოჯახში ,,უცხო’’ ადამიანის მიღება.

ნორმალურმა, განათლებულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ როცა შვილი გაიზრდება, ის შექმნის ცალკე ოჯახს. ეს ცხოვრების წესი და კანონია. ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ვაჟის ფენომენს სხვანაირი მენტალური დატვირთვა აქვს. დედებს ისინი გაფეტიშებული ჰყავთ. როცა ამ პიროვნებაში სხვა ქალიც შემოდის, ჩნდება კონკურენტული მომენტი. თითქოს შვილი მარტო მას აღარ ეკუთვნის. მაგრამ ჭკვიანმა ადამიანმა ეს დროულად უნდა გადალახოს. კარგად უნდა იცოდეს თავისი განუმეორებელი ადგილი დედისა. ვაჟს, რომელსაც დედა არ უყვარს, მას ვერავინ და ვერაფერი ეყვარება ამ ქვეყანაზე. ეს რძალმაც უნდა გააცნობიეროს. რაღაც პერიოდის შემდეგ თავადაც შეიძლება გახდეს ვაჟის დედა.

თუ დათმობაზე წასვლა არც ერთ მხარეს არ სურს, როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, რომ არც დედას აწყენინოს, არც – მეუღლეს?

შვილს უყვარს დედა, მაგრამ განსხვავებულია მისი სიყვარული მეუღლის მიმართ. ამ შემთხვევაში რძალ-დედამთილის კონფლიქტური დამოკიდებულება, რასაც შეიძლება მალავდნენ კიდეც ვაჟისგან, ის ინტუიტურად ხვდება ამას, რაც ყველაზე დამანგრევლად მასზე მოქმედებს.

თუ დედას ჭეშმარიტად უყვარს შვილი, ცოლს კი – ქმარი, მათ კომპრომისების, ურთიერთჩამოყალიბების გზით უნდა მოახერხონ დათმობა, რათა გული არ ატკინონ მამაკაცს. ის ამ დროს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მისი ორი უსაყვარლესი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის.

ასეთ პირობებში ვაჟსაც უნდა ჰქონდეს მყარი პოზიცია. მან არასოდეს არ უნდა გადაალახინოს ზღვარი არც დედას, არც ცოლს ერთმანეთის მიმართ. დედას, ან ცოლს თავისი ადგილი აქვს და მათი პოზიციების აღრევა არ უნდა ხდებოდეს. ამას მამაკაცი მოახერხებს კარგად, თუ არც ცოლი და არც დედა კატეგორიულები არ იქნებიან. როცა კონფლიქტი გარდაუვალია, ვაჟი კი მისი მოგვარების გზებს ვერ ხედავს, ის იძულებულია, კატეგორიულობის გამო, მიიღოს გადაწყვეტილება, გაიზიაროს ან ერთის, ან მეორის პოზიცია. ეს, თავისთავად, არ არის კარგი.

როგორ უნდა მოხდეს ოჯახური საქმის განაწილება, რომ კონფლიქტი ამ ნიადაგზეც არ წარმოიშვას?
ყველაფერი გონივრულად უნდა მოხდეს. ხშირად ახალ რძალს თავისი ოჯახისთვის, მეუღლისთვის ეხალისება სამზარეულოში ტრიალი. თუ ის ცდილობს დამოუკიდებლად აკეთოს, მაშინ უნდა მისცე თავისუფლება. მაგრამ თუ რძალს სამზარეულოს ინტერესი არ აქვს, მარტო არ უნდა დატოვო, გვერდში უნდა ამოიყენო. დედამთილს ამ დროს სიფრთხილე მართებს. რძალს რბილად უნდა ასწავლოს, ჭკუის დარიგება მისგან ბევრად გამაღიზიანებელია, მითუმეტეს, რომ კონფლიქტი ამის გამო დედასა და შვილს შორისაც ხდება, რძალ-დედამთილს შორის კი – ბუნებრივია. კითხვის დასმა დედამთილმა ყოველთვის ისე არ უნდა გაიგოს, რომ რძალმა რაიმე არ იცის, პირიქით, ეს პატივისცემის გამოხატვაა. თუ 24 საათი ორივე სახლშია, ძნელია. როცა დაკავებულები არიან, ნაკლებ დროს ატარებენ ერთად.

შეიძლება დედამთილისთვის ,,დედის’’ დაძახებით მისი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ?

დედა – საკუთარ დედასთან და სიყვარულთანაა გაიგივებული. ახალგაზრდა ქალს, შინაგანი წინააღმდეგობების გამო, უჭირს ამ ტერმინით მიმართოს ახალგაცნობილ ადამიანს. ეს არც არის აუცილებელი. დედამთილმა შეიძლება უთხრას, მაგრამ კატეგორიულად არ უნდა მოითხოვოს და აიძულოს რძალი, რომ დედა დაუძახოს. დედის აღქმა უნდა მოვიდეს. ამაში თვითონ დედამთილიც დიდ როლს თამაშობს.

ცალკე ცხოვრებას თუ შეუძლია გაანეიტრალოს დაძაბულობა რძალ-დედამთილს შორის?

რძლები ხშირად ფიქრობენ, რომ პრობლემები მარტო დედამთილიდან მოდის, ქმართან კი იდეალური ურთიერთობა აქვთ. ამ დროს მათ უნდა მისცე ცალკე ცხოვრების საშუალება. უნდა აიღოს მან პასუხისმგებლობა: მოტანაზე, გაკეთებაზე, დალაგებაზე, ბავშვის აღზრდაზე, ქმრის მოვლაზე, კომფორტისა და მყუდროების შექმნაზე ოჯახში. ცალკე ცხოვრება კარგი გამოცდაა ცოლ-ქმრული ცხოვრებისათვის. თუ არის ამის შესაძლებლობა, ძალიან კარგია. დამოუკიდებლად ცხოვრება არავისთვის არ უნდა იყოს ტრაგედია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ცალკე გასული ოჯახები ისევ დედამთილთან ამჯობინებენ ცხოვრებას, რადგან ვერ უძღვებიან ოჯახს. ზოგადად, შინაგან პოზიციებს წინ ვერაფერი დაუდგება.

რას ურჩევდით რძალ-დედამთილს, რომ ოჯახში და მათ შორის კეთილგანწყობა დამყარდეს?

პირველ რიგში, უნდა ახსოვდეთ, რომ ორივეს ერთი პიროვნება უყვართ. ამ სიყვარულის გამო აუცილებელია კომპრომისი, ადაპტირება არსებულ გარემოსთან და კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ. ადამიანის შინაგანი აგრესიები ცხოვრებას მოაქვს, არა იმიტომ, რომ შენ ხარ, ან ის არის ცუდი პიროვნება, სოციუმიც უმძიმესია და ამის გამოც ხდება კონფლიქტები.

როდესაც დედამთილი და დედა ხარ, მიიღე რძალი შვილად. ისევე ილოცე და მოიხსენიე დედის ლოცვებში, როგორც საკუთარ შვილებს იხსენიებ. იყავი მიმტევებელი მის მიმართ, როგორც საკუთარი შვილის მიმართ. გიყვარდეს ის და ყოველთვის გაიხსენე, რომ ის შენი შვილია.

რძალმა უნდა გააცნობიეროს, რომ დედამთილი მისი საყვარელი არსების დედაა. მას შეუცვლელი ადგილი უკავია შვილის ცხოვრებაში, მაგრამ ვაჟის ახალი ცხოვრება, სიყვარული და დარჩენილი მთელი ცხოვრება, ფაქტობრივად, მეუღლეს ეკუთვნის. ამიტომ როცა ის დედამთილის, ვაჟის ოჯახში შედის, თავადაც უნდა წავიდეს კომპრომისზე.

მარტო დედამთილის პოზიცია არაფერს ცვლის. არის ადამიანი, რომელიც ძალიან მტკივნეულად განიცდის ცვლილებებს. როცა რძალს რაიმეს შეცვლის სურვილი უჩნდება, ისიც უნდა წავიდეს დათმობაზე. თუ ის დედამთილს, როგორც მტერს, ისე უყურებს, მისგან მოწოდებულ ინფორმაციას შეურაცხყოფად იღებს და თავდაცვის პოზიციაში დგება, აქ უკვე რთულდება ურთიერთობა. თმობს ის, ვინც უფრო შეგნებულია. პირველ რიგში, ეს დედამთილს მოეთხოვება, რადგან ის ასაკითაც უფროსია, მეტი გამოცდილებაც აქვს. ვაჟი ყოველთვის მისი შვილი დარჩება, მაგრამ უნდა მიიღოს მისი ახალი ოჯახი, პატივი უნდა სცეს რძალს თავისი სიყვარულის გამო.

კომპრომისებისა და სიყვარულის გარეშე არსად, არც ერთ სფეროში არაფერი არასოდეს გამოვა. იგივეა ოჯახში, ამ ურთულეს გარემოში.

როდესაც რძალ-დედამთილი რელიგიურად ცხოვრობს, მათ საერთო ინტერესები, საერთო რწმენა აქვთ. უფალი მოგვიწოდებს მიტევებას ერთმანეთის მიმართ. გვასწავლის, რომ განკითხვა დიდი ცოდვაა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ოჯახურ ჰარმონიას. დედას, რძალსაც და ვაჟსაც უნდა ჰქონდეთ სათანადო სიყვარული. მაშინ გაიზრდება შემდეგი თაობა ჰარმონიული და ბედნიერი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

52 კომენტარი »

  • შორენა says:

    საკმაოდ სასაცილო შემთხვევაა ცოტა მტკივნეულიც რომ არ იყოს, თუმცა თუ სერიოზულად შევხედავთ დაფიქრება გვმართებს ეს საკმაოდ პრურთიერთობებია და ასე მგონია ქალი რომელიც ახერხებს დედამთილთან ურთიერთობის დალაგებას საკმაოდ დიპლომატია.მე მგონია თავშეკავებაა ყველაზე აუცილებელი და თუ შეძლებ ამას მერე თავისთავად გაივლის ყველაფერი,არ შეიძლება გულში გაფიქრებული ყველა სიტყვის ხმამაღლა თქმა მერე შეიძლება ინანო და გული ატკინო საყვარელ ადამიანს და საერთოდ ვიყოთ კეთილები და ჩვენი მაგალითით ვაჩვენოთ სხვას კარგი საქციელი, ეგება ამით გულში სინანული გავუღვიძოთ და შევცვალოთ.

    • თათია says:

      ნეტავ ეგ შემეძლოს, თავს ძალა უნდა დავატანო, რომ რასაც გულში გავიფიქრებ ყველაფერი არ ვთქვა, მაგრამ რომ არ ვამბობ მგონია რომ ზედმეტი მოსდით, ვერასოდეს მიხვდებიან შეცდომას და არც ინანებენ :(

      • სოფო says:

        გეთანხმები, 100% მართალი ხარ. ძალიან ბევრი მოვითმინე 24 წელი,ეს არ არის კარგი, ეხლა ხმას არ მაღებინებენ ქმარი და დედამთილი, მიეჩვივნენ რომ რეაქცია არ უნდა მქონდეს, უთქმელობას თქმა სჯობს,ოღონდ კორექტულად და მკაცრად.მომეწონა შენი აზრი,რომ თუ ითმენ ზედმეტი მოსდით.ამდენი მოთმინებით გული გამისკდება,მაგრამ ასეთი ვარ ბუნებით,ჩხუბი არ შემიძლია,თუ ვაწყენინე ვინმეს მერე ვნანობ და ვნერვიულობ.

      • ქეთევანი says:

        ქალი რომელიც შვილს ვერ უთმობს ცოლს არ აქვს გამართლება , დედამთილზეა ყველაფერი დამოკიდებული , ნათქვამია როგორც დამხვდები ისეთი გავხდებიო , დახვდი სიყვარულით და აუცილებლად მიიღებ სიყვარულის ნაყოფს

  • ნატო says:

    დიდი მადლობა ქალბატონ ნანას ასეთი საინტერესო სტატიისათვის.მართლაც რომ ზუსტად და ძალიან კარგად არის დარიგება მოცემული როგორც დედამთილისთვის ასევე რძლისთვის.

  • ლიკა says:

    უგრმესი მადლობა ქალბატონ ნანას,,,გაიხარეტ და გამრავლდიტ,,,გმადლობ,,,,

  • კატო says:

    ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა,მაგრამ როცა დედამთილი ცდილობს შენი ცხოვრება მართოს შენი გარდერობი შენს მაგივრად შეარჩიოს საკუთარ შვილზე აზრის გამოთქმის უფლებაც წაგართვას(ცდილობს ყოველშემხვევაში თუმცა ამაოდ)შენი მშობლები და ნათესავები შეაძულოს ქმარს იმის გამო,რომ მე ისე არ ვაკეთებ ყველაფერს როგორც მას სურს????ამ შემხვევაში რა უნდა ვქნა?რა არის აქ გამოსავალი?ქალი არის დემონი რომელიც პირადაპირ არაფერს ამბობს არც გამოხატავს მაგრამ გველივით ჩუმად მოქმედებს.მაპატიეთ ასეთი გამოთქმებისთვის.მე არ მინდა რომ ვიღაცამ მმართოს არ მინდა ყოველ დღე ჩემს დედამთილს ვკითხო რა ჩავიცვა ბავშვი რომელ ექიმთან წავიყვანო რა ვიყიდო რა არ ვიყიდო არ მინდა მთელი ჩემი ცხოვრება მასზე ვიყო დამოკიდებული მე ხომ მაქვს ჩემი აზრი და გონება?რატომ უნდა ვაკეთო ყოველთვის ის რაც მას უნდა?მე ახალგაზრდა ვარ მე მინდა გავაკეთო რაც ჩაფიქრებული მაქვს.საშინელი არჩევანის წინაშე მაყანებს ჩემი ქმარი ან ჩემი მშობლები ან თვითონ და ეს ამ ქალის დამსახურებაა

    • ფოტინე says:

      არ შემეძლო ამ კომენტარს არ გამოვხმაურებოდი, მე მესმის კატო შენი, იმაზე მეტად ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია… გამოსავალს ვერ ვხედავ, ( თუ ვხედავ, არ მაძლევენ იმის საშუალება განვახორციელო) ღმერთმა ჯამრთელობა, სიყვარული და სიმშვიდე დაგიდგინოს

    • მაია says:

      მე ვფიქრობ, პრინციპულად უნდა დაიცვა თავი. იმიტომ, რომ უფროსია ან დედამთილი, არ უნდა იყო სულ ჩუმად. შენ შენი უფლებები რა თქმა უნდა გაქვს! და მეუღლემაც უნდა გააცნობიეროს ეს…. ჩემთანაც უნდოდათ ასე, მაგრამ რომ დაინახეს მტკიცე ხასიათი, დათმეს თავისი პოზიციები. თავიდან დედამთილს უნდოდა, სამსახურიდან მისულს, გასავათებულს, მეხეხა და მერეცხა, “უბორკები” მეკეთებინა. არადა ფეხზე ვერ ვიდექი, 9 დან 8 მდე ვმუშაობ ხან. მაშინ ვუთხარი მტკიცედ, დავიქირავებ ქალს, რომელიც 20-30 ლარად გააკეთებს ამას. დაიწყო, უცხოს როგორ მივაკარებო. მაგრამ მე ჩემი გავაკეთე. არავინ არაა ვალდებული, მონა იყოს ოჯახში! ჩაცმაზეც გართულება ჰქონდა “გათხოვილ ქალს მეტისმეტად ფერადად გაცვიაო”. დიახ, კრგი შვილი მყავს, ქმარი და მაცვია ღია ფერები, რა პრობლემაა მეთქი. რატომ უნდა მეცვას ახალგაზრდა ქალს ჩაჟამებული ფერები? აი ასეთი წვრილმანები იყო. ამას ვეუბნებოდი თავაზიანად, მშვიდად და იგებდა. ახლა აღარ ერევა ჩემს საქმეში, მიხვდა რომ აზრი არ აქვს.

    • nino says:

      ra nagavi yofila eg qali.warmomidgenia.mshoblebi rogor unda datmo?shen sheubrune aba kitxva iqet an me an sheni mshoblebitqo utxari shen qmars esiamovneba?mag archevanis winashe rogor gayenebs.mezizgebian egeti qalebi.ertad gadavyridi sadme shens da chems dedamtils:@

  • მაია says:

    კატო ჩემო კარგო აგ ყველაფერი შენ უნდა გაარკვიო ორივესთან მაგაში ვერ დაგეხმარება ვერავინ,ტავიდანვე არ უნდა მიგეშვა მანდამდე,რას ქვია მაგდენი რამე გამიბედოს ან ქმარმა ან დედამთილმა..ყველას ტავისი ადგილი აქვს,,,თუ მე არ ვიქნები კარგად სულ არ მჩირდება არავისი კარგად ყოფნა…არც ქმრის და არც მისიანების…

    • ფოტინე says:

      თქვენ ალბათ ძლიერი პიროვნება ბრძანდებით, მეც კატოს მდგომარეობაში ვარ… (ქმართან არა, მაგრამ დედამთილთან მაქვს კომფლიქტი) თან მეუბნება თმების გითრევ შენ ქმარს რომ უთხრაო:((((

      • მაია says:

        21-ე საუკუნეა, რას ჰქვია გითრევს, მაგას როგორ აბედინებ????? შენი ოჯახი არ გიდგას კი მარა გვერდით? მითრევ და პატრული არსებობს, კანონი არსებობს თქო. მასეთებს მასე უნდა ელაპარაკო! წარმატებები და ეცადე, გაერიდო მასეთ ალქაჯს.

      • nino says:

        vaime ar gamagijoooo.ici ras vizamdi? magis tvalwin vetyodi zustad chems qmars da mis tvalwin chavayenebdi maset mdgomareobashi.tu qmari mas miemxroboda avdgebodi da kargad iyavittqo.ras qvia gashinebs magit ? ar gamagijo.qmars utxari eg.neta gicnobde da axlos iyo chemtan sadme mag shens dedamtils isets davashinebdi xma ver amoego shentan.vaime rogor vbrazdebi.isedac nerveb moshlili var axla.

  • კატო says:

    იცით მართალი ხართ არ უდნა მიმეშვა მაქამდე საქმე..მადლობთ თანადგომისთვის .იციტ მჭირდებოდა იმის დადასტურება,რომ სწორი გადაცყვეტილება მივიღე
    მადლობა

  • თამარი says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი: თუ დედამთილს ერთხელ დაუთმე გონია რომ ის მართალია და სულ უნდა უთმობდნენ, მე ვცდილობდი შეგნებული ადამიანი ვყოფილიყავი როგორც ეს სტატიის სათაურში წერია, ამიტომ 3 წელი ვუთმენდი და სანაცვლოდ სტრესებისა და ნერვიულობის ფონზე სიმსივნით დაავადებული ბავშვი გავაჩინე, მისი უმსგავსობა იქამდეც კი მივიდა რომ ტაძარში სიარულს გვიკრძალავდა მე და ჩემს მეუღლეს… აღარ დავიწყებ მისგან მიყენებული ზარალის ჩამოთვლას, ერთს ვიტყვი რომ არც უნდა დაუთმო და არც მის გვერდით უნდა დარჩე საცხოვრებლად… და რაც ყველაზე მთავარია არც ქმარს უნდა გაუწიო ანგარიში (კაცი როცა ძლიერია ეს პრობლემაც მოგვარებადია) და არც მით უმეტეს დედამთილს, უნდა იფიქრო იმაზე რაც შენი სულიერი მდგომარეობისთვის არის უკეთესი, უფრო მეტადაც დაგაფასებენ და საკუთარი თავი თუ არა შვილი მაინც გეყოლება ჯანმრთელი.

    • eka says:

      მეც ასეთი მდგომარეობა მაქვს, ვითმენდი დედამთილს, მულს და საბოლოოდ ჩემს თავს დავუშავე. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ჩემმა ნერვიულობამ ბავშვზე იმოქმედა და დიაგნოზების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რაც ჭირს. მეც სიმსივნით დაავადდი. მიუხედავად ამისა არ ელევა პრეტენზიები და უაზრო გამოთქმები. ეს ხდებოდა როცა ვითმენდი ყველაფერს და რაც ამ სტატიაში წერია თითქმის ასე ვიქცეოდი.ასეთი მიდგომის გამო დედამთილმა იმდენი ილაპარაკა ქმართან საშინლად გამიფუჭა ურთიერთობა, მერე მსხვერპლის ნიღაბი მოირგო და ახლა ტანჯული დედამთილის სახელით დაჭორაობს მეზობლებთან. არ მგონია ეს ყველაფერი კარგი გამოსავალი იყოს :( ასეთი ადამიანს ისე უნდა მოექცე, როგორც იმსახურებს.

  • დათო says:

    თამარი მართალი ხარ,თუ არის საშუალება ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვრონ დედამთილ-სიდედრისგან,აბსოლიტურად ცალკე და არა ერთ ჭერქვეშ

    • ირინა says:

      მაგრამ თუ არ არის ცალკე ცხოვრების საშუალება?????? ნერვები, მოთმინება, ჯანმრტელობა, სიხარული, სიყვარული, მომავალი…. ეწირება ამას ყველაფერს???? ეფლობი და ეფლობი და ეფლობი… სხვა ხდები, სხვა პიროვნება ან სულაც პიროვნებას კარგავ… არის ასეთი შეგძნებები

  • ქეთა says:

    იცით არანაირი რწმენა არ აჩერებს ადამიანს როდესაც ის გიჟია.როცა შვილს ზრდის ეგოისტურად მხოლოდ თავისთვის ის რძალში ხედავს პიროვნებას რომელიც შვილს ართმევს და სიყვარულში ეცილება.მე ვიცი ქალბატონი ან უპრო სწორედ მას ქალბატონს ვერ ვუწოდებ.დღედაღამე ეკლესიაში ატარებს და შობის მარხვის დროს შვილს პეხმძიმე ცოლი ისე აცემინა ლამის ბავშვი დაიღუპა და ეუბნებოდა მოკალი ორივეო.ამ დროს ის ქალი მარხვაზე იკო და ერთ-ერთი მეუპის ნათესავია.

  • ქეთა says:

    ჩემი აზრით ეკლესია ამაზე არ უნდა დუმდეს.

  • ხვიჩა says:

    არც დუმს, ჩემმა მოძღვარმა ერთი წლის უზიარებლობით დასაჯა მსგავსი შემთხვევისას, აგრესიული დედამთილი. გარდა ამისა მრევლის წინ, ქადაგებისას ამხილა ეს ქალბატონი და ისაუბრა ურწმუნო ,,მორწმუნეების” შესახებ.
    მე მგონია, როდესაც ასეთი რამ ხდება, ნებისმიერი მოძღვარი ანალოგიურად იქცევა.

    • ფოტინე says:

      იქნებ თვენი მოძღვარი გვითხრათ და გვიშველოს, ”მორწმუნე” ურწმუნო დედამთილებისგან:)))

      • xato says:

        ” მორწმუნე” ურწმუნო დედამთილის რძალი თუ მორწმუნეა უნდა აიტანოს ყველაფერი(ან ცალკე გავიდეს), ვინაიდან ქრისტიანობა ქადაგებს შეიყვარე მტერი შენი და ილოცე მასზე..დილის ლოცვებში ჩვენ ვლოცულობთ კიდეც ჩვენს მოძულეებზე…თანაც 80% ვისაც ცუდი დედამთილი ჰყავს უარესი დედამთილები ხდებიან მომავალში, ალბათ იმიტომ რომ განიკითხავდნენ მარტო თავის დედამთილებს და “გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარივით” არ იქცეოდნენ.
        თუ გონება არ “გამოიფხიკე” და ცოდვები არ აღიარე და გულით არ მოინანიე, თუ რომელიმე მოძღვარმა გიხსნათ “მორწმუნე” ურწმუნო დედამთილებისაგან ბოროტი სხვა ადამიანში (ანუ 100% შვილებში)
        შევა და იქიდან დაგვიწყებს ბრძოლას.სად გავექცევით შვილს??

        ჯობია ცოდვები მოვინანიოთ და “ჩვენს თვალში დავინაოთ დირე”
        თუ ” მორწმუნე” ურწმუნოები არ ვართ რა თქმა უნდა…

  • ლელა says:

    მე ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი როცა გავთხოვდი: მეუღლე ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, მას დედამისიც მოყვა, თუმცა რაიონში საკუთარ, მშვენიერ ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ჩვენთან ახლოს უნდოდა ყოფნა, ასე გადაწყვიტა დედა-შვილმა. მთავარი ერთად თანაცხოვრებისას დაიწყო: ეს ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ რომ მათ ოჯახს რძალი მიემატა, რომელსაც ამ ოჯახში თავისი ადგილი ჰქონდა, ჩემს დედამთილს გაუთავებელი პრეტენზიები ჰქონდა, ჯერ კიდევ ახალგათხოვილს სასეირნოდ და მაღაზიაშიც კი კუდივით დამყვებოდა, მაგის გარეშე სუნთქვაც არ შემეძლო. ამან მეუღლესთან კონფლიქტებიც გამოიწვია, რადგან როცა მე პრეტენზიებს გამოვთქვამდი, ჩემი მეუღლე ხშირად დედამისის მხარეს იჭერდა, აბა შვილმა დედა ხომ არ უნდა მიატოვოსო, თუმცა რა მიტოვებაზე იყო ლაპარაკი, მე მხოლოდ მინდოდა ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონოდა. მადლობა ღმერთს, ჩვენი ოჯახი არ დაინგრა, ამაში დიდი როლი ჩემი მეუღლის მოძღვარმაც ითამაშა, რომელმაც არაერთხელ აუხსნა ჩემს მეუღლეს, რა ვალდებულებები ჰქონდა ცოლის წინაშე და ურჩია როგორ დაელაგებინა ურთიერთობები. დღეს ჩემი დედამთილი საკუთარ სახლშია, სადაც ძალიან ხშირად ჩავდივართ, ბავშვებიც არდადეგებს ხშირად იქ ატარებენ და მეც შვებულებას. ჩემი მეუღლეც და დედამთილის კარგი ადამიანები არიან, მაგრამ იმან, რომ მათ გაცნობიერებული არ ჰქონდათ რას ნიშნავს, როცა კაცს ცოლი მოყავს და ჩემი დედამთილის ეგოისტურმა სიყვარულმა საკუთარი შვილის მიმართ, კინაღამ ჩემი ოჯახი შეიწირა. ამიტომ ვურჩევ დედამთილებს, გაიხსენონ როცა თვითონაც ახალგათხოვილები იყვნენ და ნუ მოექცევიან რძლებს ისე, როგორც არ სურდათ რომ თავად მოქცეოდნენ.

  • თამთა says:

    ვაიმე ხალხო აქ რა ისტორიები მესმის.მე ძალიან ადრე გავთხოვდი 17წლის არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა მაგრამ დედამთილი აუტანელი,ვითომ ხუმრობდა და ხუმრობა ხუმრობაში გკბენდა.შვილით მანიპულირებდა.ცუდათ ყოფნას იგონებდა.2010წელს შეგვედზინა შვილი ავადმყოფი რაც ნერვიულობის და იმ სტრესის ბრალი იყო რაც დედამთილმა გადამატანინა და ჩემმა ქმარმა მაგრად ვერ დაუდგა.მართალია ცალკე ვცხოვრობდით მაგრამ მაინც ჯოჯოხეთად მიქცია ცხოვრება.მე დამოუკიდებელი ვარ ვმუშაობ ბინა მაქვს და დზალიან კარგი შემოსავალი რითაც მე და ჩემი შვილი კარგად ვცხოვრობთ.მე ქმარს გავეყარე რადგან ვერ ავიტანე მისი უსაქციელობა და საზიზღარი დედა.დგეს 2შვილი მყავს მეორე ჯანმრთელი კარგად ვცხოვრობ ქმართანაც არ მაქ ცუდი ურთიერთობა შაბათ-კვირას ნახულობს ხოლმე.დგემდე მიყვარს და ვიცი მასაც მაგრამ ვერ ვაპათიებ და ვერ დავივიწყებ იმას რაც მისი შენელებული კადრობის და არ დადგომის გამო გადავიტანე.ხანდახან მგონია რო მდზულს რადგან ჩვენი შვილი ესეთი დაიბადა.დედამთილი 2წელია გარდაიცვალა და მეუგლე მეუბნება რომ ტავს მარტოსულად გრძნობს და დაბრუნება უნდა რომ თავიდან რო შეეძლოს დაწყება ყველაფერს შეცვლიდა.მაგრამ მე ვერ ვაპატიებ მის თავს დააბრალოს.ამიტო გირჩევთ საკუთარი ნერვების ხარჯზე სხვას ნუ შეუწყობთ ხელს მთავარია თქვენ იყოთ კარგად სხვა რაში გაინტერესებთ.და შვილამდე გაეყარეთ ქმარს თორე ჩემნაირად დაგემართებათ

    • მარი says:

      იმედია ეს ჩემი კომენტარი არ გამოქვეყნდება ,მაგრამ პასუხს კი მართლა ველი ამ გზავნილზე…………ყველაფერი იმით იწყება, რო ახალგაზრდა ყველა გამოუცდელია და ყველას დარიგება ჭირდება როცა ცხოვრების ურთულეს გზაზე იწყებს გასვლას,მაგრამ როცა ოჯახში არაჯანსაღი სიტუაციაა,მუდმივი ჩხუბი და ფსიქოლოგიური ზეწოლაა,როცა ბავშვის უფლებები მუდამ ირღვევა და მშობლებს არ აქვთ გააზრებული რომ ბავშვს შეიძლება თავისი მე გააჩნდეს და თავისი აზრის გამოთქმის საშუალება უნდა მიეცეს.ყოველთვის არასწორი ქმედებების მსხვერპი ხდება სიციცხლით აღსავსე მოზარდი.რომელიც ცისფერ და ვარდისფერ ფერებში ხედავს ჯერ კიდევ ცხოვრებას.
      ზოგი მშობელი ეგოისტია ფიქრობს:მე გაჭირვებაში გავიზარდე და ცხოვრება ისე ვისწავლე,ჩემი შვილი რატომ უნდა იყოს დალხანილიო:ან კიდევ “ვიწვალე ეს ჩემი შვილი სიმწრით გავზარდე ტანჯვით გავაჩინე და სხვამ რატომ უნდა წამართვას ან მის ჩკუაზე რატომ უნდა გაიაროს?”მცდარი და არაჯანსაღი აზროვნების შედეგია………
      ბევრი მშობელი ვერ იაზრებს იმას რომ თვითონ,წარმავალია და შვილი კი მისი დანატოვარი,მომავალი და კეთილღეობაა…
      არაჯანსაღი აზროვნებით შვილსაც ასეთივე იდეოლოგიით ზრდის და უწამლავს გონებას,მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ და არა თავიანთ მეორე ნახევრებზე…
      ნათქვამია “ქალის სილამაზე და ბედნიერება სწორად შერჩეული მამაკაციაო”–––––მე ხაზს ვუსვამ “მამაკაცი” რომელიც ოჯახზე უნდა ზრუნავდეს და სიყვარულს თესავდეს მეუღლის თვალში და არა ვალდებულებებით იფარგლებოდეს…და ამ სიტყვებს გაიძახოდეს”–აბა რისთვის მოგიყვანე არ იცოდი რომ თხოვდებოდი რაც გევალებოდა…”
      შეიძლება უაზროდ მოგეჩვენოთ ეს ჩემი გზავნილი მაგრამ ბევრი მაქვს სათქმელი და არ ვიცი საიდან და როგორ დავიწყო, ან ვის მივმართო ან როგორ გადმოვცე ის გულის ტკივილი რომელიც ცხოვრების მანძილზე დამიგროვდა……..დამაკვალიანეთ ..წინასწარ გიხდიტ მადლობას და დიდი ბოდიშს……

      • xato says:

        მარი საყვარელო მე შემიძლია მოსმენა მთელი გულით და იქნებ მოგეშვას, …სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო ხომ გაგიგია..:)
        …მე მესმის დედამთილი გვერძე გადავდოთ მშობლები უფრო არღვევენ საკუთარი შვილის ცხოვრებას და მეტსაც გეტყვი
        ,, დედმამიშვილები,, საერთოდ უმწარებენ ცხოვრებას პიროვნებას მაგრამ გადავხედოთ თვით მაცხოვრის ცხოვრებას და იქ ყველა კითხვაზეა პასუხი.

        • xato says:

          მაგრამ ერთს კიდევ დავამატებ ყველას გასაგონად.
          ძე ღმერთი დამორჩილდა მამა ღმერთს და ამ ქვეყნად იშვა, გაიზარდა და ხორციელ მამად წოდებულ წმინდა იოსებთან ერთად ხუროდ მუშაობდა, დამორჩილდა და რომელსაც ქადაგება დაბადებიდან შეეძლო 30 წლის ასაკამდე არ უქადაგია, ასეთი იყო წესი, ქადაგებისას ქვებით რომ ქოლავდნენ დამორჩილდა და ეცლებოდა იქაურობას…დასცინეს, ანერწყვეს, სცემეს, დააპატიმრეს, გაასამართლეს, დაასისხლიანეს,გაყიდეს, უღალატეს,
          მიატოვეს, ცილისწამეს, დაგმეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, უამრავი ჭრილობები მიაყენეს, უკანასკნელი ყაჩაღი არჩიეს მის თავს, აშიმშილეს,დალურსმეს,ჯვარზე გააკრეს, მიატოვეს, მწყურვალს ძმარი ასვეს, მოკლეს და გარდაცვლილს შუბი აძგერეს……ია ამ ყველაფერს უფალი დამორჩილდა და აიტანა და იატანა ჩვენს გადასარჩენად და არა მისი საკუთარი ცოდვების გამო…..ჩვენ კი თუ რამე ცუდი ხდება ჩვენს თავს ეს ხომ ჩვენი ცოდვების ბრალია და უნდა ავიტანოთ მორჩილებით, მაგრამ საკუთარ თავში არ ვიხედებით და ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ და ყველა ცუდი და ჩვენ ერთადერთი მსხვერპლი გამოგვყავს საკუთარი თავი….ჩაიხედე შენს სულში ვინ ხარ და რას ცოდავ, აღიარე ღმერთის წინაშე და მოინანიე და გავა ბოროტი რომელიც არასდროს მოგასვენებს სანამ სხვებს აბრალი ყველაფერს…ტყუილად მოსაჩვენებლად რომ დავდივართ ეკლესიაში და ვწუწუნებს ია მე რა კარგი ვარ და რა ცუდი არის ყველა…რა აქედან რამე გამოვა და ფარისევლობით წაშლი ცუდს შენს ცხოვრებაში???
          ღმერთმა ყველას ფიქრები იცის
          გაასუფთავე ფიქრები და ცხოვრებაც გასუფთავდება თუ არადა ვიწუწუნოთ და ვიყოთ…სხვა გზა არ არის

  • xato says:

    ,,დატოვე დედაი შენი და მამაი შენი და შეეყავ ცოლსა,,

    1.ეს არის მიზეზი ყველაფრის …თუ ოჯახს ქმნი,შენი უნდა შექმნა, ანუ ცალკე გავიდეს მეუღლეები და იცხოვრონ ისე როგორც მოესურვებათ და თუ ამის შესაძლებლობა არ არის და მშობლებთან ცხოვრობ, მაშინ ვალდებული ხარ აიტანო ყოველივე და დამორჩილდე,თუ მორჩილება არ შეგიძლია,მაშინ დროებით გადადე დაოჯახება და კარგ დროს დაელოდე, ანუ როდოს შეძლებთ ბინა ან იქირავოთ ან იყიდოთ და ცალკე იყოთ.
    2. თუ წყვილი ვერ ითმენს,დაოჯახდება და ცხოვრობს დედამთილთან(ნუ სიდედრზე აღარ ვლაპარაკობ)უნდა მოუთმინოს ყველაფერი, აუსრულოს, ტკბილად ელაპარაკოს,(თუ მწარედ ელაპარაკება)თუ ჭეშმარიტი ქრისტიანია(ანუ მარტო ეკლესიაში კი არ დადის, არამედ ცხოვრობს ეკლესიურად….ცდილობს მაინც)ღვაწლად ჩაეთვლება ყველაფერი, შვება მოვა, დედამთილი მოლბება და როგორც შვილი(ნუ შვილივით მაინც) ისე შეიყვარებს…ესე იქნება ..თანაც არ დაგავიწყდეს როგორი რძალიც იქნები ისეთი რძალი გეყოლება….ესეც ასე იქნება….
    3. ეხლა კი მესამე ვარიანტი, ყველაზე მარტივი, მაგრამ 21 საუკუნისათვის წარმოუდგენელი… ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
    თუ წყვილი სიყვარულით არის შეუღლებული. იქ ერთმანეთის მშობლებს პატივს სცემენ ( ამ ადამიანებმა არ გააჩინეს შენი ერთადერთი და შენი სიცოცხლე)არც ჩხუბია, თუ არის ვერ ამჩნევენ, ჩვეულებრივია..იმიტომ რომ უყვართ..არც აყალმაყალია, არც გამიშვი–გაგიშვი, არც რაგაც უაზრო შეჯიბრებები ( ანუ დაბალი დონე, ანუ შენები თუ ჩემების შეჯიბრი რომ იწყება)მოკლედ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ყველაფერს ამარტივებს და ყველაფერს იტანს მაგრამ სად არის ????????????? სად არის ხალხო სიყვარული?? ეკლესიები სავსეა და სად არს სიყვარული???? ა
    უფლის უმთავრესი სახელი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა
    შეიყვარეთ ხალხო ერთმანეთი
    შეიყვარეთ ხალხო ოჯახისწევრები
    შეიყვარეთ მეგობრები, ნათესავები, მეზობლები,
    და ნახეთ როგორ გაგიადვილდებათ ცხოვრება :)

  • ხათუნა says:

    უბრალოდ ვერ ვიგებ რატო უნდა გაამწარო სხვა ამით შენ რას იგებ?..იცხოვროს ყველამ თავისი ცხოვრებით და ყველაფერი კარგად იქნება ესეთი რთულია?..

  • ნათია says:

    სიყვარული ძალიან კარგია,მაგრამ ნერვებიც ხო გინდა,იცხოვრო მონსტრ დედამთლთან,რომლიც ქმარმა მიატოვა და დიდი გაჭირვებით მოვიდა დღემდე და გამწარებულია ყველაფერზე და რძლის გამწარებით იკვებება,რადგან ყველა ნათესავი მოძულებული ყავს და მეგობარი არც ყავს არც ყოლია და არც ეყოლება არასდროს,ვერც საჩუქრებით მოვდრიკე და ვერც ტკბილი სიტყვით,არც დაბ.დგის მოლოცვა მახსოვს მაგისი სიტყვით და არც ახალი წლის,ბავშვები მყავს და მაგის გარეშეც არ მელევა სანერვიულო ახლა მაგას არ ვუარო კიდე გარშემო.დადის და ათას საზიზღრობას ლაპარაკობს ჩემზე,ადრე სიტყვას არ ვუთმობდი ეხლა ჩავთვალე რომ ცარიელი ადგილია სახში,ესაა გამოსავალი,მაგას ვერაფერი შეცვლის და მე კიდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქ ნერვები,გირჩევთ არაფრად ჩააგდოთ თუ ვერაფრს გახდებით.ვითომ არც ყოფილა.რაც მე მაგისგან სიმწარე მახსოვს მარტო ღმერთმა იცის,ღმერთმა აპატიოს,მე კი არ შემიძლია.

  • ნათია says:

    რას გეტყვით იცით,თავზე არ დაისვათ,არ გაითქვიფოთ,ჩემი გამოცდილებით გეტყვით,გავთხოვდი და ორსულს ტაფა ქვაბებს მახეხინებდა დედამთილი,ერთხელ 2 თეფში დამრჩა გასარეცხი და ჩემს ქმართან მივიდა და უთხრა რა ბინძურია თეფშები ვერ გაურეცხიაო?თმის დასავარცხნი დრო არ მქონდა სამაგიეროდ სახლი ხო მქონდა გაკრიალებული,ტვითონ იწვა და განისვენებდა და იმდენი საშინელება გამიკეთა ცხოვრებაში,აქ რომ დავწერო არც დამიჯერებთ,ასერომ თავის ფასი იცოდეთ,ჯერ თქვენს გარეგნობას მიხედეთ და მერე სახლკარს,მაინც ვერ დაანახებთ დაუნახავს ვერაფერს…

  • mariami says:

    me dzlian sashinel mdgomareobashi var. 18 wlis gavtxovdi meuglem mimatovebina swavla da dedamistan wamiyvana muslimanur qveyanashi am qalze dadioda xmebi rom jadoebs aketebda da saertod mirchevdnen axlos ar gaekaro dzalian borotiao magram me gagonebac ar mindoda turme tavi gavisulele. pirvelive dgidan kategoriulad momtxova deda damidzaxe da dedashens ar daurekav da ar naxav sanam tviton ar dagirekavso. romeli eti vtqva cocxlad mchams, miyviris sheuracxyofas mayenebs chemi meugle sul chems mxaresaa da amaze mwardeba ras ar gvedzaxis. imedia gvtis wyalobit male saqartveloshi davbrundebi. agar shemidzlia vigacis monoba. muli tavis shvils mazrdvinebs da tu shenishvna miveci sashineleba xdeba yvelanai damamcirebel sityvas medzaxian. gameebi agar mdzinavs nerviulobis fonze muceli momeshala.. chems dedamtils rom vuyureb martla meshinia sul jruanteli mivlis sashineli qalia imasacamboben pirveli qmari moklao. ra vqna r vici meshinia dzalian

  • nana says:

    tavs cudad vgrznob 1 tvea davshordi meugles dedamtilis gamo.ver shedzlo meuglem swori poziciis dazera yoveldge me mechxubeboda imis gamo rom dedamiss ver vcemdi satanado pativs,dedamtili sashineli adamiani iyo tumca vcdilobdi mistvis yuradgeba ar mimeqcia,mara qmartan chxubs vegar gavudzeli tumca exlac cudad var…..

  • nat says:

    xalxo aravis araperi ar unda dautmot!sakutari tavis pasi icodet da tavze aravin daisvat!chemze kargad es aravin icis!dedamtili romelic cdilobs sakutar shvils cxovreba daungrios is qalia?!gmerti dasjis masetebs ise rogorc me minda!

  • maia says:

    თუ სიყვარულით თხოვდება ქალი იქ ცუდი დედამთილი არ არსებობს. როცა ქმარი გიყვარს მისი გამზრდელიც გეყვარება შეიძლება საკუთარ დედასთან უფრო თამამად იყო ვინემ დედამთილთან დედამთილი ყველაზე საყვარელი ადამიანია იმან ხომ უსაყვარლესი ადამიანი გაგიზარდა ვისთანაც მთელი ღამე წევხარ და მთელი ცხოვრება შეგპირდა ერთადყოფნას, ამდენ ქალში შენ ამოგირჩია. სიყვარული მარტო კაცის სიყვარულს არ ნიშნავს მისი დედაც დაც ძმაც და მტელი მისი სანათესაო უნდა გიყვარდეს და პატივს ცემდე, მორიდებული და თავშეკავებული უნდა იყო როგორც დედასტან ისე ვერ იქნები თამამი დედამთილი ცუდს არ ურჩევს რძალს მაგრამ რძალმა უნდა იცოდეს დედამთილი პირველი ქალია სახლში მეორე მული და ბოლოს თავად არის რძალი ყოველთვის თავმდაბალი უნდა იყოს ოჯახში. სამწუხაროდ ახალგაზრდებს არ ესმის ეს. მე 2 გოგო მყავს და ქმარტან გაცილებული ვარ დედამტილმა ამირია ოჯახი მაგრამ მაინც ჩემი ბრალი იყო რადგან ახალგაზრდა ვიყავი რადგან ყველაფერს ვასწრებდი სახლში დგე და გამე არ მედზინა და ყველაფერი დაწკრიალებული მქონდა მეგონა ვიმსახურებდი სიტყვის ტავისუფლებას ეს ასე არ არის მე სიყვარულით არ გავტხოვილვარ მომიტავეს და ყველაფერი იყო სიყვარულის გარდა მეგონა შემიყვარდა, რომ მყვარებოდა არც ოჯახი დაინგრეოდა. ახლა 2 შვილი მყავს გოგო მყავს 25 წლის რომელსაც უყვარს ერტი მისი ასაკის ბიჭი ის ისეტი კარგი ბჭია ის თუ ჩემი სიძე გახდა მის დედას ხელის გულზე ატარებს ჩემი გოგო და მეც უბედნიერესი ადამიანი ვიქნები ასეთი სიძის შეძენით და ალბათ რა ამაგიც არ დამიხარჯავს მისი აღზრდისთვის არ დავიშურებ მისთვის არაფერს მაგრამ ვინ იცის ის ახალგაზრდა ბიჭი რას ფიქრობს საბოლაოდ აირჩევს კი ჩემს გოგოს?

    • nino says:

      aseti shtabechdileba damrcha tqven gadauwyvitet tqvens gogos rom aucileblad kargad moeqces da xelis gulze ataros dedamtili.ver xedavt aq raebs weren da rogor eqcevian dedamtilebi rdzlebs?pirvelive dgidan rom monobas gaidzulebs isev sheni tavi unda daidanashaulo da debilad chaitvalo sheni tavi? ra midgoma da azrovnebaa es ar mesmis.xels ubraxuneben magidaze,tmebshi wvdebian zogi dedamtili rdzlebs da shvilebs aqezeben rdzlebis winaagmdeg da kide rdzlis bralia?dzan cudi tu tqveni gogo ameebs sheegueba,gmertma daifaros da ase rom moxdes.

  • Nino says:

    Gmeertoo sakutar desamtils vxedavdi am komentarebshi.dzalian cudad var.jer calke gaasvlis sashualeba ar gvaqvs da m ar vici ra gavaketo jer 8tvea rac col qmari vart da me ukve shemcvala.sicili meucxoveba chems saxeze.dge ar gava tirilit ro ar movkvde.

  • თათა says:

    მყავს იდეალური დედამთილი რა მხრივ …მყვება ზედ.მყიდულობდა მილაგებდა … ბავშვი რომ გავაჩინე მეორე დღესვე რა ჩავაცვაო თავად ფიქრობდა.ეხლა ამას ვიზავ .ეხლა იმას ვიზავ.ეხლა ის ძუძუ ჩაუდე … დილიდან დაგეგმილი ქონდა რომელ სთზე რომელ ოთახში უნდა გამეყვანა…რძე გამიშრა … მალე წლის გახდება მე დედობა ვერ ვიგრძენი ვარ დამხმარე უფრო.ის კი ახალბედა დედიკოა . მართლა მეხმარება მაგრამ ზედმეტად ერევა.ექიმთან მისი ნებართვის გარეშე ვერ მივდივარ …დედასთან რომ მივდივარ ხასიათი ეცვლება და იქ რამე ვირუსი არ აიკიდოს ბავშვმა ეშინია. წონაც არ მოწონს იქიდან მოყვანილი ბავშვის .. ათასი წვრილმანი… ზედმეტად ყურადღებიანები ნუ იქნებით დედამთილებოო.. და ჩუმად ვარ … ხან ჩემს პოზიციას მტკიცედ ვამბობ.მაგრამ ბევრს ვჩუმდები….

  • mao says:

    რომ გავთხოვდი 1 წელი მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობდით, რომ დავორსულდი გადავწყვიტეთ დედამთილთან გადასხვლა საცხოვრებლად, ბავშვზე მოგეხმარებითო. თავიდან 2-3 წელი ისე ვიცხოვრეთ საყვედური არ გაგვიგია ერთმანეთის მმიმართ, ძაანაც ვეწყობოდით, ბავშვზეც ძალიან მეხმარებოდა, უპირობოდ იტოვებდა სულ და თან ყვებოდა. თუმცა გვიან მივხვდი რომ მე კიარა ბავშვი უყვარდა რეალურად, მე რომ სულ საჩუქრებით ვავსებდი ახალ წელს, დაბადების დღეებზე და 8 მარტს და 3 მარტს თვითონ ერთხელ არაფერი უყიდია ჩემთვის და არც მოულოცავს. ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე ჩემმა მულმა კითხა აბა რძალს და უყიდეო და ბავშვს რომ ვუვლი ცუდი საჩუქარიაო უპასუხა. იმის მერე ამიცრუვდა გული და რაც აქამდე მომითმენია ყველაფერი ერთ დიდ ანტიპატიაში გადაიზარდა. ამომივიდა ყელში რომ სტუმრად ვგრძნობდი მუდმივად თავს და შვილიშვილების მწარმოებელ ქარხანად. საჭირო მხოლოდ იმისთვის ვიყავი რომ ბავშვები მეჩინა. ამის მერე დაიწყო პრობლემები. ჩემი ქმარი მეც მეუბნებოდა საყვედურს და დედამისსაც ოღონდ ცალცალკე. როცა ჩემი ქმარი სახში იყო ვერაფერს მიბედავდა და როცა არ იყო სახში გველური კომენტარები არ ეზარებოდა. მგონი ერთობიან ამ დამოკიდებულებით და ცხოვრების აზრი ეძლევათ. კიდევ კარგი ვმუშაობ და მთელი დრე სახლში არ ვარ თორემ ნამდვილად დახოცილი გვეყოლებოდა ერთმანეთი. ბევრჯერ ყოფილა რაღაც დამვიწყნია და სემოვბრუნებულვარ და მომიკრავს ყური როგორ საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ ცემზე მული და დედამთილი. მეზობლებისგანაც მსმენია რეებს ამბობს ჩემზე და გაოცებული ვარა მდენბი ფანტაზიის უნარი როგორ აქვს რომ მოიგონოს ამდენი სისულელე. იმედი მაქვს მალე გადავალთ საცხოვრებლად ჩვენს ახალ სახლში და დავისვენებ. 7 წელი ითმინო ეს საშინელება ძალიან რთულია. ქმარი მყავს ძალიან კარგი თორემ ნამდვილად არ ავიტანდი მონსტრ დედამთილს ამდენი ხანი.

  • მაკა says:

    მოკლედ მე კი ისეთი მყავს ორი კვირს მიყვანილი ვიყავი შედარებები დამიწყო ინგლისური არ იცი საზვარგარეთ არ გაქვს დამთავრებული კურსები რა გეშველება როგორ იმუშვებო. ეხლა კიდევ იცის რომ პრობლემები გვაქვს ბავშვთან დაკვშირებით ე.გ. ჯინზე წამიყვანს ბავშვთა განყოფილებაში რომ მეორე შვილიშვილისთვის საჩუქარი იყიდოს , ერთხელ ისეთი რაღაც გაკეთა რაღაც სათამაშო იყიდა თავისთ ჩუმად მოდის ესე მიგდებს ეს შენ მეუბნება აი შენ აჩუქეო ჩემ შვილიშვილსო არა და ჩემა ქმარმა საჩუქარი აჩუქა ჩვენი სახელით ადრე . უბრალოდ მითხარით ამ ქალის საქციელი ნორმალურია?

  • salome says:

    mokled ra sashhinelebaa ertad ro vcxovrobt ra 3 welia ikve da ukve vegar vudzleb mteli cxovreba chemma mterma uyura ra ki mushaobs dilidan gvian modis xolme da ise ver vitan magis mosvlis dro ro axlovdeba cudat. vxdebi ra aqvs sashineli laparaki iset uazrobas ityvis gaocebuli davtchebi xolme icis xolme ragacaze mititeba am dros nagdad ar nchirdebaa magis mititeba chemi shegnebac arachveulebrivia da vici chem shvils da dros shia da radros wyuria var dzaan sufta me ro ar viyo am ojaxshi chuchyshi icxovrebdnen erti sityvit namdvilad ar maq amati dasaweuni ara kiarc miwunrben magram am uazro komentarebs da wanklian enas ver vitan raaa mdzzulss ra gavaketo ver vxvdebi chemi qmari chem mxares aris magram dedamissac ar awyeninebs xolme, bavshvi myavs 1 wlis aris da kide gvyavs dzagli saxlshi ushvebbs am dzagls me veubnebi at msiamovnebs tqo bavshvi dadis tqo an bewvi ar chaeylapos an rame tqo da maincra sashinelebebi wavikitxe martla, mec aset dgeshi varvdzaan uazro komentatebibda mware ena aqvs chem dedamtils mec arvutmob ratqmaunda magis gamo chem janmrtelobas nagdad ar davizianrb mec mashsinve sakadris pasuxs vcem tumca mere cudad choraobs chemze zurgs ukan tavxediao rogor melaparakebao, sisuftave dzaan miyvars me ro ar viyo am ojaxshi chuchyshi icxovrebdnen amati dasawuni nagdad araferi mchirs , mmamamtili kargi myavs bashvis gazrdashi me mareba qmaric kargi myavs chem mxaress icherd xolme xshirad igives aketebs totqos jibrshi midgas amaze mogvdis xshirad konfliqto ro veubnebi zurgs ukan idzaxis tavxediao da tavis adgili icodeso yvelaferzee sakadris pasuxs vcem gulshi arafers vitoveb ar shemidzlia mere cudat var xome da amas ar shevavhmevoneb tavs fu sazizgari

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი