მთავარი » კულტურა

“რწმენით მოვედი აქამდე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.06.2010 2 კომენტარი | 1,213 ნახვა

გულნაზი გოლეთიანიგულნაზ გოლეთიანი ოჯახთან ერთად ცაგერში ცხოვრობს. ის, როგორც ერთი ჩვეულებრივი სოფელში მცხოვრები ქალბატონი, უვლის შვილებს, სახლს, ოჯახურ მეურნეობას, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცდილობს, დრო სიმღერასაც დაუთმოს. პროექტ “ნიჭიერში” მის მიერ შესრულებულმა არაჩვეულებრივმა სიმღერამ “ჰერიო ბიჭებო ჰერიო” სიხარულის ცრემლებით აატირა მთელი საქართველო. მან ააღელვა თითოეული ქართველის გული და გაუღვივა პატრიოტული გრძნობები და ხალხის სიყვარულიც მოიპოვა. “ამბიონი” ესაუბრა გულნაზ გულეთიანს:

მოდით ნიჭიერით დავიწყოთ, რატომ გადაწყვიტეთ ნიჭიერში მონაწილეობა?

როცა ქასთინგი გამოცხადდა, მონაწილეობის მიღება მინდოდა, მაგრამ ასაკის გამო ვერ ვბედავდი. მეგობრების, შვილების და მეუღლის დაჟინებული თხოვნით გავედი ქასთინგზე.

ნიჭიერამდე გიმღერიათ ფართო აუდიტორიისთვის?

საერთოდ, ბავშვობიდან რაიონში ვმღეროდი, მაგრამ ამხელა აუდიტორიის წინაშე პირველად წარვსდექი.

ოჯახში მარტო თქვენ მღერით?

გენეტიკურად მომსდგამს სიმღერა, დედის და მამის მხრიდან, დებიც და შვილებიც კარგად მღერიან.

როგორ ახერხებთ, რომ ერთმანეთს შეუთავსოთ სიმღერა და ოჯახი. რას ნიშნავს თქვენთვის სიმღერა?

სიმღერა ჩემი სულის ნაწილია და როცა რამე ესე ძალიან გიყვარს ყოველთვის ახერხებ მოიცალო მისთვის. ხშირად ოჯახის საქმესაც კი სიმღერით ვაკეთებ.

თქვენი სიმღერით მაყურებელი აატირეთ და ხალხია სიყვარულიცდაიმსახურეთ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჟიურიზე, მაია ასათიანმა იმ დღის ვარსკვლავიც კი გიწოდათ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს შეფასებები?

ყველა ქართველს დიდი მადლობა მინდა უთხრა, რომ ქართული სიმღერა მათში კვლავ ცოცხლობს. მჯერა, რომ ყველაფერი უფლის ნება იყო. ჟიურის სახეები პირველად რომ დავინახე, ძალიან ვინერვიულე, ხოლო როდესაც სიმღერა დავიწყე, გავიხსენი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ხალხის გულამდე მიმეტანა ჩემი გრძნობა. შემდეგ, ჟიურის შეფასება და დარბაზის ემოციები რომ დავინახე, დავიბენი და სცენიდან გავედი, მაგრამ ჟიურიმ დამაბრუნა და ბრწყინვალე შეფასებაც მომცა.

თქვენ ნიჭიერში გერგოთ მეორე ადგილი, რას გრძნობდით საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე?

12 ფინალისტი ქართველი ხალხის რჩეული და უკვე გამარჯვებული იყო, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გამარჯვების სურვილი, თან როცა უკვე სამეულში დამასახელეს. ის 45 წამი უსასრულოდ გაიწელა, ძარღვებში სისხლი გამეყინა, მოუთმენლად ველოდი შედეგს, როდესაც ფინალისტი გამოცხადდა, გულწრფელად მივულოცე გამარჯვებულს, რადგან ის ქართველი ხალხის რჩეული იყო. მინდა ამ პროექტის ყველა მონაწილეს მოვეფერო.

გვიამბეთ თქვენი ცხოვრების შესახებ: ვინ არის, საიდან მოდის, როგორი ცხოვრება გამოიარა გულნაზ გოლეთიანმა?

დავიბადე ცაგერში ერთ ქართულ ოჯახში, სადაც ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა გავატარე. ვცხოვრობდით: მე, დედა, მამა, ორი ძმა და ორიც და. როდესაც მერვე კლასში ვიყავი, გარდაიცვალა უმცროსი ძმა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო მთელი ოჯახისთვის, ცოტახანში მეორე ძმაც დავკარდე, ნერვიულობაზე დედა ლოგინად ჩავარდა და ისიც გარდიცვალა და დავრჩით მე და მამა, რადგან დები უკვე გათხოვილები იყვნენ. მეჩვენებოდა, რომ ჩემთვის ყველაფერი დამთავრდ… 26 წლის ასაკში დავოჯახდი (მეუღლე რომან კოპალიანი), მყავს სამი გოგო: თამარი 13 წლის, თეა 12 წლის და მარიამი 10 წლის. ვცხოვრობ მამისეულ სახლში მოხუც მამასთან ერთად, მაქვს ერთი პატარა ლამაზი ქართული ოჯახი.

თქვენ იმღერეთ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე. რას აპირებთ მომავალში?

ეს იყო ჩემთვის სერიოზული სიურპრიზი, როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე უნდა მიმეღო მონაწილეობა. ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, რადგან პირველად უნდა მემღერა ორკესტრის თანხლებით. ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებ სიმღერას.

რა არის თქვენი ოცნაბა?

საქართველოს გამთლიანება, მშვიდობა და ჩვენი შვილების ნათელი მომავალი.

ცხოვრობთ თუ არა ეკლესიურად?

მართლმადიდებელი ვარ და ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო. რწმენა აუცილებელია ადამიანისათვის, მის გარეშე ჩვენს სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა, რწმენით გადავიტანე ჩემი გაჭირვება და მოვედი აქამდე. მეუფე სტეფანე ჩემს გვერდით იდგა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი ლოცვა-კურთხევით და დარიგებით გავდიოდი ყველა კონცერტზე. ფინალზე გამოსვლის წინ დავურეკე და ვთხოვე, ელოცა ჩემთვის. არ შემიძლია არ აღნვიშნო მამა კახაბერის თანადგომა და სულიერი გამხნევება. ორივეს უღრმეს მადლობას ვუხდი.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი