მთავარი » ქრისტიანობა

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება – სადღესასწაულო ქადაგება (04.12.2019)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2019 | 507 ნახვა

4 დეკემბერს, სიონის ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ

„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, მასზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს, კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. ხშირად ისმის ადამიანებისგან – მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზეო. ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, დედამიწასთან.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან და ჩვენ უნდა სიყვარული გვქონდეს მათთან. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს.

ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხართ, უხასიათოდ, მიხვედით ტაძარში და ფერისცვალება ხდება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში, ეს ეფინება ადამიანს. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი. დღეს ხსენებაა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა, რომ ჩვენ შევიდეთ ზეციურ ტაძარში“, – ბრძანა ილია მეორემ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი