მთავარი » ხატები და ფრესკები

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “გიხაროდენ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.08.2011 8 კომენტარი | 8,125 ნახვა

ზოგრაფის მონასტერში იმ მოვლენის შესახებ, რომლის გამოც ღვთისმშობლის ეს ხატი სასწაულთმოქმედად აღიარეს, ჩაწერილია: დასავლეთის ეკლესია ცდილობდა, პოლიტიკური გარემოებებით შერყეული ბიზანტიის იმპერია უნიაში გაეერთიანებინა. ღვთისმშობლის ხატი გიხაროდენთავად ბიზანტიის იმპერატორი, მიხაელ პალეოლოგი, კანონიერ იმპერატორ იოანე ლასკარის და მისი ტახტის მიტაცების შემდეგ, პაპი გრიგოლ IX-სადმი მიცემული პირობის თანახმად, დასავლეთის ამ განზრახვის შესრულებაში ეხმარებოდა. ეს XIII საუკუნეში ხდებოდა. მაშინდელი პატრიარქი იოანე ვეკა, იმპერატორის დანაშაულებრივი სურვილისამებრ მოქმედებდა და ლიონის მეორე კრებაზე აღმოსავლეთის ეკლესია რომის ტახტს დაუქვემდებარა. მართლმადიდებლობისადმი ამას დამღუპველი შედეგი მოჰყვა. ლათინები მართლმადიდებლების უნიაში შესვლას სახარებისეული სიტყვის ძალით კი არა, ცეცხლითა და მახვილით ცდილობდნენ. რასაც ათასობით მსხვერპლი მოჰყვა, რადგან წმიდა მთა ყოველთვის იყო აღმოსავლეთის მებრძოლი ეკლესიის საყრდენი. მართლმადიდებლობის ამ ბურჯის დასანგრევად, ლათინები სწორედ იქ შეიჭრნენ და ათონელებს სიტყვით, დაპირებით, ოქროთი, მუქარით თუ სასტიკი წამებით რომის პაპის ძალაუფლების აღიარება მოსთხოვეს. მხოლოდ მცირე ნაწილმა უარყო მართლმადიდებლობა სიკვდილის შიშით. დიდმა ნაწილმა კი თავისი აღმსარებლობა სისხლით დაამოწმა. პაპი მწვალებლობასა და ეკლესიაზე ბატონობის სურვილში ამხილა და უშიშრად აღიარა, რომ წმიდა ეკლესიის თავი არის, იყო და იქნება მხოლოდ იესო ქრისტე.

ათონის სავანეებს შორის წინაპართა სწავლებას, მხოლოდ უბედური დიდი ლავრა და ქსიროპოტამი განუდგნენ. მათ დასავლეთის “სტუმრები” პატივითა და მონური შიშით მიიღეს. მათზე დიდი გავლენა იმანაც იქონია რომ ათონის ბერთა რომის კათოლიციზმზე გადასვლას თავად იმპერატორი უჭერდა მხარს. ქსიროპოტამს კი ღმერთმა დანარჩენების რწმენის განსამტკიცებლად თავისი სამართლიანი რისხვა დაატეხა თავს. იმ დროს, როდესაც მისი უბედური ბერები რომაულ წესზე გადასვლის შემდეგ ლიტურგიას ახლებურად ატარებდნენ, მიწა იძრა და ქსიროპოტამის სავანე ჩამოიქცა. ნანგრევების ქვეშ მრავალი ლათინი და განდგომილი ბერი მოჰყვა. გადარჩენილმა ლათილებმა კი გემებს მიაშურეს და თავს წმიდა მთიდან გაქცევით უშველეს.

ზოგრაფის მონასტერიწმიდა მთისათვის ამ საშინელ წელს, ერთი ბერი ზოგრაფის მონასტერთან (წმ. ათონის მთა) ახლოს განმარტოებით მოსაგრეობდა. მას ჩვეულებად ჰქონდა, დღეში რამდენჯერმე თავის კელიაში ღვთისმშობლის ხატის წინ ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი წაეკითხა. ერთხელ, როდესაც მისმა ბაგეებმა წარმოთქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოკითხვა – “ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ”, უცებ წმიდა ხატისგან პასუხი გაიგონა: “შენც გიხაროდენ, ღმერთის მსახურო”. ბერი შიშმა აიტანა. – “ნუ გეშინია, – მშვიდად განაგრძო ხატიდან მომავალმა ღვთისმშობლის ხმამ, – სასწრაფოდ მონასტერში წადი, იღუმენსა და ძმებს შეატყობინე, რომ ჩემი და ჩემი ძის მტრები მოახლოებულნი არიან. ვინც სულით სუსტია, ცდუნების დასრულებამდე დაიმალოს. ხოლო ვისაც მოწამეობრივი გვირგვინი სურს, დარჩეს, იჩქარე”! ღმრთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მორჩილმა ბერმა მაშინვე მონასტერს მიაშურა, რათა ძმებისთვის მოახლოებულ საშიშროებაზე დაფუქრების საშუალება მიეცა. მაგრამ როგორც კი მონასტრის ზღურბლს გადააბიჯა, ის ხატი, რომელიც მას კელიაში ეკიდა, რომლის წინაშეც სულ ახლახანს დაუჯდომელს კითხულობდა და რომლის ხმაც ესმოდა, მონასტრის კარებში დახვდა. გულაჩუყებული ბერი მის წინაშე მუხლებზე დაეცა და მონასტრის იღუმენს ხატთან ერთად ეახლა. მოახლოებული საშიშროების ცოდნამ, ძმები ააფორიაქა. მათ დაუყოვნებლივ მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი, ოცდაექვსი ბერი კი, მათ შორის იღუმენიც, მონასტერში დარჩა და მტრებისა და მოწამეობრივი გვირგვინის მოლოდინში კოშკში ჩაიკეტნენ. ლათინებნა არ დააყოვნეს. ჯერ დასავლური მჭერმეტყველებით ცდილობდნენ დაყოლიებას, მონასტრის კარი გაეღოთ და პაპი მსოფლიო ეკლესიის თავად ეღიარებინათ, რისთვისაც მის წყალობასა და უამრავ ოქროს დაპირდნენ. ბერებმა ლათინებს კოშკიდან გასძახეს: “ვინ გითხრათ, რომ პაპი ეკლესიის თავია? მსგავსი სწავლება საიდან მოიტანეთ? ჩვენთან ეკლესიის თავი ქრისტეა! უმალ დავიხოცებით, ვიდრე თქვენი ძალადობით ამ წმიდა ადგილის შებღალვის უფლებას მოგცემთ, კარს არ გავაღებთ, წადით აქედან”! – “მაშინ დაიხოცეთ”! – გააფთრებით აყვირდნენ მომხდურნი და კოშკს ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლის ალი ცას სწვდებოდა, მაგრამ ბერები არ შეშინდნენ: უფლის კურთხევითა და მტრებზე ლოცვით, უფალს სული მშვიდად მიაბარეს. ეს ამბავი 1276 წლის 10 ოქტომბერს მოხდა. ხატი, რომლისგანაც ბერს ღვთისმშობლის ხმა მოესმა, კოშკში მოწამეებთან ერთად იყო, მაგრამ შემდეგ იგი ფერფლსა და ნანგრევებში დაუზიანებელი იპოვეს.

ამ საოცარი მოვლენის სამახსოვროდ ხატი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დააბრძანეს. მის წინ ჩაუქრობელი კანდელია. ხატი ბულგარეთში ცნობილია სახელწოდებით “ქეროვო”. რაც ბერძნულად ნიშნავს – “გიხაროდენ”. იმ ადგილს კი სადაც სასწაული მოხდა, დღემდე ქეროვო ეწოდება.

მას შემდეგ, ზოგრაფის ტაძარში ხანძარი გაჩნდა, და როგორც კი ამ ხატის წინ პარაკლისის გადახდა დაიწყეს, მაშინვე ჩაქრა. ამ მოვლენის სამახსოვროდ ზოგრაფის ბერებმა 28 ივლისს ღამისთევით ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი წირვა და მონასტრის გარშემო ლიტანიობა დააწესეს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • დავითი says:

    თქვენც გიხაროდეთ

  • პაატა says:

    გიხაროდენ.დედა ღმრთისმშობელი არასოდეს ტოვებს გასაჭირში,თავისი ძის მსახურებს.დიდება უფალს.

  • ლია says:

    gixarodes-xere berdznulad.berdznebs erti kargi chveuleba aqvt.didi marxvis dros yovel paraskevs saghamos wirvas orjer-samjer atareben da ghvtishoblis daujdomels galoben.damijeret iseti atmosferoa eklesiashi ver warmoidgens.me ar vici tviteuli adamiani ras grdznobs magram yovel am galobebis mosmenis mere aghfrtovanebuli viyavi xolme.berdznebis is momwons,rom eklesiashi iseti siwynarea, rom tavisuflad shegidzlia chaerto wirvas.saubedurod chvens eklesiebshi mrevli laparakobs.me ar vidzaxi yvela eklesiashi,magram berdznebs ufro daxvewili aqvt wirvaze yofna vidre chven.shemindet qartvelebo,magram wirvaze daswrebis kultura ara gvaqvs.

  • ლია says:

    წირვაზე დასწრების კულტურა მართლაც რომ გვაკლია. მაგრამ გმერთის წყალობით ესაც გამოსწორდება.გვთისმშობელო ქალწულო გიხაროდეს.უფალი გვფარავდეს მთელ საქართველოს.

  • ნანა says:

    ღვთისშობელი იყოს ყველას მფარველი. შეგვიწყალოს და შეგვინდოს ჩვენი ცოდვები.

  • მანანა says:

    არაჩვეულებრივად საჭირო ინტერნეტ ჟურნალია. მისი კითხვა ,როცა ვახერხებ —მაძლიერებს , სულიერად მამშვიდებს,იმედს მისახავს. გმადლობთ

    • ხათუნა says:

      ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი შემწე და მეოხი უფლის წინაშე. გვფარავდეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ყველგან და ყოველთვის, ამინ!

  • გიორგი says:

    დიდება უფალსა და დედა ღვთისასა, ამინ!!! ამინ!!! ამინ!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი