მთავარი » ხატები და ფრესკები

ღვთისმშობლის “ქართული” ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.07.2011 ერთი კომენტარი | 5,494 ნახვა

ეს სასწაულთმოქმედი ხატი არხანგელსკის ეპარქიაში, კრასნოგორის მონასტერში იმყოფება. მისი ზუსტი ასლი არის მოსკოვში, ბარბარეს კარიბჭესთან მდებარე წმიდა სამების ეკლესიაში.

ღვთისმშობლის ქართული ხატიღვთისმშობლის ქართული ხატის შესახებ შემდეგი ცნობები არსებობს: როცა სპარსეთის შაჰმა აბასმა 1622 წელს საქართველოს მიწა ააოხრა, სპარსელებმა იქიდან მრავალი წმიდა ნივთი გაიტაცეს, მათ შორის ღვთისმშობლის ქართული ხატი. ის, იმჟამად სავაჭრო საქმეზე გაგზავნილმა რუსი ვაჭრის გრიგოლ ლიტკინის დამკვეთმა, სტეფანე ლაზარევმა იყიდა. ამ დროს ლიტკინს სიზმარეულ ხილვაში სტეფანეს მიერ ირანიდან წამოღებული განძის შესახებ ეუწყა და ებრძანა, რომ ის არხანგელსკის ეპარქიაში, კრასნოგორის მამათა მონასტრისთვის შეეწირა. სტეფანეს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლიტკინი ღვთისმშობლის ხატს დიდი სიხარულით შეხვდა და დვინის საზღვრებამდე გააცილა, მთაზე დაარსებულ შავი მთის სავანეში, რომელიც უღრანი ტყით არის შემორტყმული და ამის გამო უძველესი დროიდან შავ მთად მოიხსენიება. შემდეგში მონასტერს სახელი შეეცვალა და მას წითელი მთისა ეწოდა.

ხატთან ერთად გრიგოლმა მის შესამკობად მნიშვნელოვანი შემოწირულობა გაიღო. უღრან ტყეში ხატი მრავალი სასწაულით განდიდდა. 1654 წელს, როცა მოსკოვში შავი ჭირი მძვინვარებდა, აქ ქართული ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს, მისი ასლი მაშინვე დაიწერა და დიდმოწამე ნიკიტას ტაძარში დატოვეს. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მიისწრაფოდა წმიდა ხატის თაყვანისსაცემად. ჭეშმარიტი რწმენა დაამოწმა ჭირიანობის შეწყვეტამ. 1658 წელს მეფის ბრძანებითა და პატრიარქ ნიკონის კურთხევით ქართული სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული 22 აგვისტოს დადგინდა. 1698 წლის სიგელში ნათქვამია: “ქართული ხატის შემწეობით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უწინ და დღესაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს ყველას, ვინც მას სარწმუნოებით მიმართავს”.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქართულ ხატს ევედრებიან ჭირის, ჟამიანობის დროის, სიბრმავის და სიყრუის განსაკურნებლად

ტროპარი

იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

ლოცვა 1

მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩუენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩუენსა, ისმინე ვედრებაიცა ჩუენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაი მათი დაჰხსენ, ეგრევე, დედუფალო, საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩუენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნრნ და მაცხოვნენ ჩუენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღვთისა ჩუენისასა: ჰოი, ჰოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაი გუაქუს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროისად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

შენდა შევრდომილნი გიგალობთ შენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო: შეისმინე ვედრებაი ხმისა ჩემისა და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენ უღირსთაგან. შეიწირე, ყოვლადსახიერო უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი პატივს ვსცემთ ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა და სარწმუნოებით თაყუანისგცემთ შენ წინაშე სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა, მომძღვანებელნი აწ მხურვალისა ლოცვისა ჩუენისანი. აღამაღლენ ისინი წინაშე საყდრისა ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოწყალე იქმნას უსამართლობათა ჩუენთა ზედა, არამედ განამრავლნოს უხუებანი თვისნი. ვუწყით რამეთუ არა ვართ ღირს, ცოდუათა ამათ ჩუენთათვის, რაითა შეწყალებულ ვიქმნათ მის მიერ, უკეთუ არა შენ ევედრებოდე ჩუენთვის, დედუფალო: ყოველივე ძალგიძს თხოვად წინაშე მისსა, რამეთუ გაქუს კადნიერებაი დედობრივი, ამისთვისცა ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერსა მეოხისა ჩუენისა მომართ მოვილტვით, გულისმოდგინებითა მვედრებელისა. ევედრე, შენგან შობილსა მხოლოსა ძესა ღმრთისასა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა შინა განვტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულამდე ცხოურებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებლად ვიდოდეთ, და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩუენისანი ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსაობითა და კეთილსა ქრისტიანობითსა აღსასრულსა ღირს ვიქმდეთ და კეთილსა სიტყვისგებასა საშინელსა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა და ესევითარად მივსწვთეთ შეწევნითა შენისა საფარველისათა ცხოვრებასა საუკუნესა მეუფებასა შინა მამისა ნათლისასა, რომელსა თანა მხოლოდშობილითა ძითა მისთა და წმიდითა სულისა შუენის დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლია says:

    დედაო-გჰვტისჰობელო სჰენი წილხვედრია საქარტველო და გადმოხედე,ესე დზალიან რომ უწჰირს.რა ლამაზო ხატია მისი მადლი სჰეგვეწიოს ყველას.ამინ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი