მთავარი » ქრისტიანობა

“ღვთისმშობელმა უფალს ჩვენი ქვეყანა შეავედრა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.08.2011 3 კომენტარი | 1,525 ნახვა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმსახურება თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. მან სრულიად საქართველოს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. “ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მეოხი სრულიად სოფლისა წინაშე მამისა და ძისა და წმიდისა სულისა”-ისურვა უწმიდესმა.

სიონი

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

“დღეს ყოველადწმიდა ღვთისმშობლის გარდაცვალების, მიძინების დღეა. ჩვენ ვდღესასწაულობთ იმიტომ, რომ თქვენ იცით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არ დაგვშორდა ჩვენ. პირიქით, დაუხალოვდა უფრო მეტად ღმერთს და შეავედრა ჩვენი ქვეყანა. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ და გადააფაროს საქართველოს თავის მფარველი კალთა”, – ბრძანა ქადაგებისას ილია მორემ.

დღესვე, 28 აგვისტოს გახსნილდა მარიამობის მარხვა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.