მთავარი » ჯანმრთელობა

ღვიძლის ტრანსპლანტაცია საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.12.2012 35 კომენტარი | 10,259 ნახვა

“ღვიძლის დაავადებების გამომწვევი მიზეზი ერთი შეხედვით უწყინარი რამ – არასწორი დიეტა შეიძლება გახდეს…”

ღვიძლი ღვიძლის დაავადებები ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია იმ დაავადებათა შორის, რომლებიც ხშირად შეუქცევად სახეს ღებულობენ.

რა სიახლეებია ღვიძლის დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით და რა გეგმები არსებობს ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვისათვის საქართველოში? ამ თემის შესახებ “ამბიონს” კლინიკა “გლობალმედის” ექიმი ირინა აბრამიძე ესაუბრა:

გვესაუბრეთ ღვიძლის დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ…

ღვიძლის დაავადებების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ინფექციური (ჰეპატიტის ვირუსი), შაქრიანი დიაბეტი, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა. ღვიძლზე ნეგატიურად მოქმედებს აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მოხმარება, ან ტოქსინებთან სისტემატური კონტაქტი. არცთუ ისე მცირე როლს თამაშობს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობაც.

ხანდახან ღვიძლის დაავადებების გამომწვევი მიზეზი ერთი შეხედვით ძალზე უწყინარი რამ შეიძლება გახდეს, მაგალითად, არასწორი დიეტა. წონის სწრაფი დაკლებისას ღვიძლი რთავს დაცვით მექანიზმებს – ცხიმებსა და ნახშირწყლებს აგროვებს, რაც იწვევს მის გაცხიმოვნებას, შემდეგ კი – დაშლას.

რომელია ყველაზე გავრცელებული ღვიძლის დაავადებებს შორის და რა არის მისი გავრცელების მიზეზი?

ყველაზე გავრცელებული არის ჰეპატიტები. ყოველწლიურად მსოფლიოში 3-4 მლნ. ადამიანი ავადდება ამ სენით. დაავადება ვრცელდება ინფიცირებული სისხლის მოხვედრით ორგანიზმში, ამიტომ არ შეხვიდეთ კონტაქტში დასნებოვნებული ადამიანის ღია ჭრილობებთან, დამწვრობასა და სისხლთან, არ გამოიყენოთ ნარკოტიკები, იხმარეთ მხოლოდ პირადი საპარსი, კბილის ჯაგრისი, მანიკურის საშუალებები, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რადგან ღვიძლის დაბინძურება შლაკებით (მაგ. ალკოჰოლიზმისას) ერთ-ერთი პირველთაგანია ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზთა შორის.

ხშირად სწორი მკურნალობის გარეშე მიშვებული B და C ჰეპატიტი ხდება ციროზისა და კიბოს მიზეზი. ამ დაავადებისგან ყოველ წელს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი კვდება.

არსებობს თუ არა გარეგნული ნიშანი, რომელიც ღვიძლის პათოლოგიის ეჭვს ბადებს?

გარეგნული გამოვლინებებით ღვიძლის დაავადების დიაგნოსტიკა შეუძლებელია. ხშირ შემთხვევაში პათოლოგია აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად, ადამიანებიც ვერ გრძნობენ თავიანთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საშიშროებას.

რა სიახლე შეიძლება გამოვყოთ ღვიძლის დაავადებების მკურნალობის შესახებ?

უკანასკნელ ხანს განვითარებული მოლეკულური ბიოლოგიის, გენური ინჟინერიისა და ფარმაკოთერაპიის წყალობით ღვიძლის დაავადებების მკურნალობა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მაღალი სიზუსტით ჩატარებული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ დაავადების გამომწვევ მიზეზებს, ან გადავიყვანოთ ორგანიზმი მყარი და ხანგრძლივი რემისიის მდგომარეობაში.

რატომ არ ტარდება საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია და იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით შესაბამისი ბაზის მოძიება?

გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი ბაზა, აღჭურვილობა და კვალიფიკაციაარ იძლევა საშუალებას, ღვიძლის ტრსანსპლანტაციასაქართველოში არ ხორციელდება. თუმცა “გლობალმედი” აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენმა ცენტრმა მოიწვია იაპონელი და ინდოელი პროფესორები, რომელთა უშუალო მონაწილეობით საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია დაიწყება. გარდა ამისა, ჩვენ გავაგზავნეთ ქართველი სპეციალისტები თურქეთში უძლიერეს ტრანსპლანტოლოგთან გადანერგვისთვის საჭირო პროცედურებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გასაცნობად. ეს ყველაფერი მხოლოდ პირველი ეტაპია. ამასთანავე, “გლობალმედის” მიერ იგეგმება მრავალი სხვა პროცედურა, რათა ჩვენმა ქართველმა პაციენტებმაც შეძლონ ისეთივე მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება, როგორც ეს შეუძლიათ საზღვარგარეთის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეებს. შესაბამისი ბაზის მოძებნის შემდეგ, დაახლოებით 6-7 თვეში საქართველოშიც დაიწყება ღვიძლის გადანერგვის პროცედურების ჩატარება”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

35 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.