მთავარი » ქრისტიანობა

“ღმრთისმშობლის ხატთან აღვლენილი ყოველი ლოცვა ზეციურ მამასთან ადის”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.08.2018 | 966 ნახვა

ივერიის ღვთისმშობლის ხატი “ეკლესიის დიდი მამა, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „როცა შეჰყურებ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს, მთელი გულით მიისწრაფე მისკენ, რომელიც მეუფებს სასუფეველში, და ჰმადლობდე მას, რამეთუ მან შვა, ძუძუ აწოვა და აღზარდა სოფლის მაცხოვარი; რამეთუ არ დაგვტოვებს ჩვენს უხილავ ბრძოლაში თავისი მეოხებისა და შეწევნის გარეშე“. ღმრთისმშობლის ხატთან მორწმუნეთა მიერ აღვლენილი ყოველი ლოცვა ხომ ზეციურ მამასთან ადის, რომელსაც ძალუძს თავისი მადლით დაამსხვრიოს ეშმაკის ხელმწიფება და აღადგინოს სული დაცემის უფსკრულიდან – ოღონდაც მოუხმოს ამ სულმა მარადის ქალწულს, გულის სიღრმიდან შეჰღაღადოს თავის ჭეშმარიტ დედას. სოფლისათვის მიუწვდომელია ეს საიდუმლო: მთელს კაცორბიობას და ყოველ ადამიანს ჰყავს დედა, რომლის სიყვარულიც უკანასკნელი თავშესაფარი და გადარჩენის იმედია ღმრთის დაკარგულ და რწმენას მოწყვეტილ შვილთათვის… გვწამდეს ჩვენი დედისა, სახიერი მეკარისა, და ვსასოებდეთ, რომ იგი ჩვენს ყველა ცოდვას განწმენდს და შეგვეგებება მისი ძისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფევლის კართან. ამინ.”

“ივერიის ღმრთისმშობლის ხატი”, თბილისი, 1999 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი