მთავარი » კონკურსი

რუსუდან ბერიძე – “ჩემი სკოლა” – სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2015 | 1,426 ნახვა

ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა… ცა არი, მზე არი, აზრია, გულია…

ეს ჩემი რწმენაა, სინდის-ნამუსია,ჩემი ზნეობაა, ჩემი ღვთაებრივი არსის შემნახავი და გადამრჩენია…
ამიტომაც უნდა იყოს იგი სხვანაირი, რუსუდან ბერიძეუფრო უკეთესი ვიდრე არის. სრულქმნილი და ყოვლის მომცველი.

ჭეშმარიტად, ეს ასეა:

კაცობაც, ადამიანობაც, ოჯახიც, სახელმწიფოც, პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მინისტრიც, პედაგოგიც, ექიმიც, საერო თუ სასულიერო პირიც, დიდი და პატარა, კარგიც და ცუდიც, ყველა და ყველაფერი სკოლიდან მოდის.

მე ამაყი ვარ, დიდად ამაყი,რომ ჩემი სკოლა 100 წლისაა, ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მთელს რაიონში, მას თავისი დიდი და ლამაზი წარსული აქვს.

აქ სწავლობდნენ გამოჩენილი ადამიანები, დიდი საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ლექტორ-მასწავლებლები.

ამ სკოლის კურს დამთავრებულია აფხაზეთის ომში დაღუპული გმირი, მამაცი და გაბედული მფრინავი, წმინდა გიორგის ორდენოსანი ზებურ ბოლქვაძე.

საერთაშორისო მნიშვნელობის ფილოსოფოსი, ენათმცოდნე და ეთნოგრაფი ვახტანგ შამილაძე.
სამშობლოსათვის თავდადებული დიდი პატრიოტი 22 წლის ჭაბუკი რამაზ საფარიძე და სხვანი და სხვანი.
ძალიან მომწონს, რომ სკოლა არ ღალატობს თავის ტრადიციას და ყოველ წელს უწყობს შეხვედრას ღირსეულ ადამიანებს, ამ სკოლის კურსდამთავრებულებს.

ტრადიციადაა ქცეული გამოჩენილ პოეტებთან შეხვედრა, პოეზიის საღამოები, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, ვიქტორინები პატრიოტულ თემებზე, კონკურსები მხატვრულ კითხვაში. საუკეთესო ლექსის, ჩანახატის, მინიატურის, ესეს ავტორთა გამოვლინება და დაჯილდოება.

სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ და საუკეთესო შედეგებს აღწევენ რაიონულ და რესპუბლიკურ კონკურსებში, კონფერენციებში, ოლიმპიადებში ლიტერატურის, მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ხელოვნების და სხვა საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების განხრით. მომწონს მოსწავლეთა თვითმართველობის აქტიური მონაწილეობა სასკოლო და სკოლის გარეშე მუშაობაში.სკოლაში დიდი მოწონებით სარგებლობს, გასულ წელს სასკოლო პროექტებში გამარჯვებული თოჯინების თეატრი „მხიარული მატარებელი“(ხელ-ლი ხელოვნების მასწავლებელი ლ.ტაკიძე).

მომწონს ის, რომ ჩემი სკოლაც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ვასუფთავებთ სკოლის ცენტრს, მდინარეების სანაპიროებს. ვრგავთ ნერგებს. სამწუხაროდ, ამ ულამაზეს და უნივერსალურ სამყაროში ბევრი რამ არ მომწონს.

პირველ ყოვლისა, მოსწავლეთა ჩაცმულობა, ვისაც რა უნდა და ვისაც რა მოსწონს იმას იცვამს. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ზომა-წონა არ უნდა დავივიწყოთ! მასწავლებელს წართმეული აქვს ყველა უფლება, მათ შორის შენიშვნის უფლებაც კი. დემოკრატია აღვირახსნილობა არაა. შენ რაც გინდა და როგორც გინდა- ჩემთვის მიუღებელია.

ჩემს სათაყვანებელ მასწავლებლებს მთავრობისგან არ აქვთ არც ეკონომიკური, არც მატერიალური არც მორალური მხარდაჭერა, რაც ძალიან არ მომწონს.

მე თქვენ გეკითხებით: რატომ არ უხსნიან მასწავლებლებს ვარსკვლავს? განა ნაკლები დამსახურება აქვს მას ერისა და ქვეყნის წინაშე?!

პროგრამები ძალზედ გადატვირტულია და არასრულფასოვანი, მაღალ-ზნეობრივი იდეალების წარმოჩენა, მცირე საათების გამო, ამოუწურავი რჩება. ტექნიკური სიახლეების ზღვარგადასულმა მოხმარებამ დათრგუნა განსჯის, მეტყველების, კრიტიკული აზროვნების უნარი.

არ მომწონ, ძალიან არ მომწონს ის, რომ ჩემი სკოლის დღევანდელი თაობა „დათა თუთაშხიას“, „დიდოსტატის მარჯვენას“, „ნატვრის ხეს“ და სხვა შედევრებს კომპიუტერში კითხულობს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ აკნინებს ახალგაზრდებში წიგნით ტკბობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
იქნებ ღვთის რწმენაზე, ეკლესიის დიდაქტიკურ იდეებზე დაფუძნებულმა აღზრდის სისტემამ გაამართლოს. იქნებ ღვთისმეტყველების სწავლებამ აამაღლოს მოსწავლეთა სულიერების დონე.

წმინდა მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: მამანო და დედანო, მთავარნო და ქვეშევრდომნო, მოხუცნო, ჭაბუკნო და ქალწულნო, ყოველნაირი ასაკის კაცნო! გადაიტანეთ ყოველი ნაკლულოვნება,რომელიც ქონებასა და სხეულს შეეხება, მხოლოდ ერთს ნუ მოითმენ, იმას, რომ ნაკლულოვნება განიცადოს სწავლამ ღმერთზე.

უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი.

რუსუდან ბერიძე
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა
XII კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი