მთავარი » სხვადასხვა

რუსთველის კვალდაკვალ იერუსალიმის ქართულ ჯვრის მონასტერში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2013 2 კომენტარი | 5,356 ნახვა

ენათმეცნიერი, პოლიგლოტი, პალესტინა-ისრაელში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის გულმხურვალე მკვლევარი, თბილისში დაბადებული ქართველი ებრაელი იცხაკ დავიდი (ისაკ დავითაშვილი) 1972 წლიდან ისრაელში ცხოვრობს და ქართული კულტურისათვის უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.

იცხაკ დავიდს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის იერუსალიმში ქართული ჯვრის მონასტრის კომპლექსის შესწავლის საქმეში. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი 1975 წელს მან მოაწყო სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიაცია ამავე ტაძარში. იგი წერს:

“ამ დიდებულსა და ისტორიულ სავანეში, რომლის მოხილვა დათვალიერებასაც ყოველთვის ახლდა თან მღელვარება და გულის ფანცქალი, თითქოს საუკუნეების, ძველი ქართველების მარად დარჩენილი ღაღადისის თანაზიარი ხდები, როცა ამ კედლებს შეჰყურებ, ამ გუმბათს შესციცინებ, ამ არემარეთი ტკბები.

დრო გარბის, პალესტინა -ისრაელი მართალია არსებობს, მაგრამ აქაურ მონასტერ -ტაძრებსა და ეკლესიებში დიდი ხანია, სამწუხაროდ, აღარ ისმის ღვთისნიერ ქართველთა მიერ აღვლენილი ლიტანია. კვალი ნელ-ნელა იკარგება და ქრება, ჟამთა სიავე, ხანძრები, დარბევები.. ის, რაც ტიმოთე გაბაშვილმა ნახა, ალ. ცაგარელს აღარ უნახავს, ის რაც ცაგარელმა ნახა, შესძლოა, ჩვენ ვეღარ ვნახოთ. საჭიროა მოსწრება, გარდამავალის, მიმსრბოლის დაჭერა, დღეს შეიძლება რომელიღაც ქვის ნატეხი ნახო, რომელიმე ქართული ასოთი, ხვალ ამასაც ვეღარ ნახავ… გეთსიმანია, ბეთლემი, სინა, იერუსალიმი, ნაზარეთი…, სად არ აბგერებულა ქართული, სად არ მისჩერებია პალესტინის ცისფერ ზეცას ქართველის თვალი… ეჭვს გარეშეა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული სიძველეების მოვლასა და დაცვას საქართველოს ფარგლებს გარეთ, იქ სადაც ჟამთა უბედურობის გამო იკლო ქართულმა ღაღადისმა”.

იცხაკ დავიდმა ჯვრის მონასტრის კომპლექსის შესწავლისას და კერძოდ, ეკლესიის შიდა ინტერიერის დათვალიერებისას, გარკვეული არქეოლოგიური მოსაზრებების საფუძველზე, გამოთქვა ჰიპოთეზა ეკლესიის იატაკის ქვედა სამარხის ანუ ნეკროპოლისის შესახებ.

ისაკ დავითაშვილამდე არავის მიუქცევია ყურადღება იერუსლიმის ქართული ჯვრის მონასტერში საკურთხევლის მარცხენა ოთახისათვის, რომლის იატაკი მარმარილოს ფილებით იყო მოპირკეთებული და ჩასასვლეს უნდა ფარავდეს.

იცხაკ დავიდი: “ერთ-ერთი უკანასკნელი ექპედიციის დროს, ხსენებულ პატარა ოთახში მზერა მივაშტერე ორ საკმაოდ კარგად მოპირკეთებულ მარმარილოს ფილა ქვებს, რომლებიც იატაკს ფარავდნენ კედლიდან კედლამდე. მათზე კარადა იდგა საეკლესიო საგნებით. მარცხნივ, ფილასა და იატაკს შორის აშკარად ჩანდა შავი ხანი თუ სიცარიელე, რაც იმაზე მეტყველებდა, იცხაკ დავიდი რომ ფილები ფაქტობრივად დაბლა, იატაკის ქვეშ ჩასასვლელ კარს წარმოადგენდნენ, თვადაპირველი ვარაუდით, რასაც დადებითად ადასტურებდა მონასტერში ახლად მოსული არაბი ბერძენი ბერი ნარკისი, ქვემოთ სარდაფის თუ სამარხის მაგვარი ნაგებობა უნდა ყოფილიყო, რომლისკენაც კიბეების საშუალებით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ჩასვლა. თავში ელვისებურად მოვარდნენ აზრები რუსთველისა და ქართველ წარჩინებულთა (ასევე იღუმენ-გამგებელთა და ძმათა) საფლავების გარშემო, მითუმეტეს, მთელი მონასტრული ტერიტორიის დათვალიერებამ და გულმოდგინე შესწავლამ, რაიმე სამარხ-სამაროვანის, ან ნეკროპოლის აღმოჩენის მიზნით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამ შესწავლისკენ კი გვიბიძგა იმ აზრმა, რომ საუკუნეების განმავლობაში თავის გალავნებში ჩაკეტილი მონასტერი, ფაქტობრივად, ციხე-ქალაქს წარმოადგენდა თავისი მცხოვრებლებისათვის, ამდენად სათუო იყო იმ აზრის დაშვება, რომ მიცვალებულებს, მითუმეტეს, წარჩინებულთ, მონასტრის გალავნის იქით დაასაფლავებდნენ. ცხადი იყო, რომ სამაროვანი-ნეკროპოლი მონასტრის გალავნებს შიგნით უნდა გვეძებნა, მაგრამ სად?!.. არსებულ სპეციალურსა თუ ლიტერატურულ მეცნიერულ წყაროებში არსად არაა მინიშნება რაიმე სამარხზე, ან ნეკროპოლისზე მონასტრის მთელ ფართობზე. კითხვა ლოგიკურად იბადებოდა, სად მარხავდნენ ჯვრის მონასტრელნი თავის მიცვალებულთ? – პასუხი მრავალენოვან ლიტერატურასა და ნარატულ-ისტორიულ წყაროებში არ ჩანდა. საკვირველიც იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციებისა და ჩატარებული მუშაობისა, არსად არ ყოფილა მითითებული საკურთხევლის მარცხნივი ოთახის უკანა კედელთან თეთრი მარმარილოს ფილებიანი ჩასასვლელის არსებობისა”.

მკვლევარმა ამ მიგნების შემდეგ, აუცილებლობად ჩათვალა ჯვრის მონასტრის იატაკქვეშა სიცარიელის შესწავლა, მაგრამ ამაოდ..

იცხაკ დავიდი: “მიუხედავად მიღებული ზომებისა (არაერთი მიმართვა პატრიარქ ბენედიქტესადმი, მიტროპილიტ ვასილიოსისადმი, არქიტექტორ კაპაცცინისადმი და სხვ.) არ მოგვეცა შესაძებლობა ჩავსულიყავით და საფუძვლიანად შეგვესწავლა ეკლესიის იატაკქვეშა სიცარიელე”.

1975 წელს მესამე ცდაც უშედეგო აღმოჩნდა, მკვლევარი წერს: “ჩქარა ბერძნებმა, ქვემოთ ჩასასვლელი ფილები კარადითა და სხვა რიგი საგნებით დაფარეს”.

1976 წელს იცხაკ დავიდმა კვლავ სცადა ნებართვა აეღო, იერუსალიმის ჯვრის მონასტერიმონასტრის იატაკქვეშა სივრცის სანახავად.

თხოვნაზე მამა დანიელისაგან ასეთი პასუხი მიიღო.

იცხაკ დავიდი: „მამა დანიელი იყო გადამწყვეტი პირი ამ შემთხვევაში და მასზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

“მამა დანიელი: “მე პირადად ვარ ნამყოფი ქვემოთ და დათვალიერებული მაქვს ხსენებული ადგილი, როცა ზედა მოზაიკური ფენის გამაგრების მიზნით საჭირო გახდა ქვემოთ ჩასვლა”.

მე ვთხოვ მას დახლოებით მაინც მოხაზოს სქემატურად ქვედა განყოფილება. იგი იღებს ფურცელს, იწყებს ხაზვას, თან ახსნა-განმარტებსც იძლევა: “ზედა იატაკის მოზაიკურ ფენასა და ქვედა ტალღისებურ კლდოვან ზედაპირს (?!) შორის 60-90სმ. იქნება, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ სივრცის ამოვსება პატარა კენჭებითა და ქვებით, რათა ზედა მოზაიკური ფენა დაგვეცვა და გაგვემაგრებინა, ესაა და ეს, რაც არის იქ და ამდენად ახლა არცაა რაიმე აუცილებლობა და მიზანშეწონილება, ქვები ამოვიღოთ, ამოვანგრიოთ და ქვემოთ ჩავიდეთ…” – ამბობს მამა დანიელი.

აქ ჰქონდა ერთი ადგილი საინტერესო ეპიზოდს. თუ აქამდის ბერძენი სასულიერო მოღვაწენი კატეგორიულ უარს ამბობდნენ მარმარილოს ფილების ახდა-ახსნაზე, რომლებიც როგორც უკვე ზემოთ ვწერდით, ჩასასვლელ კარს წარმოადგენდნენ და ერთ-ერთი (სანამ კარადას მიადგამდნენ) ექსპედიციის დროს პატარაზე დარჩენილ ხანის საშუალებით, შესაძლებელი იყო ქვედა სიცარიელის (თუმც ბნელის) გარჩევა, ახლა სიამოვნებით დათანხმდნენ ხსენებული ორი მარმარილოს ფილის ახდას, რის გამოც გარკვეულად ეჭვიც დამებადა, ანდა ასეთი რა მოხდა, ახლა ამდენი ახსნა-განმარტებისა და საუბრის მერე ინებეს ამ ფილების ახდა-მეთქი… ყოველ შემთხვევაში გულის ფანცქალით მივაშურეთ ისევ ეკლესიას…… ნელა გადავდგით კარადა, ხატები, შანდლები, ადგილი მოვცალეთ, მუშებიც მოვიდნენ სპეციალური იარაღებით და ხელბერკეტებით და მუშაობას შევუდექით..

როგორც იყო ავწიეთ ფილები და ჩვენს თვალწინ ასეთი სურათი გადაიშალა: ძველი მოზაიკური ფენის ნაშთი ამოლესილი იყო ახალი სალესავი ფენით, ამოშენებულ-დაფარული იყო ქვემოთ ჩასასვლელი სივრცეც, ნალესს მოვუსვი ხელი და კარგად მოვსინჯე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერიეჭვი არ იყო, რომ დიდი ხნის გაკეთებული არ უნდა ყოფილიყო, დამახასიათებელი სისვლეც კი არ გასვლოდა ჯერ….

მიზანიც ნათელი იყო და შედეგიც, მეტი რაღა დაგვრჩენოდა, გადავიღეთ მოზაიკური ნაშთი, გარედან დავათვალიერეთ ქვის იატაკის ფენობრივი შემცველობა, საინტერესო იყო საკუთრივ მოზაიკური ფენების ქრონოლოგიური ურთიერთმიმართების დადგენაც. ეკლესიის იტაკსქვედა განყოფილებაში ჩასვლა და მისი გულდასმით შესწავლა მომავალ პოტენციალურ შესაძლებლობას მივანდეთ და ბერძნების კეთილმოსურნეობით დამოკიდებულებას ჩვენი საქმისადმი“.

ამ ექსპედიციიდან გარკვეული დროის შემდეგ, იცხაკ დავიდი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “ეს ჰიპოთეზა გარკვეულწილად დადასტურდა პარალელური ბერძნული გამოკვლევების შედეგებით. ვვარაუდობთ რუსთაველის საფლავის არსებობას იმ სვეტის გასწვრივ, რომელზეც შოთა რუსთაველის სურათია გამოხატული. ბერძენმა კოლეგებმა ჩვენი ყურადღება იმავე ნეკროპოლისში აღმოჩენილ ქალთა საფლავებზე გაამახვილეს. რა თქმა უნდა, დასაზუსტებელია და დასადგენია, თუ რომელ ქართველ წარჩინებულ ქალთა საფლავებია აქ…..”

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა

წყარო: “უცხოეთის ცის ქვეშ” – გურამ შარაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მარიამ–ხათუნა says:

    დიდი მადლობა ბატონ იცხაკ დავიდს, გაიხარეთ მრავალჟამიერ.
    ბერძნები, რომ არამართლმადიდებლურად იქცევიან ეს ფაქტია.
    “რომელსაც გიყუართ უფალი, მოიძულეთ ბოროტი” ალბათ არ არის მოძულებული, თორემ არ წაგვერთმეოდა და არ ამოგვექოლებოდა ჩვენი წმინდა სავანე, ჩვენი ჯვრის მონასტერი და არა მარტო…
    შევიყვაროთ უფალი და მადლიც მერე მოვა…ანუ გადვიბრუნდება მიწები…სავანეები…. სიყვარული… ურთიერთგაგება…ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა ….სიმშვიდე და მშვიდობა! უფალი მეფობს!

  • სად ინახება სამარხებში აღმოჩენილი ჩონჩხების დოქტორ ნიკუ ჰაასისეული ანალიზის მასალა? მოსაძიებელია, რადგან შეიძლება ამ მასალით დადგინდეს გარდაცვლილთა ეროვნული კუთვნილება

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი