მთავარი » ქრისტიანობა

რუმინეთში წმ. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეუერთდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2022 | 171 ნახვა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევითა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით (ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი), რუმინეთს ეწვია ჩვენი დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ხელმძღვანელობით. დელეგაციაში იყვნენ სოფ. უდეს (ანთიმოზ ივერიელის დაბადების ადგილის) მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლ ქურციძე და სხვა სასულიერო პირები; ასევე ახალციხის საბავშვო-ფოლკლორული ანსამბლი, „ირმისა“, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის, ბ-ნ ანტონ ობოლაშვილის თანადგომით გაემგზავრა.

27 სექტემბერს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს ქართველმა სასულიერო პირებმა მონაწილეობა მიიღეს საღვთო ლიტურგიაში, რომელიც რიმნიკუ-ვილჩას საკათედრო ტაძარში აღესრულა. მეუფე თეოდორემ შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა და ჩვენი ქვეყნები წმინდა ანთიმოზ ივერიელს შეავედრა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა შეასრულეს ქართული სიმღერები, ხოლო იმავე საღამოს, კონცერტი გამართეს.

საქართველოს დელეგაციამ მოინახულა კოზიასა და გოვორას მონასტრები, სადაც შემონახულია წმინდა ანთიმოზ ივერიელის პერიოდის ფრესკები.

ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს დელეგაცია ბუქარესტს ეწვია, მოინახულა ანთიმოზ ივერიელის მონასტერი, საპატრიარქოს საკათედრო ტაძარი და რადუ ვოდას მონასტერი, სადაც საბავშვო ანსამბლ „ირმისას“ წევრებმა შეასრულეს ქართული საგალობლები. ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა რუმინული აუდიტორიის წინაშე.

დელეგაცია რუმინეთიდან გაემგზავრა ბულგარეთში, სადაც მოილოცეს პეტრიწონის მონასტერი. ბულგარეთში სტუმრობა განხორციელდა ბულგარეთში საქართველოს საელჩოს (ელჩი თამუნა ლილუაშვილი) ხელშეწყობით.

დელეგაცია საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა.

წყარო: https://patriarchate.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი