მთავარი » ჯანმრთელობა

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება წურბელები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.05.2017 | 1,122 ნახვა

წურბელები წურბელებით მკურნალობა (ჰირუდოთერაპია) მედიცინაში ადრეული პერიოდიდან გამოიყენება და ძველი ბერძენი ექიმის ნიკანდრო კოლოფონელის სახელს უკავშირდება (200-130 წ.წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე). საქართველოშიც წურბელებით მკურნალობა უხსოვარი დროიდან არსებობდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წურბელებით მკურნალობა დავიწყებას მიეცა, 1990 წლებიდან კი მედიცინაში წურბელებით მკურნალობა ინტენსიურად გამოიყენება.

თუ რას ნიშნავს წურბელებით მკურნალობა? რომელ დაავადებებს კურნავს? რამდენი სეანსია საჭირო? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ამბიონი“ ესაუბრა სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ქალბატონ ირინა სულთანიშვილს.

რას ნიშნავს ჰირუდოთერაპია – წურბელებით მკურნალობა?

ჰირუდოთერაპია hirudo ლათინურად ნიშნავს წურბელას. წურბელებით მკურნალობა გულისხმობს წურბელის გამოყენებას, დასმას დაავადებიდან გამომდინარე განსაზღვრულ მერიდიანებზე. წურბელა არის ერთჯერადი გამოყენების ბიო შპრიცი რომელიც გამოყოფს უნიკალურ ფერმენტებს კონკრეტულად ჰირუდინს. წურბელის ნერწყვი არის ტკივილგამაყუჩებელი ანთებასაწინააღმდეგო და სისხლძარღვთა გააფართორბელი საშუალება ეს არის მცირე ჩამონათვალი.

რომელ დაავადებებს კურნავს?

– წურბელები კურნავენ მრავალ დაავადებას, მათ შორისაა:

ირინა • ჰიპერტონია
• გულის დაავადებები
• ბრონქების დაავადებები
• პანკრეატიტი
• ღვიძლის ციროზი
• ჰემაროი (ბუასილი)
• ღრძილების დაავადება
• ალერგია
• ვარიკოზი
• ტრომბოფლებიტი
• რადიკულიტი
• იშიაზი
• ოსტეოქონდროზი
• ართრიტი
• ართროზი
• გინეკოლოგიური დაავადებები
• პროსტატის ჯირკვლის დაავადება
• თვალის დაავადება (გლაუკომა)
• სახის გაახალგაზრდავების პროგრამაც
• წონაში დაკლება … ეს არის მცირე ჩამონათვალი.

რამდენი სეანსია საჭირო და შესაძლებელია თუ არა პაციენტის სრული განკურნება?

– ერთი კურის მოიცავს 7–12 პროცედურას. სასურველია 2–3 კურსის ჩატარება. კურსებს შორის 1.5–2 თვიანი შუალედით. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადებაზე, დაავადებების გვარობაზე. სრული განკურნება შესაძლებელია, მთავარია ზუსტად შესრულდეს სეანსები
ანუ სრული კურსი.

რამდენად ხშირია მომართვიანობა?

– ჩვენთან მომართვიანობა საკმაოდ ხშირია.

წურბელა ერთჯერადად გამოიყენება?

– დიახ, გამოყენების შემდეგ წურბელა ექვემდებარება განადგურებას ქლორომინში, რადგან არ მოხდეს მისი ხელმეორედ გამოყენება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.