რომელი სამი ძირითადი საკვები ნივთიერების ნაკლებობაა ბავშვებსა და მოზარდებში?

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ბავშვებში საკვები ნივთიერებების ნაკლებობის პრობლემაზე ისაუბრა:
„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ სამი ძირითადი საკვები ნივთიერების ნაკლებობა გამოიკვეთა ბავშვებსა და მოზარდებში, რაც განგაშის საფუძვლად მიიჩნიეს საერთაშორისო ექსპერტებმა. ეს არის ბავშვებში ცილის, კალციუმისა და რკინის ნაკლებობა.
თუ ჩვენ ერთმანეთს შევუხამებთ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ეს არის მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ჩვენ რეგულარულად ვერ ვაძლევთ ბავშვს ხორცს, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს რძის ნაწარმი და კვერცხი. პატარებს თუ არ აქვთ სათანადო შეფასება ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავტომატურად მარხვაზე ნუ გადავიყვანთ. ოჯახი რომ არის ვეგანურ ან ვეგეტარიანულ კვების მოდელზე, ნუ გადავიყვანთ ბავშვსაც ამ მოდელზე ავტომატურად.
„დღევანდელი კვლევებით დასტურდება, რომ რძის ნაწარმის მეშვეობით კალციუმის და ცილის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მაშინაც კი, როდესაც ხორცს ვზღუდავთ, ბოსტნეულის ფუძესთან ერთად ბავშვი კვერცხსა და რძის ნაწარმს აუცილებლად უნდა იღებდეს,“.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.