მთავარი » ქრისტიანობა

რომელ წმინდანებს ვევედროთ ბედნიერი ქორწინებისთვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.06.2010 16 კომენტარი | 33,798 ნახვა

ქორწინებათქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ” (დაბად. 2,18,22-24).

იესომ კი აი რა უთხრა ფარისეველთ: “არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც” (მათ. 19,4,5).

მას შემდეგ რაც ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინება დაწესდა, თითოეული ადამიანი მიისწრაფის, ოჯახის შექმნისას ცხოვრების ღირსეული თანამგზავრი შეარჩიოს და შექმნას მტკიცე, ჯანსაღი, კეთილზნეობრივი ოჯახი. “ამბიონი” ოჯახის შექმნისა და ქორწინების სიწმინდის მნიშვნელობის შესახებ წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარს, მამა მალხაზ ყიფიანს გაესაუბრა.

მამა მალხაზი: ღირსეული თანამგზავრის შერჩევისას პირველ რიგში, აუცილებელია, ადამიანში (საქმროში ან საცოლეში) სულიერი სათნოება და ზნეკეთილობა ვეძებოთ. წმ.იოანე ოქროპირს საკმაოდ სიღრმისეულად აქვს ჩამოყალიბებული ქორწინების საიდუმლოების დანიშნულება. იგი ღრმად ჩასწვდა ადამიანის გულს, კარგად შეისწავლა ადამიანის სულის სიღრმეში დაფარული შრეები და გამოამზეურა იმისათვის, რომ ყოველმა ადამიანმა იცოდეს ქორწინების მნიშვნელობა და ისიც, რომ ეს არის ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, ღვთით დადგენილი კანონი. ერთ-ერთ თავის ქადაგებაში წმ. იოანე ოქროპირი წერს, რომ “ვინც მდიდარ და ლამაზ ცოლს ირჩევს, ის უფრო ქალბატონს ირთავს, ვიდრე ცოლს, სილამაზე სხეულში როდია, არამედ სხეულის სილამაზე დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, განათლებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ჯობს დავქორწინდეთ ღარიბზე, მაგრამ ზნეკეთილ ქალზე, ვიდრე მდიდარზე და დიდი მოთხოვნილებების მქონეზე. ასევე საქმროს შერჩევისას წმ. იოანე ოქრიპირი გვმოძღვრავს, რომ მისი გარეგნული სილამაზე და სიმდიდრე კი არ უნდა მიიღოთ მხედველობაში, არამედ სულიერი ღირებულებები და უმთავრესად კეთილმორწმუნეობა. მშობლებს ურჩევს, რომ უფალს ევედრონ კეთილშობილ სასიძოსთვის, “ეძებე შენი ქალიშვილისთვის მეუღლე, ჭეშმარიტად დამცველი და მფარველი მისი, ეძებე არა ფული, სიმდიდრე, წინაპრები, გვარიშვილობა, ეს ყოველივე წარმავალია, არამედ ეძებე კეთილშობილება სულისა, კეთილგონიერება, მოკრძალება, ღვთისმოშიშება, რათა შენი ქალიშვილი ცხოვრობდეს ბედნიერად”.

რას ნიშნავს ქრისტიანული ქორწინება და რა არის ქორწინების მიზანი?

ქრისტიანული ქორწინება თავისი ჭეშმარიტი არსით წარმოადგენს ცოლისა და ქმრის არა მარტო გარეგნულ, ხორციელ შეერთებას, არამედ მათი სულების შინაგან გამთლიანებას, ურთიერთშეწევნას და სრულყოფილებისაკენ ლტოლვას. რაც შეეხება ქორწინების მიზანს, აქ წმინდა მამები გამოყოფენ ორ ძირითად პირობას, რის გამოც ქორწინება შედგება: პირველი ესაა ღვთივდადგენილი კანონი ადამიანთა მოდგმის გასაგრძელებლად და მეორე, ასევე განხურვების თავიდან ასაცილებლად, რასაც ადასტურებს წმ. წერილი: “სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს – თავისი ქმარი, რათა სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავლობისა გამო” (I კორ.7.5)

რას გულისხმობს სიყვარულის საიდუმლო?

მას შემდეგ რაც სასიძო კეთიგონივრულად შეარჩევს საცოლეს, ხოლო ქალიშვილი – საქმროს, აღსრულდება ღვთის ნება, შეიქმნება ოჯახი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს ქორწინებაში. შესაძლებელია ის სიყვარული, რომელსაც შეუღლებამდე გრძნობდნენ მოსიყვარულე წყვილი აღგზნებული და ვნებასაყოლილი აღმოჩნდეს, რადგან ფიზიკური სილამაზე ქმრისა ან ცოლისა შეიძლება სიამოვნებას განიჭებდეს ათი, ოცი ან ოცდაათი დღის მანძილზე, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს, თუ მეუღლეებმა ურთიერთსიყვარულის, ურთიერთნდობის და პატივისცემის გრძნობა წინა პლანზე არ წამოაყენეს. სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია, იქ სიმდიდრე, ბედნიერება და დოვლათია და პირიქით, თუ არ არსებობს სიყვარული არ არსებობს ურთიერთთანხმობა, ოჯახში კი უსიამოვნება და ქაოსი ისადგურებს.

რატომ არის დაოჯახება აუცილებელი ქრისტიანისთვის?

ჭეშმარიტი ქრისტიანის გულს განუწყვეტელი სიყვარულის გრძნობა თან სდევს. ამ სიყვარულის ძალით ადამიანმა შეიძლება გადადგას ნაბიჯი ან ოჯახის შექმნისაკენ, ან კიდევ მონასტრული ცხოვრებისაკენ, რაც სიყვარულის უმაღლესი სახე – ღმერთთან თანამყოფობასა და სიახლოვეში განიცდება, ასე რომ ყველასათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს დაოჯახება, ოჯახის შექმნა. ამის შესახებ წმ. წერილში ვკითხულობთ, რომ ყველას როდი ძალუძს ქორწინება: “უფალმა მოწაფეებს უთხრა: არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფეველის გულისათვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს” (მათ. 19, 12).

ქორწინებარამდენად ადვილია ცოლ-ქმრული უღლის ტარება და რა მოვალეობები უნდა ჰქონდეთ მეუღლეებს ერთმანეთის წინაშე?

ამქვეყნიურ მიწიერ ცხოვრებაში ოჯახურ სითბოსა და სიყვარულზე უფრო მეტი სიხარული არ არსებობს. ბედნიერი ოჯახი რომ გვქონდეს გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ მისი კეთილდღეობისთვის. ჩვეულებრივ ფიქრობენ ხოლმე რომ ოჯახური საზრუნავი ყველაზე მძიმე ტვირთია ცხოვრებაში, რაც მცდარი შეხედულებაა. ამგვარი აზრი ადამიანს ცხოვრებაზე არასწორი შეხედულებებისა და ჭეშმარიტი ღვთისმოშიშების დეფიციტის გამო უჩნდება. მართალია, ოჯახური ყოფა-ცხოვრება საზრუნავს ამრავლებს, მაგრამ ყოველივე ამას ოჯახისათვის ბედნიერება მოაქვს. ადამიანს, რომელსაც მიზნის მისაღწევად დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უხდება, უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას განიცდის, როდესაც ნატვრას აისრულებს. საკუთარი შრომისა და გარჯის ნაყოფი კი უტკბილესია. ისე არავინ უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და ისე არავის ახარებს ავადმყოფის გამოჯანმრთელება, როგორც იმას, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ავად და თავის თავზე უწვნევია ავადმყოფობის მთელი სიმძიმე. მცენარე, რომელიც ჩვენი ხელით დავრგეთ, მოვუარეთ, გავახარეთ, ხომ უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს თავისი სილამაზით, ვიდრე ის, რომელიც ჩვენ არ დაგვირგავს. ასეა ოჯახურ ყოფაშიც.

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებმა გააცნობიერონ, ქორწინების სიწმინდის დაცვის აუცილებლობა?

ქორწინების სიწმინდის დაცვა ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ცოლქმრულ ცხოვრებაში. ამის შესახებ საუბარია ძველ აღთქმაში. კერძოდ, მალაქია წინასწარმეტყველი წერს, “უფალი არ შეიწირავს თქვენს შესაწირავს. თქვენ ამბობთ რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო”. (მალაქ. 2,13-14) ასევე ცოლქმრული ერთგულების სიწმინდით დაცვაზე წმ. იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: “ცოლქმრული სიწმინდის დაცვა აუცილებელია, საწოლი უნდა იყოს უბიწო და შეუგინებელი, ქორწინებაც ხომ იმიტომ არის დაწესებული, რომ ვნებათაღელვა დააოკო და ზღვარს არ გადასცდე”, რამეთუ ღმერთი სიწმინდის და პატიოსნების დასაცავად კაცს ცოლს უბოძებს, ქალს კი ქმარს, რათა ხორციელი ლტოლვა დააცხრო.

რას ნიშნავს გარიგებით ქორწინება და რამდენად მიღებულია ქრისტიანულად ამ ფორმით ოჯახის შექმნა?

გარიგებით ქორწინების შესახებ ეკლესიას საწინააღმდეგო არაფერი გააჩნია, რასაც ასაბუთებს წმ. იოანე ოქროპირის წარმოთქმული სიტყვა ქრისტიანული ქორწინების შესახებ, სადაც ქორწინება სახელდებულია, როგორც დიდი საიდუმლო. “საიდუმლო ესე დიდ არს” – მითხარი რატომ არის ეს საიდუმლო დიდი? იმიტომ რომ ქალწული, რომელიც სულ სახლში ზის და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველი დღიდანვე ეჩვევა და უყვარდება ქმარი. ასევე ქმარსაც, რომელსაც აქამდე არ უნახავს და არც დალაპარაკებია თავის საცოლეს, ის ურჩევნია ყველას- მეგობრებს, ნათესავებს და თვით მშობლებსაც კი” – და ეს ახალი კავშირი უფლისაგან ნაკურთხია. ამ სწავლებაში გარიგებითი ქორწინებაც იგულისხმება. დღესდღეობით კი ცოლ-ქმრის ერთმანეთის უნახავად დაქორწინება აღარ ხდება.

ბოლო დროს შექმნილ ოჯახებში დიდი ასაკობრივი სხვაობაა, რატომ შემოვიდა ეს ტენდენცია და რამდენად გამართლებულია ეკლესიური თვალსაზრისით?

რა თქმა უნდა ცოლქმრულ ურთიერთობაში უნდა არსებობდეს გარკვეული ასაკობრივი ზღვარი, და თუ ვინმე უფროსი ასაკის ადამიანთან თანაცხოვრებას მატერიალური კეთილდღეობის გამო გადაწყვეტს, ასეთი ქორწინება დასაწყისშივე მცდარი და ანგარებითია. ცხადია, ასეთ შექმნილ ოჯახს მომავლის პერსპექტივა შეიძლება ითქვას, ნაკლებად გააჩნია ან შედეგი ამისა არის ცოლქმრული ღალატი, გაურკვევლობა და ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები, მუდმივი კინკლავი და კონფლიქტები, თუმცა ალბათ იარსებებს გამონაკლისი შემთხვევებიც.

არის შემთხვევები, როდესაც ცოლ-ქმარს შორის 10, 12, 14 წლის ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად მეუღლეები სიამტკბილობით ცხოვრობენ. მუდმივი გართობის ძიება (მაგ. უმცროსი ცოლის შემთხვევაში) კი ხშირად განაპირობებს ამ ადამიანთა განსხვავებულ შეხედულებებს და დაპირისპირებას, კონფლიქტს ოჯახში. თუ ქალს არ აქვს ისეთი გრძნობა ოჯახურ ყოფაში, რომ მამაკაცს დაემორჩილოს და თვითონ უნდა ყველაფრის გატანა, ეს იწვევს ამ ადამიანთა შეხედულებების განსხვავებულობას. ასე, რომ გარკვეული ასაკის განსაზღვრა ცოტა ძნელია.

რომელი ხატის წინაშე უნდა ილოცონ ბედნიერი ოჯახის შექმნის მსურველებმა და რა ლოცვები უნდა წაიკითხონ მათ?

რწმენითა და გულწრფელი სიყვარულით აღვლენილ ლოცვებს ოჯახური ბედნიერებისათვის ყოველი წმინდანი ისმენს, განსაკუთრებით კი წმინდა ნიკოლოზს ევედრებიან, როგორც მსწრაფლშემწესა და საკვირველთმოქმედს. ჭეშმარიტი, ქრისტიანული ოჯახის შექმნის მსურველებს ასევე შეუძლიათ წაიკითხონ დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ხატისათვის-დაუჭნობელი ყვავილი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

  • tamari says:

    თეონა, ძალიან საინტერესო და სწორად შერჩეული სტატიაა. წარმატებები…

  • მანანა says:

    არ ვარ გათხოვილი, არადა ძალიან მინდა მყავდეს მეუღლე, ოჯახი და შვილები…უფალს და გვთისმშობელს მხოლოდ ამას ვევედრები, თუმცა დღემდე დაუოჯახებელი ვარ, არც ასაკით ვარ პატარა-45. მონოზვნობისთვის სუსტი ვარ და ვერ შევძლებ. არასდროს გამოვკიდებივარ ფულს და სილამაზეს, მხოლოდ ადამიანის სული მაინტერესებს და რაც მთავარია გული უნდა მიმივიდეს, რატომ ხდება ასე რომ აქამდე არ მაქვს ოჯახი?

    • gocha says:

      ან მეუღლეობის ჯვარი ატარე ან მონოზვნობის რატომ გგონია კაცთან ცხოვრება ადვილი ვიდრე სიმსშვიდე ტაძარში?

      • ფიქრია says:

        მონაზონი უნდა იყოს ჩემი აზრით სამაგალითო ხალხისა და მოსაწონი ღვთისა,თუ სულიერად არ ხარ გაზრდილი,როგორ შეძლებ ადამიანი მონაზვნობას,მეშინია გაპიქრებაც,რომ ვერ შევზლო მერეეეე…….

      • piqria says:

        martalia,qali an ojaxshi unda iyos an monastershio,magraaaam……tuki mowodebit ar xar adamiani samonazvne ra ginda monastershi?ijde da iocnebooo?amas uplis nebac unda ertvodes shens nebastan ertad,saxumaro saqme araa uplis sasdzlod iwodebode,ase rom vinc ojaxs etrpis,rom sheqmnas,unda sheqmnas,tu ara da ershi aketos sulistvis sasiketo saqmeebi,ara saqme ar iizulebis gvtisgan,tu neba araa shenic

  • მარი says:

    თავიდან მეც არ მინდოდა ასაკით პატარა,4წლით უმცროსი მეუღლე მყოლიყო,ყოველთვის წინაარმდეგი ვიყავი,მაგრამ ცხოვრებაში არ უნდა ვთქვავთ არასდრო ან არაა……
    საბედნიეროდ ეხლა გვყავს 8თვის ქალიშვილი თამარი,ვართ როგორც სეფერის ქართულ ოჯახს,ჩემ მეუღლეს არასდროს ვაგრძნობინებ თუ ის უმცროსია,ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრზს.ჩემი აზრით მთავარია ოჯახი მართონ სწორად და იცოდნენ ერთმანეთის ფასიც დასიყვარულიც.ანგარებით კი ღმერთია მოწმე არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთის მიმართ.
    ყველა წმინდანმა და უფალმა დაგვლოცოს და გააძლიეროს ჩვენი ოჯახი.
    ამინ!

  • ზურაბ says:

    kvelaperi kargad gakvt shercheuli,garda qartvelta damgupveli senisa,rodesac sikvarulit shekmnil ojaxebshic da isedac abortis codva trialebs!!! me mgoni sanam amas ar agmovpkvrit araperi gveshveleba! gmertma daglocot !!!! amin!!!

  • FROM BRUSSELS says:

    ძალიან დიდი მადლობა,მშვენიერი სტატიისთვის!!!

  • ana says:

    arc ise didi var 25 clis,magram samcuxarod ver sevxvde adamians romelsac vendobi,seviyvareb da romelic semiyvarebs.ukve ramdeni celia mxolod amas vevedrebi gmerts rom momeces sasualeba bednieri ojaxi sevkmna.samcuxarod dges zalian cudi tendencia camovida…ar makvs cudi garegnoba miuxedavad amisa ver vityvi rom tayvanismcemlebi myavs “gogom unda iaktiuros”imistvis rom bichis yuradgeba miikcios yvelgan es cinadadeba mesmis da zalian mtrgunavs,imitom rom ar makvs amis gambedaoba da arc survili..xandaxan uimedoba mipyros da mgonia rom verasodes sevxvdebi girseul adamians..

    • დიმიტრი says:

      იმედს ნუ დაკარგავ დაო. მიენდე ღმერთს და აუცილებლად იპოვნი შენთვის საყვარელ ადამიანს. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს რწმენაში! მე რაღა უნდა ვთქვა მაშინ, უკვე 34 წლის ვარ და არ ვარ დაოჯახებული, თუმცა როდესაც ეკლესიაში მივედი რამოდენიმე წლის წინათ, ღმერთს მივანდე ჩემი ცხოვრება და გადავწყვიტე დაე იყოს ნება მისი ჩემზე და არა ნება ჩემი. გამხნევდი ჩემო დაიკო, რამეთუ: “დიდ არს ღმერთი და საკვირველ არიან საქმენი მისი!”

    • piqria says:

      ana arian kidev bijebis is kategoria,rom undat ojaxis sheqmna da ar arian iseti mjermetyvelni,rom moxiblon gogo,miipyron mati yuradgeba,yvela tetr cxenze amxedrebul princs elodeba,35wlis dzma myavs da isic mag dgeshia,jkviania,araa enawyliani,mshomeli da patiosani,mis shemtxvevashi an gogom unda iaqtiuros,an kidev vinmem rom sheqmnas ojaxi.asea,ase iyo da ase iqnebaaa…

  • tamuna says:

    ojaxze didi bedniereba martlac rom ar arsebobs da amaze didi tkivilic ar arsebobs shishi imis rom shens ojaxis cevrebs araperi sheemtxvas cudi .monazoni am shishisgan tavisupldeba romelsac shvilebi daa meugle ar kavs .da ragaca shemtxvevashi es ukve bednierebaa taviseburi .suli mtkiva rodesac chems meugles ragac acuxebs da shvilebs .umaduri adamiani ojaxis bednierebas ver acnobierebs .amitom unda vikot madlierebi da bednierebi

  • tamuna says:

    ojaxi kvelaze mtavaria amashi getanxmebit. me ki vpiqrob ojaxis dangrevaze((qmarma migalata asakian qaltan eg qali shvils uchens am kvelapris atana rtuli agmochdna cheemtvis arada qmari memudareba shevcdi marto shen mikvarxaro ra gavaketo agar vici(((26 clis asakshi galati naadrevi iko

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი