მთავარი » ჯანმრთელობა

რომელ საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ხილი და ბოსტნეული?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2017 | 2,239 ნახვა

ხილი

“ამბიონის” რეპორტიორი

ადამიანის ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვან, სასარგებლო და ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავამდიდროთ ყოველდღიური კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რათა უფრო მეტი მიკროელემენტი, მაკროელემენტი, ვიტამინები და მინერალები მივიღოთ. ისინი დაეხმარება ჩვენს ორგანიზმს ზრდა-განვითარებაში და ხელს შეუწყობს ბიოლოგიური პროცესების სწორად მიმდინარეობას.

აღმოჩნდა, რომ დღესდღეობით, ბაზარზე არსებულ ხილსა და ბოსტნეულს არა მხოლოდ სარგებლის, არამედ ზიანის მოტანაც კი შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის. ხილსა და ბოსტნეულში შხამ-ქიმიკატების მოხვედრა ძირითადად იმ ნიადაგიდან ხდება, რომელზეც ნაყოფი მწიფდება. ნიტრატები და სხვა მომწავლელი ნივთიერებები, რომელსაც ბოსტნეული და ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს იწვევს მთელ რიგ დარღვევებს ადამიანის ორგანიზმში. კერძოდ, კი შეიძლება გამოიწვიოს: აზოტოვანი ცვლის მოშლა, ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, ცილოვანი ცვლის მოშლა, ასევე აქვს კანცეროგენული მოქმედებაც, აზიანების ბავშვებში ენდოკრინულ სისტემას, რომელიც შემდგომში მთელ რიგ დარღვევებს იწვევს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ნიტრატები გვხვდება საზამთროში რომელიც დასაშვებ ნორმას თითქმის 4-ჯერ აღემატება. ასევე ნიტრატებით მდიდარია მწვანილი, ჭარხალი, ისპანახი, მწვანე სალათის ფოთოლი.

ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენს შვილებს ვაძალებთ მიირთვან ხილი, რომელიც ხშირად ჩვენთვის უცნობი მომწავლელი ნივთიერების შემცველია. შეუიარაღებელი თვალისთვის კი ამის გარკვევა რთული და ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი არის. არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც დაგვეხმარება ნიტრატების მოშორებაში და ჩვენც შედარებით უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს ხილისა და ბოსტნეულის საკვებად გამოყენებისას:

მწვანილიდან და სხვა ფოთლოვანი კულტურიდან შეგვიძლია ნიტრატები მარტივად მოვაშოროთ, ამისთვის კი საჭიროა, ისინი კარგად გაირეცხოს და გავაჩეროთ წყალში 20 წუთის განმავლობაში;

კომბოსტო დავჭრათ ნაწილებად და მოვათავსოთ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში;

კარტოფილი და სტაფილო უნდა დამუშავდეს და მოშორდეს გაფუჭებული ან მწვანე ნაწილი, შემდეგ კი გავაჩეროთ წყალში.

ნიტრატების არსბეობა პროდუქტში არ გამოირიცხება თუ საკვებს მოვამზადებთ ორთქლზე, შევწვავთ, ან უბრალოდ მოვთუშავთ, უფრო ეფექტური მეთოდი რომელიც ნიტრატების გაქრობაში დაგვეხმარება ბოსტნეულის მოხარშვაა.

რაც შეეხება ხილის დამუშავებას, ნიტრატების მოსაშორებლად მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაირეცხოს წყლით და შემდეგ 2%-იან მარილიან წყალში 30 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ.

სასურველია, ხილი რომლის კანის მოცილება შესაძლებელია საკვებად გამოყენებამდე, გავთალოთ და ისე მივირთვათ, რადგან თავი ავარიდოთ ნიტრატების, შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების მოხვედრას ჩვენს ორგანიზმში.

სალომე ბლიაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი