მთავარი » ქრისტიანობა

ღვთის სწავლების საპირისპირო მუსიკის მოსმენა დაუშვებელია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.06.2010 29 კომენტარი | 11,903 ნახვა

როკ მუსიკაროკი ყოველთვის იყო და დღემდე მიჩნეულია სმენად და გემოვნებიან მუსიკალურ მიმდინარეობად. მას გააჩნია უამრავი მიმართულება და განშტოება. როკ მუსიკაზე აღიზარდა მრავალი თაობა და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელობაც არ დაუკარგავს. დღესდღეობით წინა წლებთან შედარებით როკის მიმდევართა რაოდენობამ იმატა კიდეც. თუმცა, თინეიჯერთა უმრავლესობა ვერ წვდება როკის იდეოლოგიას და მუსიკას მხოლოდ იმიტომ უსმენს რომ მოსწონს თუნდაც ელექტრონული გიტარის ჟღერადობა, ან უბრალოდ მელოდია “ამბიონი დაინტერესდა რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს როკი ქართველი თინეიჯერების ცხოვრებაში და როკ მუსიკის ერთ-ერთ აქტიურ მსმენელს და მიმდევარს, 19 წლის გიორგი ხმალაძეს, მეტსახელად “ბაჯბას” ესაუბრა.

გიორგი ხმალაძე (როკ მუსიკის მსმენელი და მიმდევარი): როკი ფართო ცნებაა. არსებობს კლასიკური როკი, მძიმე როკი, პანკ-როკი, ალტერნატიული როკი. ჰევი მეტალს, პანკ-როკს თავისი განშტოებები აქვთ, ასე რომ როკი არ არის უბრალოდ იოლი მუსიკალური მიმდინარეობა, მას ძალიან დიდი სამყარო აქვს. რაც ესმის უამრავ ვითომ როკის მსმენელს და მას აერთიანებენ ერთ სიტყვაში “როკი”. კლასიკურ როკს ბავშვობიდან აქტიურად ვუსმენ, ჩემი ოჯახის წევრებიც ყოველთვის როკს უსმენდნენ, მეც მათგან მომსდევს როკ მუსიკის სიყვარული. პატარა რომ ვიყავი უფრო “ცანცარულ” როკს ვუსმნედი “ნირვანას”, “მეტალიკას”, ახლა უფრო დავსერიოზულდი და გადავედი “ლედ ზეპელინზე”, “ფინქ ფლოიდზე”. ჩემის აზრით მთავარია გაიგო რამე, მუსიკიდან რაღაცას უნდა იღებდე კარგს, შეიძლება უსმენდე “რეპს” მაგრამ იქიდან სწავლობდე მნიშვნელოვანს ჩემთვის, მთავარი არაა მელოდია, თუმცა ესეც აუცილებელია.

თინეიჯერების უმრავლესობა უსმენს როკს, მაგრამ არ ესმით მისი მნიშვნელობა და საერთოდ როკის არსი, ზოგს მოსწონს ელექტრონული გიტარა და ამის გამო ამბობს, რომ ის არის როკის მიმდევარი…

მე მომწონს მაიკლ ჯექსონის რამდენიმე სიმღერა, მაგრამ იქიდან მხოლოდ მელოდიას ვიგებ და არა შინაარსს, ასეა თინეიჯერების უმრავლესობაც, მათ ესმით მხოლოდ მუსიკა, მაგრამ ვერ წვდებიან როკის არსს. მათ ამაში ვერ გაამტყუნებ, რადგან ყველას ვერ გააგებინებ რა არის როკი. როცა მუსიკას უსმენ და გინდა ის მართლა მოგეწონოს უნდა იცოდე მისი შინაარსი. დღესდღეობით, რომ უთხრა რომელიმე ისეთ მსმენელს რომელსაც მხოლოდ მუსიკა მოსწონს როკის, რომ მას არ ესმის როკი, გიპასუხებს რომ მას არ მოსწონს მხოლოდ მუსიკა, გეტყვის რომ მე იდეა ვიცი და ამიტომ ვუსმენ როკ მუსიკასო.

რა აზრის ხარ “ჰარდ როკზე” სადაც ტექსტების უმრავლესობაში ადიდებენ მასონებს?

ეგ ჰევი მეტალზეც არის, ამ დროს რა ხდება იცი? ჯგუფი “ბიტლზი” მიმართავდა ბექ მასკინგს, ანუ მუსიკას თუ უკუღმა დაატრიალებ გამოდის რაღაც დემონოლოგიური ტექსტი, ზოგი სატანას ადიდებს, ეს ყველაფერი კომერციაზე ძალიან მაგრად მოქმედებს. რადგან აქ არის მასონის ძალა, რაც სამწუხაროდ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ძლიერია. როდესაც უსმენ შენ რაღაც მუსიკას წაღმა, არ იცი რა ადევს მას უკუღმა და ეს ბექ მასკინგი მოქმედებს იმდენად, რომ ადამიანს სულ უნდება რომ უსმინოს ამ მუსიკას და ვერ ცილდება მას.

თითქმის ყველა როკ-ჯგუფის სიმღერებს ადევს ბექ მასკინგი. ეს ყველაფერი მოდის ბიტლზებიდან, თავიდან არ მეჯერა როგორც უმრავლესობას არ სჯერა ახლაც ამის შესახებ, მაგრამ მერე მე თავად გავაკეთე ბექ მასკინგი, ბიტლზის ერთ სიმღერაზე, “ნამბა ნაინ” და ტექტი გაიშიფრა რომ ჯონ ლენონი ამბობს “თერნ მი ონ დედ მენ” (წამიყვანე მკვდარო კაცო). ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და მხოლოდ პოტენციაზე მოქმედებს დადებითად.

შენ ეს ყველაფერი იცი და მაინც უსმენ იგივე სიმღერას?

ეგ ჩვეულებრივი ამბავია, მაშინ უნდა უარყო ადამიანმა ყველაფერი და არაფერს არ უნდა მოუსმინო, მაგრამ მე არ შემიძლია მუსიკის გარეშე. აქ მარტო როკზე არ არის საუბარი, რადგან ემინემს ადევს ბექ მასკინგი და ნებისმიერ სხვა მომღერალს, ეს მხოლოდ და მხოლოდ კომერციისთვის გამოიყენება. ზოგ სიმღერას არ უნდა ბექ მასკინგი, რადგან პირდაპირ ტექსტში ლოცულობს და ადიდებს ლუციფერს. თავიდან, როდესაც დავრწმუნდი ბექ მასკინგის არსებობაში, იმდენად შემეშინდა რომ “ლედ ზეპელინზე” ვთქვი უარი, არადა ამ ჯგუფზე ამომდის მზე და მთვარე. მერე დავფიქრდი და რომ არ მოვუსმენდი “ლედ ზეპელინს”, “პინკ ფლოიდს”, “ბიტლზს” ვთქვი რომ ასე არ შეიძლება, მე ამ მუსიკის მომსმენით არ ვადიდებ მასონს, ვარ ჩვეულებრივი ქრისტიანი, დავდივარ ეკლესიაში და მწამს ღმერთის, მარხვას არ ვიცავ მაგრამ ვცხოვრობ ჩვეულებრივად.

რა აზრის ხარ, როდესაც ამბობენ რომ “მე ვარ როკერი”

ეგ არის სისულელე, არ შეიძლება იყო როკერი, როდესაც უსმენ როკს, როკერები არიან ვინც ქმნის, ვინც უკრავს ზოგადად როკს და არა ის ვინც უსმენს მას, ხშირად გამიგია ბავშვებისგან რომ არიან როკერები, ეს სასაცილოა, მათ არც ესმით ვინ არიან როკერები. სისულელეა როგორ შეიძლება პეიჯის მერე, რომ ვთქვა როკერი ვარო, მე ვარ როკის მსმენელი და ამ მუსიკის მიმდევარი.

რით განსხვავდები სხვებისგან?

ერთხელ მამაჩემმა თავის სამსახურში წამიყვანა, რომ მივედით ყველას შარვალ-კოსტუმი ეცვა, მხოლოდ მამა იყო ჯინსებში და ლურჯ თავისუფალ მაისურში, არასოდეს არ ჩავმჯდარვარ ჩარჩოებში, დავდივარ ისე როგორც მსურს, ჯაჭვებიც მკეთებია, ახლა პაჟები მაქვს ჩამოკიდული შარვალზე, უბრალოდ ვერ ვიტან ყველას ერთნაირი შეხედულება რომ აქვს. თუმცა მცმია შარვალ-კოსტიუმი და სიამოვნებითაც ჩავიცმევ კიდეც როდესაც საჭირო იქნება დიდი სიამოვნებით. ხალხის აზრი ჩემთვის არ არის დიდად მნიშვნელოვანი.

თუ რას ფიქრობს ეკლესია როკ მუსიკის შესახებ, “ამბიონი” ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, მამა გიორგი დარჯანიას გაესაუბრა.

მამა გიორგი: “ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიას, გმობს ღვთისმსახურებასა თუ უშუალოდ ღმერთს, ეკლესიის მიერ დაგმობილია.

ადრე იყო და შეიძლება ახლაც აღსარების ჩამონათვალში ვნახოთ მსახიობობა, თეატრში წასვლა, ცეკვა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცოდვა, თუ ის ხდება ეკლესიის საწინააღმდგეოდ. ანუ არასასურველ წარმოდგენებში თანამონაწილეობა არაა გამართლებული. როდესაც ვუსმენთ უცხოურ მუსიკას, არ გვესმის აქ წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობა, მისი შინაარსი და ამ დროს სიმღერა სატანაზეა და უპირისპირდება ეკლესიას, ღმერთს, მისი მოსმენა რა თქმა უნდა დაუშვებელია.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მუსიკა მოისმინოს გარკვეულ ფარგლებში, ოღონდ არა ღვთის წინააღმდეგ მიმართული. რადგან ის მოქმედებს ადამიანზე და აგრესიულს ხდის მას. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მიდის ეშმაკისკენ რამდენად დამთრგუნველია და გამანადგურებელია ეს მისთვის. მეტალიკის მოსმენით შეიძლება კედელზე გახვიდე, კედელს გაყვე და აივანზე გადავარდე. ანუ იმდენად ითიშება ადამიანი, რომ შეიძლება ვერც გრძნობდეს ზემოქმედებას, რადგან ის ამ დროს ეკლესიიდან გარეთ და ეშმაკის ბრჭყალებში იმყოფება. გარკვეული დროის შემდეგ როდესაც ის, მისთვის მტანჯველ მორევში აღმოჩნდება, ნელ-ნელა შეიძლება მიხვდეს, რა შედეგი მოუტანა კონკრეტული მუსიკის მოსმენამ. მის აკრძალვას კი აზრი არა აქვს. ადამიანს შეიძლება ნებისმიერი რამ აუკრძალო, მაგრამ რაც სურს, მაინც იმას გააკეთებს.

მიმბაძველობა კი რაც მოზარდებში იკვეთება, უცხოთიდან, იგივე უცხოური ფილმებიდან მომდინარეობს. ასეთი ადამიანები ნაკლებად ეკლესიურები არიან. მორწმუნე ადამიანის შვილები კი ნაკლებად არიან ამ მიმართულებით დაინტერესებულნი. მას ეცოდინება ფარგლები და არ მისდევს, არ გაყვება, არ იმღერებს, არ მოუსმენს, როკს, რომელიც იცის, უშუალოდ ღვთის მგმობელია.

ადამიანმა, თუ იცის რომ სიმღერა, ცეკვა არ ეწიინააღმდეგება ღვთის სწავლებას და ეკლესიას, ამასთან, თუ ის მასონი არ იქნება და გატაცებული იქნება დაკვრით ან სიმღერის ნიჭი გააჩნია, მაგრამ არა მასონური და ეშმაკის მსახურებაში თანამონაწილეც არ იქნება, ამ შემთხვევაში მისი მოსმენა დასაშვებია.

თუმცა, უცხოური მუსიკის სწავლას, ჯობს ქართველმა ადამიანმა ისწავლოს ქართული გალობა, ამასთან არის უამრავი ქართული სიმღერა, რომელიც ადამიანის სულისთვის დამამშვიდებელია”.

თეონა ნოზაძე
ნათია გვირჯიშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

29 კომენტარი »

  • ნაtია says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა, დიდი მადლობა.. მე პირადად როკის მსმენელი არ ვარ და საერთოდ არც რომელიმე მიმდინარეობის, მუსიკას განწყობის მიხედვით ვუსმენ. ძოგჯერ როკსაც, და ნამდვილად ენერგიული და აგრესიული ვხდები ხოლმე, თანაც დიდი ხნით ვერ ვმშვიდდები და ინსტინქტურად ვმოქმედებ..ახლა ვცდილობ ისეთ მუსიკას არ მოვუსმინო რაც აგრესიას გამოიწვევს ჩემში.

  • ნინო says:

    მე პირადად როკის საკმაოდ ხშირი მსმენელი ვიყავი და ნამდვილად ვიცი ეგ მუსიკა რასაც აკეთებს. გიორგის დამოკიდებულებაც ჩემთვის გასაგებია. მქონდა პერიოდი როდესაც როკის გარდა ვერაფერს ვერ ვისმენდი. ახლა რომ ვიხსენებ ვხვდები, რომ მაგ მუსიკამ დამიმონა. უბრალო მსმენელიდან დამოკიდებულად გადავიქეცი ბოლოს გამომფიტა და მარტო მაშინ მივხვდი რაც მოხდა. ახლა ვერ ხვდებიან რას აკეთებენ მაგრამ დრო მოვა და მიხვდებიან. როკ მუსიკის მოსმენა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის და იმედი მაქვს მალე მოეგებიან გონს

  • ლუკა says:

    … როდესაც უფალი მოინათლა იოანე ნათლისმცემელის მიერ სულმა წაიყვანა იესო ეშმაკისაგან გამოსაცდელად. ერთი-ერთი გამოცდა ასეთი იყო : “ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას:’ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.’ მაშინ იესომ უთხრა: ‘განვედ სატანავ, ვინაიდან დაწერილია:უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’ მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და, აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურენ მას.”

    ჩემი აზრით რომ არა ბექ მასკინგი და რომ არა მათი მხრიად ეშმაკის ტაყვანისცემა არც ბიტილზი იქნებოდა და არც ლედზეპელინი და ასე შემდეგ.

  • ლევანმიქელაძე says:

    ხალხში ზოგადად გავრცელებულია აზრი რომ როკ მუსიკა მზვნეზეგავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე.რაც ჩემი აზრით ცოტა არ იყოს ზედაპირული და მუსიკისგან შორს მდგომი ადამიანის აზრს გავს რადგანზემოთაც ითქვა, რომ როკ მუსიკა კიდევ მრავალ ქვე ჟანრად იყოფა და ეგრე პირდაპირ ეშმაკის მუსიკად მონათვლა ჩემი აზრით როგორც მინიმუმ უგუნურებაა. ვინაიდან არის რათქმაუნდა ისეთი ჯგუფები რომლებიც საკმაოდ აგრესიულ ტექსტებზე წერენ თავიანთ სიმღერას მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ზოგადად მუსიკოსებისა. (რომლებიც ისევე გაქრებიან როგორც გაჩნდნენ) და ამ მუსიკოსების და გამო რომელთაც როკ მუსიკის გავლენით შექმნეს თავისი მუსიკალური სტილი, სხვა ბევრად უფრო მაღალი დონის როკ ჯგუფები რომელთა იდეოლოგია ჰუმანიზმი და ადამიანია ხვდებიან იმავე თარგის ქვეშ რა თარგის ქვეშაც ზემოთ ხსენებული მუსიკოსები რაც დამეთანხმებით დანაშაულის ტოლფასია.
    იმიტომ რომ ჭეშმარიტი როოკ მუსიკის იდეოლოგია ემყარება სიმართლეს და ისეთივე პროფესული მუსიკაა როგორც სხვა მრავალი.

  • ლევანი says:

    მე როკს ვუსმენ მაგრამ ისეთს არა რომელიც სატანისტურია.არიან ისეთი როკ-ჯგუფები რომლებიც სატანისტები არიან მაგრამ უმეტესობა არ არის ეგეთი.ბექმასქინგის არ მჯერა იმიტომ რომ ჩემი აზრით დამთხვევაა.მუსიკის ტექსტებში რომ ეშმაკი ახსენონ ეგ მანდამაინც იმას ხომ არ ნისჰნავს რომ ეშმაკის მიმდევრები არიან და აგრესიული რახან არის მუსიკა არ შეიძლება რომ იმას ეგრევე სატანისტური დაუძახო.როკს რო ისე გადაყვე რომ ვეღარ მოწყდე ეგ მხოლოდ როკზე არ უნდა ითქვას რადგან ნებისმიერმა სხვა რაღავამ შეიძლება გაგიტაცოს და მთავარია კულტად არ გაიხადო ის რაღაცა გინდა როკი იყოს და გინდა სხვა.

  • elisabedi says:

    მუსიკა-რომელიც გაღიზიანებს და აგრესიულს გხდის,ის რა თქმა უნდა კეთილისგან არ მოდის და ძნელი მისახვედრი არ არის საით წაგვიყვანს.

  • სალომე says:

    gaixaret. madloba statiistvis. iyo periodi chems cxovrebashi,rodesac gatacebuli vyavdi roks, magram am jamad ar mizidavs saertod, imis shemdeg rac eklesiuri cxovreba daviwye. madloba upals.

  • ნინო says:

    21-ე საუკუნეში არა მხოლოდ როკი არამედ მუსიკის სხვა მიმდევრობებბიც ემსახურება ეშმაკს Beyonce-ს lady gaga-ს და ა.შ სიმღერების ამოტრიალებულ ვარიანტში ხშირად შეხვდებით სატანის სადიდებელ სიტყვას… მე პირადად როკის აქტიური მსმენელი ვარ და მსგავსი სტატიებით კიდევ უფრო მიყვარდება ეს მუსიკა… როკი ჩემს გულშია და ასე მგონია მისი უარყოფით ცხოვრებას ვუარყოფ

    • elene says:

      mec zustad egre vtvli, mec rok musikis mimdevari var da aq arafer shuashi araa satana…. es ubralod damtxvevaa romelic sheidzleba qartul enas ara magram inglisurs axasiatebdes…

      • mari says:

        martlebi xar roki rom ara gavafrendi martla da dgevandel pop musikashi sxvatashoris uaresi teqstebia naxet pink floydi sled zeppelinis teqstebi saidanac uamrav rames iswavli. da vinc ambobs rom rok musika satanisturiao saertod ar mousmeniat namdvil roks bevri nacnobia romelic am musikis azrze araa ertxelac ar mousmenia da daiwyeben eklesia krdzalavs da ragac da vinc am musikas usmenda da imis gagebis da gamo rom eklesia krdzalavs xalxi ambobs rom cudia da shewyvitaven vfiqroob rom arasdros mousmenia da azric ver gaugiat

  • კონსტანტინე კუტალია says:

    მე ვუსმენ Suicidal Black Metal-ს. რატომღაც ბევრი ვერ ხვდება რა არის ნამდვილი როკი, ნამდვილი მუსიკა, ნამდვილი სულისკვეთება და მძიმე როკ-მუსიკას სატანისტურად მონათლავენ, რაც ძალიან არ მსიამოვნებს. პირადად ჩემთვის მძიმე მეტალი ჩემი ცხოვრებაა და მისი მოსმენისას თავისუფლება იგრძნობა, რომლის მოტანა არ შეუძლია არც ერთ “პაპსა” ანუ უგემოვნო მუსიკას!

  • სოფო says:

    მე პირადად ბიტლზებს დიდი სიამოვნებით ვუსმენ და ამ ინფორმაციამ შოკში ჩამაგდო :((((((((

  • გიორგი says:

    აგერ იმ პოპულარული სიმღერების გრძელი სიაც რომლებიც ზემოთნახსენები “ბექმასქინგით” არიან “დამშვენებული” : http://jeffmilner.com/wikiback/index.php/List_of_songs_with_backmasking

  • dato says:

    absoliturad getanxmebit rom roks aqvs satanuri fesvebi da igi adamians agresiuls xdis. zogadad xmamagali musika angrevs shinagan samyaros, magram ar sheidzleba yvelafris ganzogadeba. roki mraval ganshtoebad da sub-ganshtoebebad iyofa !!! rokia orive magalitad coldplay-c da deicide-c, magram gansxvaveba arsebobs am or bands shoris, deicide satanuria, coldplay ki ara !!! me piradad vusmen iset bandebs rogoricaa radiohead, muse, aerosmith, bon jovi, coldplay, linkin park, guns n’ roses, u2, red hot chilli peppers da ase shemdeg da namdvilad ar mxdis mati musika agresiuls, xolo sakmarisia ramodenime wamic ki metals mousmino rom, dzalian cud xasiatze mayenebs da chemshi ertgvar shishsac iwvevs !!! me romeli bandebic davasaxele isini 100%-it vici rom ar aris satanuri da chemze uaryofit gavlenasac ar axdens !!! dzalian saintereso statia iyo, didi madloba rom ase zrunavt xalxisatvis !!!

  • dato says:

    ვუსმენ რეპსაც, როკსაც და პოპსაც, გააჩნია რა ხასიათზე ვარ. არამარტო როკი პოპიც კი შეიძლება იყოს სატანური. გსმენიათ რამე ილუმინატების (ანუ მასონების) შესახებ ??? ეს ადამიანები მთლიანად მართავენ მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიას !!! ნახეთ იუთუბზე და თავად დარწმუნდებით, ასე რომ გასაგებია რომ როკი სატანურია, მაგრამ არა მარტო როკი !!! გააჩნია შემსრულებელს, კრის მარტინს და თომ იორკეს ნამდვილად ვერ შევადარებ მერლინ მენსონს !!!

  • ვეფხვი says:

    რაღაც ამბავში ბერული (ეკლესიური) ხომ გავს ქურდულს? ქურდის განკითხვა არ შეიძლება – ბოზობაა! ასევე როგორც სასულიერო პირის განკითხვა უსაშინლესი ცოდვაა… მიუხედავად იმისა თუ რაც არ უნდა მიქარვები (გრეხები, ცოდვები) და ,,კანონებიდან” გადახვევები ჩაიდინონ ამ თავისი ვიწრო გაგების საზოგადოებრივმა ავტორიტეტებმა (ქურდებმა, მღვდლებმა)! … ანუ იმ კლანებში რომლებსაც თავები ელიტურ საზოგადოებად მიაჩნიათ ყველგან ეგ პრინციპი მოქმედებს – ავტორიტეტი იდეალურია, მას არაფერი ეშლება და მისი გაკრიტიკება-დასჯა დაუშვებელია, უსაშინლეს ,,ცოდვად” ითვლება!
    არა და ეს ორივე (ეკლესიური, ქურდული) მიმდინარეობა იმას ამტკიცებს რომ არა ჩემი ცხოვრების წესია მართებული და მისაბაძი… და არა ჩემიო… სხვა ,,გაგებას” და ცხოვრების წესს თავი გაანებე და ჩემი ცხოვრების წესს მისდიეთოო… ერთადერთი ჭეშმარიტი და სწორი ცხოვრების გზა და წესი ეს ჩემი წესებით ცხოვრების გზააოოო… იმასაც კი ბედავენ დაგვიდგინონ თუ რა ჩავიცვათ, როგორი გემოვნება უნდა გვქონდეს, როგორი ფერი უნდა მოგვწონდეს და როგორ მუსიკას უნდა ვუსმენდეთ თურმე!…
    ეს არის მსუბუქად რომ ვთქვათ ინტელექტუალური თავისუფლების შეზღუდვა!
    ,,ქურდებს” ქურდული სამყაროს კარიბჭესთან ,,კაი ბიჭები” და ,,მომპარავები” ჰყავთ დაბმული და აბა ვინმემ გაბედოს ქურდების და მათი სამყაროს კრიტიკა!
    ასევეა ეკლესიის საზოგადოებასთან მიმართებაშიც!
    ზოგიერთ ,,მამაოებს” და ზოგაგად ,,ეკლესიას” ეს ფანატიკური მრევლი თავიანთი სამყაროს კარიბჭესთან ჰყავთ დაბმული და აბა ვინმემ გაბეოდს მამაოების კრიტიკა…. ეგრევე შეგჭამენ… და თანაც არგუმენტების გარეშე!
    … მაგრამ ქურდულში პოლიტიზირებულ ქურდს ეგრევე აახევდნენ ზვანიას ქურდები! რატომ არ ყრიან ეკლესიიდან სამაზვანცებს თვითონ?
    ფულის საკეთებელ კონცერნად გადაიქცა დღეს ეკლესია!

  • ნიკოლოზი says:

    მე ვუსმენ როკს ჩამი აზრით შეიძლება ისეთ როკ შემსრულებელს მოუსმინო სადაც არ არის სატანისტური ტექსტები

  • ლევანი says:

    დავიწყებ იმით, რომ უსმინეთ როკს, ეს არის არაჩეულებრივი და ულამაზესი ხელოვნება. ზოგიერთს რომ კაცმა მოგისმინოთ, გალობის გარდა (რომელიც ძალიან მიყვარს) ადამიანმა სხვა არაფერს უნდა მოუსმინოს. სასაცილოა ეს. ადამიანი, რომელიც უსმენს როკს და იზრდება ამ მუსიკაზე, ყალიბდება თავისუფალ და პასუხისმგებლიან მოქალაქედ. ასეთი ადამიანი არასოდეს გახდება ცხვარი. ეხლა მე არ დავიწყებ როკის ისტორიის მოყოლას, თუ როგორ შეცვალა ამ მუსიკამ საზოგადოება უკეთესობისკენ. ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს “ღვთის სწავლების საპირისპირო მუსიკა”? რატომ ეძახით ყველაფერს ღვთის საპირისპიროს, რაც თქვენ თვითონ არ მოგწონთ? თქვენ ყველაფერს ეშმაკეულს ეძახით რაც თავად არ მოგწონთ და რა ვქნა ეხლა, თქვენი უნდა დაგიჯეროთ ყველაფერი? მუსიკა არ შეიძლება იყოს სატანური ან არასატანური, მუსიკა შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მორჩა და გათავდა. როკს თუ არ უნდა უსმინო, შესაბამსად არ უნდა უსმინო ჯაზს, ბლუზს, ფანკს, ფიუჯენს, სოულს (ყველა ამ მუსიკას ერთი ფუძე აქვს). შესაბამისად არ უნდა მოუსმინო იმ შედევრებს, რაც მეოცესა ოცდამეერთე საუკუნეებში შეიქმნა ამ მუსიკის ბაზაზე. რატომ? რახან ვიღაც რელიგიურ ფანატიკოსებს არ მოწონთ იმიტომ?

    კი მაგრამ რატომ? რახან მამა გიორგი დარჯანია, რომელსაც ეტყობა, რომ საერთოდ აზრზე არ არის, რის შესახებ ლაპარაკობს მეუბნება ამის მოსმენა არ შეიძლებაო არ უნდა მოვუსმინო? ბითლზის არაჩვეულებრივ, ულამაზეს ჰარმონიებს და უაღრესად დინამიურ მუსიკას არ უნდა მოვუსმინო იმიტომ, რომ ვიღაც მამაოს არ მოწონს? უსმინეთ ყველაფერს რაც მოგწონთ და ნუ მოუსმენთ იმას, რაც არ მოგწონთ. თუ როკი არ მოგწონთ, კი ბატონო ნუ მოუსმენთ როკს- არა იმიტომ, რომ მღვდელი გეუბნებათ ამას, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ თვითონ გინდათ ან არ გინდათ ასე. დაუჯერეთ საკუთარ გულსთქმას და არა ვიღაც მამაოებს, იყავით ინდივიდუალურები და თავისუფლები, ნუ გახდებით ცხვრები და ნურავის მისცემთ უფლებას (სასულიერო თუ არასასულიერო პირს) რომ დააზომბიროს თქვენი ცნობიერება და შეზღუდოს თქვენი პირადი თავისუფლება.

    “ამბიონსაც” ვურჩევდი, რომ წეროს ისეთ საკითხებზე, რაშიდაც კომპეტენტურია და შეეშვას ისეთ თემებზე საუბარს, რაშიდაც საერთოდ არაფერი გაეგება.

  • თორნიკე says:

    მეცოდება ეს ხალხი, ბლიად ყველაფერი ცოდვა ყოფილა, ცოლთან სექსის წინაც მღვდელკაცას უნდა დავურეკო და პოზები შევათანხმო, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ ავიკიდო??? მიდით ჰო შეზღუდეთ ხალხი და ზომბებად გადააქციეთ, თავისუფლად აზროვნების უფლება არ მისცეთ… ახლა გამოტყნაურდება ვიღაც და სატანისტად მომნათლავს :))

  • Tornikes says:

    Sen aramarto satanisti enabilsi, binzuri sulis uzrdeli araraoba xar.satana SenTan sedarebit ufro etikuria.fuiii shenistana binzuri enis ararobebs.

    • თორნიკე says:

      რა გინდა ახლა, კომენტარებში გინება დავიწყო თუ ნომრის დაწერა მოგთხოვო როგორც სჩვევია ქართულ “საზოგადოებას”??? მე შენ ან ვინმეს შეურაწყოფა მივაყენე??? ეგეთი სიტყვებით რო მომიხსენიებ ეგ არაა ცოდვა და მოგეტევება??? მმკ რომელიც ხალხის ცემისა და გინების გარდა არაფერს აკეთბს იმის გამო რომ მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ რაღაც საკითხებზე იმათაც მიეტევებათ??? მამაოს რომელიც 50000$იანი მანქანით დადის და ამ დროს ბავშვი შიმშილით კვდება საკუთარ ქვეყანაში იმათაც მიეტევებათ??? და მუსიკოსები სატანისტები ვყოფილვართ რახან ეკლესიაში არ ვგალობთ და მამაოს ახალი მანქანის ან სახლის ფულს არ ვუგროვებთ და ჩვენი ბოლო ჯოჯოხეთია…

  • თორნიკეს says:

    რა საცოდავი ხარ თორნიკე, ასეთი არარაობა საიდან გაჩნდი?

  • Tatuli says:

    eseigi gavecani yvelafers magram ras qvia cancaroba musikas metalikas da a.sh me metalikasac vusmen pink floydsac da led zeppelinsac magram ar momwons igive Marlyn Mansonis mier sheqmnili musika da unda vtqva cancarobaa metqi? araa e kai saqcilei.xolo rac sheexeba zogadad statias giorgi martlas ambobs umravlesobas ar esmis Rock musikis an Metal musikis arsi da imitom usmenen rom vitoda ,,modaa” aseti. xolo rac sheexeba satanisturs rom uwodeneb .Rock da Metal musikashi aris iseti teqstebi romelic 100%ian simartles ambobs tundac ,,System of a downis” simgera ,,Lonely day” am simgeris teqstshi nebismieri adamianis yoveldgiurobaa asaxuli . da nu zogadad ,,Suicide Silence” da amdagavrii jgufebis mier sheqmnili simgerebic chemi azrit araa Satanistuba zogistvis mdzime mosasmenia ubralod da vinc amas usmens didi nervebi schirdeba ;) da zogadad aravis gemovneba ar unda sheurawyoot,imitom rom igive sxvamac sheidzleba gaakritikon tqveni gemovneba da vinc shemedaveba shegidzliat damiamtot Facebookze (Tatuli Xucishvili)

  • ბითლზი says:

    beatlesze rogor unda tqvaa satanao, es 4 adamiani sazogadoebisatvis ibrzoda da ertmanetis siyvaruls, mshvidobas mouwodebda da tqven izaxit satanaaooo, cota obieqturad imsjelet.

  • Nika says:

    Hail Lucifer, Hail Abbadon, Hail Leviathan !
    რა ტვინგამორეცხილი გაუნათლებელი ცხვრები ხართ.
    ჩუდია “როკი”. იიი
    https://www.youtube.com/watch?v=DJvTodICIVU

  • levani says:

    metallica ze ratom ambobs cancarobaao? axla ase vityvi, chemi azrit eg sheni Led zeppelin da Pink Floyd aris cancaroba chem Iron maiden-tan Black sabbath-tan megadeth-tan Judas Priest-tan death-tan Burzum-tan Mayhem-tan Slayer-tan Kreator-tan da kide bevr metal band tan.tu eg sheni azria da shen migachnia cancarobad ki batono yvelas tavisi azri aqvs da tqvi chemi azrit tqo, mashin veravin shegedaveba P.S the beatles ar vexebi sul sxvaa eg

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი