მთავარი » ქრისტიანობა

როგორი ფიქრი უნდა ჰქონდეს ადამიანს გარდაცვალების მიმართ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2017 | 2,083 ნახვა

ხშირად ვხვდებით ადამიანების მხრიდან მოულოდნელი და „იოლი“ სიკვდილის ნატვრას. რამდენად ქრისტიანულია ასეთი მიდგომა? გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა დავით თავაძე:

მამა დავით თავაძე ასეთი ,,მიდგომა“ შეიძლება მომდინარეობდეს თანატოფობიის (θάνατος თანატოს — «სიკვდილი»), სიკვდილის პანიკური შიშისაგან. ყველზე ძლიერი ფაქტორი სიკვდილთან დამოკიდებულებაში არის შიშის გრძნობა, რომელიც მიწიერ განცდათაგან ყველაზე საშინელია. მისი ატანა უფრო მძიმეა, ვიდრე სიღარიბის ,ავადმყოფობისა და სხვა, როცა ადამიანი უძლურია, გაუმკლავდეს სიკვდილს, როცა ის მას უახლოვდება.

ამიტომ, იმ ფრაზებს შორის, რომელიც გამოიყენება დღეს სულიერ და თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით არის ფრაზა: ,,სიკვდილის დამარცხება, რადგან სიკვდილი მთავრობს ადამიანურ არსებობაზე და ადამიანის ხსნა სიკვდილის დამარცხებაშია, სიკვდილის დამარცხება სინამდვილეში არის განცდა ვნებისა, სიკვდილისა და აღდგომისა ქრისტესი. ქრისტესადმი მიბაძვა უნდა იყოს ქრისტეს გზაზე ჩვენი მსვლელობის მთავარი ორიენტირი.

უძლურებისას ზოგჯერ ადამიანები არ უფრხილდებიან სიცოცხლეს და „საკუთარ განაჩენს – გარდაცვალებას“ ელოდებიან. არაფერს აკეთებენ თავის გადასარჩენად. რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება?

ყოველგვარი უძლურება ქრისტიანობაში განიხილება, როგორც ადამიანზე მოწეული განსაცდელი, რომელსაც იგი ახოვნად უნდა გაუმკლავდეს, ანუ იტვირთოს სულიერი ღვაწლი. თუმცა, ამპარტავნებამ ან იმ აზრმა, რომ ყველაზე უღირსი და დაცემულია, შეიძლება ადამიანი სასოწაკვეთილებამდე და ინდიფერენტულობამდე მიიყვანოს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, არსებობს ადამიანური სასოწარკვეთილება, რომელიც არის ეშმაკის ენერგია, რომელსაც იგი გადასცემს ადამიანს და ამას შედეგად მოჰყვება უმოქმედობა და უგრძნობელობა ადამიანში.

ამქვეყნად ყოველთვის იქნება ტანჯვა, ვაება, განსაცდელი. მაგრამ ქრისტემ თქვა: ,,ნუ გეშინიათ, რადგან მე ვძლიე წუთისოფელს (იოანე, 16:33).“ამ გამარჯვების ყველაზე ღრმა აზრი არის ის, რომ ტანჯვა გახდა ღვაწლი, ძალისხმევა და ნიშანი გამარჯვებისა, როცა ადამიანის ხილული მარცხი და კვდომა იქცევა სიცოცხლისკენ მიმავალ გზად.

როგორი ფიქრი უნდა ჰქონდეს ადამიანს გარდაცვალების მიმართ?

ჩვენში მოქმედებს საიდუმლო სიკვდილისა, თუმცა მოწოდებულნი ვართ ვიცხოვროთ ქრისტეში. მკვდარი ვხდებით ცოდვისგან და ქრისტეში ვპოულობთ აღდგომას. ამიტომ სიკვდილის საშინელება ის კი არაა, რომ იგი „დასასრულია”, არამედ ის, რომ სულიერად მკვდარი ადამიანი ფიზიკური სიკვდილის ჟამს საბოლოოდ შორდება ღმერთს. ასე რომ, თუ ადამიანი ქრისტეს სიცოცხლეს აქცევს საკუთარ სიცოცხლედ, სასუფევლის წყურვილს და შიმშილს საკუთარ წყურვილად და შიმშილად, ქრისტეს ღვაწლს საკუთარ ღვაწლად, ქრისტეს, როგორც სიცოცხლის გამოცდილებას საკუთარ გამოცდილებად, მაშინ ადამიანის სიკვდილი გადაიქცევა სიცოცხლეში, ქრისტეში ზეაღსვლად, რადგან ,,ქრისტე აღდგა და ცხოვრება მოქალაქეობს.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.