მთავარი » საზოგადოება

როდის ხდება ყურძნის მოსავლის აღება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2017 2 კომენტარი | 306 ნახვა

ვაზი საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული კულტურაა. რთველი მის სამშობლოდ საქართველოა აღიარებული. პირველი ცნობები, ვაზის საქართველოში კულტივირების შესახებ, ჩვ.წ.აღ-მდე IV-V ათასწლეულით თარიღდება.

მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი ნაყოფი – ყურძენი მოიხმარება როგორც ხილი, ასევე, მისგან მზადდება: ღვინო, მურაბა, ყურძნის თესლის ექსტრაქტი, ქიშმიში, ძმარი, ყურძნის ზეთი. ყურძენი არაკლიმაქტერიული ხილია, ძირითადად მტევნებად იზრდება.

ყურძნის მოსავლის აღების დრო დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, ჯიშზე, მტევნებში შაქრიანობის დონესა და მოწეული მოსავლის დანიშნულებაზე.

საღვინე ყურძნის ჯიშების კრეფა, როგორც წესი იწყება, როცა მტევანი ჯიშისათვის დამახასიათებელ შეფერილობას მიიღებს და მასში შაქრის შემცველობაც დამახასიათებელ მაჩვენებელს მიაღწევს. სასუფრე და შესანახი ყურძნის ჯიშების კრეფის დროს ადგენენ გარეგნული ნიშნების მიხედვით, ორგანოლეპტიკური შემოწმებით, მარცვლის დარბილებით, ყუნწიდან ადვილად მოცილების უნარიანობით და სხვა. ყურძნის მტევნის სრული ან ტექნიკური სიმწიფის დადგომის შემდეგ, რთველის დაწყებამდე, ყოველ 5 დღეში საზღვრავენ ყურძნის შაქრიანობას და მჟავიანობას. სუფრის ღვინის დასამზადებლად ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს 17-22%, მჟავიანობა – 6-7 გ/ლ; ცქრიალა ღვინისათვის – 16-19 %, 7-10 გ/ლ; ტკბილი სადესერტო ღვინისათვის 25-27%, 5-6 გ/ლ, სუფრის ყურძნისათვის 14-19 %, 8 გ/ლ და ა.შ.

შესანახი ყურძენი უნდა დაიკრიფოს შერჩევით, უპირატესობა ენიჭება მტევნებს – ერთნაირი ზომის, შეფერილობის, დაუზიანებელი და კარგად განვითარებული მარცვლებით. ნაყოფს კრეფენ მშრალ ამინდში, ვაზის მაკრატლით ან დანით. ფართო წარმოების დროს ყურძნის საკრეფი მანქანები გამოიყენება.

მოსავლის შემდომი რეალიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ყურძნის შენახვის პირობების ზედმიწევნით დაცვა. ეს ფაქტორი სხვადასხვა დანიშნულების პროდუქტის შესაქმნელად საჭირო მასალის ხარისხისა და გემოვნების შესანარჩუნებლად აუცილებელია.

ვაზის შენახვისთვის რეკომენდებული პირობებია: შენახვის ოპტიმალური ტენიანობა 85-90%; შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა – 0-1გრადუს C. აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში, ვაზის მოსავლის შენახვა მაღალი ხარისხისა და გემოვნების შენარჩუნებით, შესაძლებელია 2-დან 6 თვემდე ვადით.

წყარო: წიგნი – „გზა ფერმერობისკენ“, 2017


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ლაზი says:

    ეს ინფორმაცია ძველი “კომუნისტური” წიგნებიდანაა ამოღებული და მორალურად მოძველებულია. ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება და სასაცილოც კია…

    • თეონა ნოზაძე says:

      აღნიშნული ინფორმაცია აღებულია “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” მიერ ახლახან გამოცემული წიგნიდან – “გზა ფერმერობისკენ”, 2017.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.