მთავარი » ქრისტიანობა

როგორ ხდება აღსარების ჩაბარება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.07.2020 | 298 ნახვა

მონანული ადამიანი მიდის მღვდელთან აღსარებისათვის, რომელიც უბრალო თანამოსაუბრე კი არ არის, არამედ ღმერთთან მონანულის საიდუმლო საუბრის მოწმეა. მღვდელი თითოეულ აღმსარებელს ცალკე ესაუბრება. აღსარების დამთავრების შემდეგ, როცა მორწმუნე აღიარებს თავის ცოდვებს, მღვდელი ოლარს აფარებს თავზე მონანულს და შენდობის ლოცვას წარმოთქვამს, რომელიც სინანულის საიდუმლოს მთავარ – ცოდვათა მოტევების ფორმულას შეიცავს: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან პეტრეს და მეძავსა…“. ლოცვის უკანასკნელი სიტყვების წარმოთქმისას მღვდელი ჯვარის ნიშს გადასახავს მონანულს თავზე. ამის შემდეგ აღმსარებელი ეამბორება მღვდლის ჯვარს ნიშნად უფლის წინაშე თავისი მოწიწებისა და სიყვარულისა, ხელის გულებს ერთმანეთზე აწყობს, კურთხევას იღებს მღვდლისაგან და ადგილს უთმობს სხვა აღმსარებელს.

მონანულისათვის განტევების მიცემა – მასზე შენდობის ლოცვის წაკითხვა ნიშნავს მისთვის ყველა აღიარებული ცოდვის მიტევებას და ამით ნების მიცემას (სათანადო მომზადების შემდეგ) ზიარებისათვის. თუკი მღვდელი შეუძლებლად თვლის დაუყოვნებლივ შეუნდოს აღმსარებელს ცოდვები მათი სიმძიმისა ან შეუნანებლობის გამო, მაშინ შენდობის ლოცვა არ იკითხება და აღმსარებელი არ დაიშვება წმინდა ზიარების მისაღებად. თუმცა აქვე გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ეს ორი საიდუმლო (სინანული და ევქარისტია) თუმცა კი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ და დამოუკიდებელნი არიან. სხვა შემთხვევაში სინანულს, როგორც ქრისტიანის ცხოვრების უმთავრეს სამკაულს შეიძლება უბრალოდ მექანიკური მნიშვნელობა მივანიჭოთ. ამის დასტურია მრავალწლიანი უზიარებლობით ამა თუ იმ მორწმუნის დასჯის წესი განსაკუთრებით მძიმე ცოდვათ გამო. რა თქმა უნდა, ისინი ამდენი ხნის განმავლობაში უაღსარებოდ ვერ გაჩერდებოდნენ და მთელი პერიოდის სწორედ სინანულში და ჩადენილი ცოდვების მონანიებასა და ღვთის წინაშე აღსარებაში გატარებას ცდოლობდნენ. ეს ბუნებრივია მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ამ სინანულით მონანული სწორედ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებთან მისაახლებლად ემზადებოდნენ, მაგრამ იმასაც გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ზიარების წინ არ უნდა ვთქვათ აღსარება.

ძალზე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პირადი აღსარება შემთხვევით როდი იწოდება საიდუმლო, ფარულ აღსარებად. აღსარების საიდუმლოს შენახვა – მღვდლის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. მღვდელმსახური არასდროს, არანაირ ვითარებაში, თვით ყველაზე უმძიმესი შემთხვევების ჩათვლით, არ დაუშვებს აღსარების საიდუმლოს პირდაპირ ანდა არაპირდაპირ გამხელას – მის წინაშე აღმსარებლის მიერ აღიარებული ცოდვების გამოცხადებას სხვა პირის წინაშე. ყოველივე, რასაც თქვენ აღსარების დროს ეტყვით მღვდელს, მხოლოდ მისთვის და საიდუმლოს აღსრულებისას უხილავად იქ მყოფი ყოვლისმცნობელი ღმერთისთვის შეიძლება იყოს ცნობილი.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი