მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სახლის პირობებში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.02.2014 9 კომენტარი | 91,044 ნახვა

ვირუსული დაავადება – გრიპი, რომელიც თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით წვეთოვანი გზით გადაიცემა, ნებისმიერი ქვეყნის უამრავ მოქალაქეს აწუხებს. არსებობს გრიპისგან თავდაცვისა და მისგან განკურნების ხალხური მეთოდები, ლიმნიანი ჩაი რომლის შესახებაც „ამბიონს“ ფარმაცევტი ნინო თომაშვილი ესაუბრა:

„იმისათვის, რომ წინასწარ დავიცვათ თავი გრიპოზული სიმპტომებისგან და გრიპისგან, აუცილებელია შევასრულოთ შემდეგი პირობები:

მოერიდეთ თავშეყრის ადგილს ან ხალხმრავალ ადგილებში იარეთ პირბადით.

ხალხური მედიცინის მკურნალობაში ფართოდაა ცნობილი გრიპის საწინააღმდეგო საშუალებები.

გრიპის პროფილაქტიკის მიზნით სასურველია ცხვირის ირგვლივ გაჭრილი ნივრის წასმა. ასევე, კარგია, თუ დილით უზმოზე პატარა ნივრის კბილს გადავყლაპავთ, შეგვიძლია შევჭამოთ კიდეც. სასარგებლოა, თუ მოვახერხებთ ყოველ დილით ცხვირის შიდა ნაწილის გამორეცხვას ნივრიანი წყლით, ან კალენდულას – გულყვითელას ნაყენით. ის დაგვიცავს გრიპისა და სხვა მრავალი ვირუსული დაავადებისგან.

გრიპოზული მდგომარეობისას უნდა ვიკვებოთ დღეში რამდენჯერმე რაც შეიძლება წვნიანი საკვებით, მაგალითად, ბოსტნეულის სუფებით… ვეცადოთ ყოველი კვების შემდეგ მივიღოთ ჩაი.

ლიმონი და მალინა გახლავთ მცენარეები, რომლისგან მომზადებული ჩაიც ძალზე სასარგებლოა. მიირთვით ლიმონიანი ჩაი დღეში რამდენჯერმე, ყლუპ–ყლუპად. ასევე, მოამზადეთ მალინის ჩაი, გამოიყენება მალინის ნაყოფი და ფოთოლიც. მალინა, ამავე დროს, არის როგორც ოფლმდენი, მალინა ასევე შარდმდენი საშუალება. მალინის ჩაი 1 წლის ასაკის შემდეგ შეიძლება ყველამ მიიღოს. ბავშვებისთვის შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით შემტკბარი, დიდებისთვის კი უმჯობესია, თუ დაუმტკბარი იქნება, ან დაატკბობთ თაფლით რადგან შედეგი უფრო მეტია. ასევე, მიიღეთ ცაცხვის ჩაი დღეში 2-3 ჯერ 200 გრამის მოცულობით, ნაყენის სახით. 200 გრ. წყალზე საჭიროა 1 სუფრის კოვზი მასა – ცაცხვი ან მალინა. სამივე სახის ჩაი უნდა იყოს ნელთბილ მდგომარეობაში და შეგვიძლია მონაცვლეობით მივირთვათ, მაგრამ მოვერიდოთ გვიან დალევას, რადგან ღამის პერიოდში დისკომფორტი არ შეგვიქმნას. მალინის და ცაცხვის ჩაი, ამავდროულად, ხსნის თავბრუსხვევას, რომელიც გრიპს ხშირად თან სდევს.

გრიპისა და გაციების შემთხვევაში, გარდა ჩამოთვლილი სახის ჩაიებისა, უნდა მივიღოთ ძალიან ბევრი წვენი – კომპოტისა თუ ხილის სახით.

გრიპოზულ მდგომარეობაში თავის ტკივილისას ძალიან კარგია ლიმონის ქერქის შიდა ნაწილი. მისი საშუალებით საფეთქლებსა და წარბებს შუა ადგილის დაზელვა მოხსნის თავის ტკივილს.

ყელის ტკივილის დროს სასარგებლოა ლიმონის ცოცხალი სახით მიღება. ის უნდა გაწუწნოთ დღეში რამდენჯერმე და დარჩენილი მასა კი უკან გადმოვიღოთ. ასევე, შეგიძლიათ გვირილისა და კალენდულას ერთობლივი ნაყენი გამოივლოთ ყელში ყოველი ჭამის შემდეგ. გამოვლებიდან ნახევარი საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ არც სითხე და არც საკვები. ყელის ტკივილისას ეფექტური საშუალებაა გვირილის ჩაის დალევაც. ის, ამავე დროს, ხსნის მუცლის შებერვას, ფაღარათისგან გამოწვეულ დისკომფორტს და ამშვიდებს კიდეც.

მაღალ ტემპერატურაზე ორსულობის შემთხვევაში ან მოხუცებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, შეუძლიათ მონაცვლეობით ცივ და ცხელ წყალში (ტემპერატურა ფეხს რომ ესიამოვნოს) ჩადგან ფეხები და ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორონ. კომბოსტო ბავშვებს კარგია, ძმრით (უმჯობესია ვაშლის ძმარი) დავუზილოთ ის ადგილები, სადაც გადის ვენური სისტემა, მაგალითად: სახსრების, იღლიის მიდამოებს, კისრის არეს, ფეხისა და ხელის გულებს… ეს კარგი პრაქტიკაა. ძმრის მსგავსად ორგანიზმიდან ტემპერატურის გამოსაყვანად გამოიყენება კომბოსტოს ფოთლები და ისიც იგივე მეთოდით.

ხველისას კომბოსტოს ფოთლებს უნდა წავუსვათ ნატურალური თაფლი და მივიკრათ გულმკერდზე, ყელის ჩაღრმავებიდან დაახლოებით 1 მტკაველის მანძილზე. კომბოსტო როგორც კი დაჭკნება, თაფლიც შეიწოვება ორგანიზმში. კარგია თუ ამ პროცედურას დაწოლამდე ჩავიტარებთ, მაგრამ თუ ძლიერი ხველაა, შეგვიძლია დღეში ორჯერაც გავიმეოროთ. ძველი ხალხური მეთოდით ხველისას საუკეთესო საშუალებაა კომშის გულის ნახარში და მისი კომპოტის მიღება.

გრიპისას თვალებიდან ცრემლდენისას შესაძლებელია თვალის კალენდულას ან ფუტკრის რძე გვირილის ნაყენით გამორეცხვა.

ვირუსის გასვლის შემდეგ იმუნიტეტის გაუმჯობესების მიზნით უნდა მივიღოთ ფუტკრის რძე დღეში ერთხელ ენაზე დაწვეთებით – 1-2 წვეთი, ასაკის მიხედვით. ხოლო ფუტკრის მტვერს ვიღებთ 1 ჩაის კოვზს ერთ ჭიქა წყალზე. ასევე, კარგია, თუ გვექნება ვაზის ცრემლი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში, ვაზის გასხვლის დროს შეგვიძლია შევაგროვოთ. ის დღეში ორჯერ ენაზე დაწვეთებით უნდა მიიღოთ და აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ამავდროულად აძლიერებს იმუნიტეტს. სითხე ინახება მაცივარში.

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გრიპისას მდგომარეობა არ გაგვირთულდეს, მაგრამ თუ ვირუსს მცენარეული საშუალებებით ვეღარ ვერევით, პარალელურად ქიმიური პრეპარატებიც უნდა ჩავრთოთ.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი