მთავარი » სხვადასხვა

როგორ ვითარდებოდა ძველი თბილისი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.01.2012 5 კომენტარი | 13,604 ნახვა

ძველი თბილისი ტფილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. იგი არსებობდა, როგორც იბერიის დედაქალაქი და ასეა მოხსენებული ძველ ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში.

თბილისი სამი ქალაქისგან შედგებოდა – ტფილისი, კალა და ისნი. ქალაქს მდინარე მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფს.

მატიანეთა აღწერით, V საუკუნის II ნახევარში დასახლება მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე არსებობდა.

ქალაქი “კალა” იყო ციხე-გალავნით მოზღუდული და მდინარის მარჯვენა სანაპიროს მოიცავდა.
კალას ციხე-სიმაგრის ზედა მოედანი მოიცავდა სამეფო რეზიდენციას, სასახლეებს, ეკლესიებს, საღვთისმეტყველო სკოლებს, აბანოებს, ობსერვატორიას.

სამხრეთ ფერდობზე სამეფო სასახლეთა ბაღი არსებობდა. ჩრდილოეთის ფერდობი სამონასტრო კომპლექსებს ეკავა, რომელნიც ციხის ეკლესიებად მოიხსენიება.
ჩრდილოეთის ფერდობებზე გადმოედინებოდა წავკისის მდინარის ჩანჩქერები და მდინარე მტკვრამდე ნაოსნობისთვის სათანადო პირობები იყო.

კალა ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი და მისი მნიშვნელობა თბილისის წარსულისათვის ფრიად დიდია.

ლეონტი მროველი ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე ტფილის ქალაქს დასახლებულად მიიჩნევდა. “ქართლის მოქცევის” ცნობითაც, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლამდეც ტფილისი ქალაქი ყოფილა, ხოლო ბაკურ მეფის შემდეგ წმიდა ქალაქ მცხეთის ადგილი სრულად დაიკავა.

1864 წლის ცნობებით, თბილისის ქუჩებისა და მოედნების ქვეშ მოწყობილი იყო საკმაოდ დიდი არხები.…

საინტერესოა ძველი ქალაქთგეგმარება, როგორ ვითარდებოდა ძველი თბილისი.

ცნობილია, რომ V საუკუნეში ქალაქის ცენტრად ითვლებოდა ე.წ. კლდისუბანი, ციხის (გორგასლის) მოედნის ზემოთა ნაწილი ქვემო ბეთლემამდე, მუხრანთუბანის მიმდებარე გარემო, მეფის მოედანი, მოგვიანებით, XIX ს-სთვის ქალაქის ცენტრმა სოლოლაკში გადაინაცვლა.

ქალაქის ცენტრისა და მოედნის არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ქალაქისათვის მეტად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მისი განლაგებით.

მოედანი ქალაქისთვის სასიცოცხლო სივრცეა, რომელშიც ყოველი მიმართულებით იკრიბება და ვრცელდება სატრანსპორტო მოძრაობანი.
მოედნის სივრცის არქიტექტურულ გადაწყვეტას უდიდესი მნიშვნელობა ექცეოდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა საქალაქო წეს-ჩვეულებებით, საქალაქო იურისდიქციით, ზნეობრივი, ესთეტიკური, მორალისა და ტრადიციების თავისებურებით.
ქალაქი, კულტურულ-გონებრივი დონის მხრივ, ყოველთვის უნდა ინარჩუნებდეს განათლებისა და კულტურის სფეროებით სივრცის დაგეგმარებით განუმეორებელ იერ-სახეს.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი