მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ ვებრძოლოთ სტრესს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.10.2009 14 კომენტარი | 17,649 ნახვა

ხსნა ტრანკვილიზატორებში კი არა – ეკლესიაშია.

სტრესიდღეს ძნელად იპოვით ადამიანს, რომელიც სტრესს და მისგან გამოწვეულ დაავადებებს არ უჩიოდეს. სტრესულ მდგომარეობას ადამიანები მეტ-ნაკლებად ამჟღავნებენ, ცდილობენ მასთან საკუთარი ძალებით გამკლავებას, თუმცა ხშირად ეს საკმარისი არაა. ფსიქოლოგ ნანა მამულაშვილის თქმით: “გულის აჩქარება, პირის გაშრობა, ოფლის დასხმა, სიცილი, გაწითლება, ხელების კანკალი ძირითადად სტრესისა და ემოციის ფონზე გამოწვეული ორგანიზმის რეაქციებია. სტრესმა შეიძლება სულ მინიმუმ მიგვიყვანოს ნევროზულ მდგომარეობამდე და შესაბამისად, პროვოცირება გაუკეთოს უკვე სომატურ დაავადებებსაც კი. ძალიან ძლიერი ადამიანებიც კი მუდმივი სტრესის პირობებში, როცა დახარჯავენ შინაგან რესურსებს, შეიძლება მივიდნენ ნევროზულ მდგომარეობამდე”.

“ამბიონი” სტრესული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე მოძღვრისა და ფსიქოლოგის მოსაზრებებს გთავაზობთ.

საიდან მომდინარეობს და რამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესული მდგომარეობა?

ნანა მამულაშვილი (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი): “სტრესი უპირველეს ყოვლისა, ემოციიდან მოდის. ის შეიძლება გამოიწვიოს დადებითმა ან უარყოფითმა ემოციამ, გააჩნია ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, რადგან ზოგ სტრესს ძალიან სწრაფად ვართმევთ თავს და მეტ-ნაკლებად ვარეგულირებთ, თუ ადამიანს ძლიერი თავდაცვის მექანიზმი აქვს. სტრესული მოვლენები ახასიათებს ძირითადად სტაბილურ, მერყევ და შედარებით ძლიერ ემოციურ ადამიანებს. არიან ადამინები, რომლებიც საკმაოდ სტაბილური და გაწონასწორებულები არიან. ეს არ ნიშნავს რომ, ისინი სტრესს ვერ გრძნობენ, უბრალოდ მათი რეაქცია განსხვავებულია. ერთსა და იმავე სტრესზე ადამიანებს შეიძლება განსხვავებული რეაქცია ჰქონდეთ.

მუდმივი სტრესი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მყარია ადამიანის ნერვული სისტემა და როგორ რეაგირებს მოვლენებზე, როგორია მისი ფსიქოემოციური სტრუქტურა. ადამიანს მუდმივი სტრესი შეიძლება მთელი ცხოვრება ჰქონდეს და გარკვეულწილად თავისი ძლიერი თავდაცვის მექანიზმის დახმარებით ერეოდეს. შემდეგ ადამიანები იწყებენ საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ხარჯვის ხარჯზე ამ სტრესებისგან გამკლავებას და საბოლოოდ ეს რესურსიც აუცილებლად იწურება.

მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “თამამად შეიძლება ითქვას, რომ XXI საუკუნე სტრესების და განსაცდელების საუკუნეა, რადგან დღეს, გლობალიზაციისა და მსოფლიო გაერთიანების დრო ცხოვრების სხვა სტილსა და რეჟიმს გვთავაზობს, ყველაფერი დაჩქარებულია, ადამიანები გადაადგილდებიან დიდი სისწრაფით, ცხოვრების წესი დაძაბულია და დიდია მათზე გარე ფაქტორების ზემოქმედება. ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება უამრავი სტრესებით არის სავსე: სასწავლებელში, სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში, საჭესთან და სხვ.

სტრესი ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ამ ზეგავლენას ორმაგი მხარე აქვს: სულიერი, რომელიც შეიძლება გამოვლენილი იქნას სხვადასხვა ფსიქიური მდგომარეობით (ნევროზი, დეპრესია…) და ხორციელით, როდესაც ორგანიზმში წარმოიქმნება სტრესიდან გამომდინარე თავისუფალი რადიკალები, ანუ ოქსიდანტები, რომლის წარმოქმნაც ჟანგბადის მიმოცვლასთან არის დაკავშირებული. ეს რადიკალები თავისი ძლიერი ჟანგვის თვისებების გამო დამღუპველად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ და სხვა უჯრედებზე. ამიტომ, სტრესის გამო ადამიანი ზიანდება, მას უფუჭდება ორგანოები, ხასიათი, სულიერი მდგომარეობა. სულიერი მდგომარეობის გაუარესება კი ხორციელზეც აისახება.

ძველი ადამიანიც განიცდიდა სტრესულ მდგომარეობას, მაგრამ ამის გამომწვევი მიზეზები ადრე გაცილებით ნაკლები იყო, რადგან ისინი თავის მცირე არეალში მოქმედებდნენ და შრომობდნენ, ცხოვრობდნენ ქრისტიანული წესით, დილა-საღამოს ლოცულობდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ, დაცული იყვნენ თანამედროვე ცივილიზაციის ზემოქმედებისაგან, სახლში ტელევიზორის ადგილას სამლოცველო კუთხე ჰქოდათ და სულიერად შემოზღუდულები იყვნენ.

დღეს ისეთ სტრესულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ისეთი დაძაბული ცხოვრებაა, რომ იმის დროც არ გვრჩება კვირას მაინც ვიაროთ ტაძარში. ამით ჩვენ თანდათან ვცილდებით მაცხონებელ დედაეკლესიას. მე ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ ხდება და არის სულიერი ბრძოლა. სახარებაში წერია: “თქვენ ეძიებდეთ ცათა სასუფეველს და სიმართლესა მისა, დანარჩენი ყველაფერი მოგეცეთ თქვენ” – ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ, ვეძებთ ხორციელს და ვკარგავთ ორივეს, აღარც სულიერი გვეძლევა, რადგან სულზეა ხორცი მიბმული. სულიერი მდგომარეობის შეხებადობისას კი შემდგომი სტრესებისგანაც არ ვართ დაზღვეული.

სამწუხაროდ, ქვეყანაში ყველაფერი ისე ხდება, რომ ადამიანები გაღიზიანდნენ, არ ილოცონ, არ იარონ ეკლესიაში. ადამიანის ყველა საქმიანობა კი ღმერთით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. დღეს სამსახურებშიც მუშაობა ისეა მოწყობილი, რომ ადამიანებს სულის ზრუნვისათვის დრო არ რჩებათ. ადრე სახელმწიფო და ეკლესია ორივე მორწმუნე იყო, აქედან გამომდინარე ადამიანიც სულიერად თავისუფლად გრძნობდა თავს. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ერის სულიერ სიძლიერეზეც”.

რამდენად შესაძლებელია სტრესული მდგომარეობიდან თავის დაღწევა და თუ არსებობს ამის მეთოდი?

ნანა მამულაშვილი: “ფსიქოლოგთან მოსულ ადამიანს სხვადასხვაგვარი პირადი პრობლემები აწუხებს, თვითრიალიზაციიდან დაწყებული, დამთავრებული პოროვნებათშორისი პრობლემებით… თუმცა, ის პრობლემას ხშირად ვერ აყალიბებს და სახელსაც ვერ არქმევს. მაშინ როცა, აუცილებელია სტრესს და პრობლემას დაერქვას სახელი, მოხდეს მისი გაცნობიერება, რა არის, რას ნიშნავს, რაში გიშლის ხელს და რას იწვევს შენში, საიდან მოდის ეს პრობლემა. მას შემდეგ, რაც ადამიანი თავის პრობლემას სახელს დაარქმევს, მასთან მუშაობა შედარებით მარტივი ხდება. ფსიქოლოგის ჩარევას საკმაოდ დიდი შედეგი აქვს. თუმცა, ეს დამოკიდებულია პაციენტის სურვილზეც, ის ხშირად მშობელს, ნათესავს, ახლობელს მოჰყავს, ამ დროს გამოდის რომ თვითონ არ აქვს გაცნობიერეული თავისი პრობლემა.

სტრესული სიტუაციიდან გამოყვანაში გარშემომყოფთა, ოჯახის წევრებისა და საახლობლოს როლიც მნიშვნელოვანია, თუმცა მათ აქვთ არა იმდენად დასკვნებისა და სტრესული ვითარებიდან გამოყვანის შესაძლებლობა, არამედ მხარდაჭერის საშუალება. რადგან მათი სუბიექტური თვალი ობიექტურ რჩევას ვერასოდეს მოგცემს, გამონაკლისების გარდა. ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტის გარდა, ფსიქიატრთან მიმართვაც საჭირო ხდება.

სტრესულ მდგომარეობას თავს ვერ აარიდებ, უბრალოდ ადამიანს შეუძლია ამ მდგომარეობის გაცნობიერება და შესაბამისად უნდა დაუპირისპიროს თავისი ინდივიდუალური თავდაცვის მექანიზმი. ვისთვის ეს ძილია, ჭამა, გასერინება, ყურადღების დაგატანა, ვისთვის კი ურთიერთობის შეცვლა…

სტრესისგან, რთული ცხოვრებისგან და პრობლემებისგან დაზღვეული არავინ არაა. შეიძლება მზიანი ამინდი, ვიღაცისთვის სტრესი იყოს, ამიტომ დაკონკრეტება, როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი ამ მდგომარეობას, ძნელია.

რეალურად არსებობს პრობლემები, რასაც ვერ ერევი, არ არის შენზე დამოკიდებული, ამიტომ ამაზე არ უნდა იფიქრო. ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას, უმჯობესია იფიქრო მისი სულისთვის რა შეგიძლია გააკეთო. ეს არის ეკლესია, ლოცვა, პარაკლისი. ძნელია შვილმკვდარ დედებს უთხრა – კარგად იყავი. ამ შემთხვევაში ადამიანებს ასწავლი ცხოვრებას თავის ტკივილთან ერთად. რომ ეს მისი ჯვარია და უნდა იცხოვრონ ამ ტკივილით, რადგან ცხოვრება გრძელდება”.

მამა კონსტანტინე: “მედიცინას, რა თქმა უნდა, აქვს სტრესებთან ბრძოლის თავისი მეთოდები: სხვადასხვა ტრანკვილიზატორები, ანტიოქსიდანტები და მისი შემცველი პრეპარატები. ადამიანებს ურჩევენ გამხიარულდნენ, ისეირნონ სუფთა ჰაერზე, დაკავდნენ ხელსაქმით. თუმცა, სტრესი, ნერვოზი, დეპრესია ეს სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე შედეგია და ამას ეკლესიური მკურნალობა სჭირდება.

სტრესს უნდა ვებრძოლოთ დილა-საღამოს ლოცვებით, ფსალმუნების კითხვით (განსაკუთრებით 90-ე და 26-ე ფსალმუნი), კეთილი საქმეებით, ხელსაქმით, ტელევიზორის ყურების შემცირებით, რადგან სტრესს ტელევიზორიდანაც ვიღებთ, შეიძლება ამას ყურებისას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ბოლოს ხორციელად დაძაბულები და სულიერად გამოფიტულები ვრჩებით. ერთმა მოძღვარმა კარგად ბრძანა: ტელევიზორი ეს ის კარია, საიდანაც ჩვენს საცხოვრებელში შემოდიან ყაჩაღები, მრუშები, ცრუნი და სხვა ბოროტმოქმედნი. პატრიარქი ხშირად ქადაგებს, ადამიანებმა ხელსაქმე უნდა ისწავლონო, კარგი იქნება თუ სტრესის მომენტში ადამიანი ლოცვის შემდეგ მასზე გადაიტანს ყურადღებას, რადგან უქმად ყოფნისას ადამიანში შემოდის ბოროტი, რომელიც ცდილობს გაგაღიზიანოს, განწყობა გაგიფუჭოს, ამ დროს მას უხარია, ადამიანი კი ამ სტრესსა და დაძაბულობაში განადგურებული, დაძაბული რჩება. შესაბამისად, ლოცვებსაც ვერ კითხულობს.

სტრესისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ ადამიანი, რომელიც ლოცულობს, სტრესები ნაკლები აქვს. ეკლესია, ლოცვა, აღსარება, ზიარება, უფლისადმი ვედრება არის ის საფარველი, რაც სულიერი ბრძოლისას გიცავს. სტრესულ მდგომარეობაში უნდა ვეცადოთ მოვეგოთ გონს, გამოვფხიზლდეთ, ცივი გონებით ვიმოქმედოთ, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს ის მფარველი, რომელიც გვიცავს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • ხათუნა says:

    პირველ რიგში უნდა ავღნიშნო რომ არაჩვეულებრივი თემაა,ჩემი აზრით სტრესს ეკლესიის დახმარებით უნდა ვებრძოლოთ,თუ რამე ცუდი ან კარგი ხდება ყველაფერი ღმერთის ნებით და ისევ ღმერთის დახმარების იმედით უნდა ვიცხოვროთ..

  • qeti says:

    უნდა გავიხალისოთ ცხოვრება:D

  • GIORGI says:

    RA TKMA UNDA,LOCVEBIT SIKETIS KETEBIT DA GVTIS SIKVARULIT, IK KVELA DAKVELAPERI UDZLURIA SADAC GMERTI TAVIS DZALAS GAMOAVLENS.

  • ავთანდილი says:

    ღვთის წყალობით ყველაფერი კარგათ იქნება, ხალხოოო ილოცეთ იარეთ ეკლესიაში და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი ხედვა, ასევე სტრესის მოსახსნელად ეკლესიასთან ერთად ვარჯიში მაგართ დაგეხმარებათ, არ ჩაჯდეთ სახლში მარტოებიიი ეცადეთ სულ ხალხშიი იყოთ , ხოლო თუ ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ ილოცეთ და ეკლესიიის ეზოში მაინც დაჯექით ხოლმეე ხშირად.
    ისევ და ისევ ილოცეთ თქვენთვის და თქვენიი ოჯახებისთვის, მეც მაქვს მაგარიი დეპრესიააა მაგრამ აი ზემოთ აღნიშნული მეთოდი მაგრად მეხმარება ეს არის სწორედ ცხოვრება მეტიი არაფერიი და ჩვენ საეროო ხალხს ძალიან გვიჭირს რომ ვიცხოვროთ ამ გზით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველიიი.

  • ქეთი says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა, მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ესეთ სიტუაციაში და მარტო ეკლესიაში მისვლა მამშვიდებდა…

  • ნანა says:

    ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი სტატიაა-ეკლესია.ლოცვა.კეთილი საქმეების კეთება,ხელსაქმე, მეგობრებთან ურთიერთობა,ვარჯიში-ნამდვილად გვიხსნის დეპრესიების,სტრესებისა და სულიერი შფოთვებისაგან.

  • დარო says:

    მადლობა ასეთი საინტერესო თემისთვის.უფალმა ყველა დაიფაროს და გააძლიეროს.

  • სალომე says:

    ძალიან საინტერესო და საჭირო თემაა… ამას თუ გავითვალისწინებთ და დავიცავთ არანაირი სტრესი არ გვექნება…

    მე პირადად სტრესი მამის გარდაცვალების გამო მაქვს… არა და ბერი იყო მამაჩემი და მადლობა ღმერთს ბევრი მლოცველი დარჩა, მაგრამ მონატრება ძალიან მთრგუნავს…

  • nato says:

    საინტერესო და აქტუალურია ეს თემა, ვისაც სულიერი პრობლემები შიშები, უძილობა, ნევროზი, აკვიატებული აზრები, ეჭვიანობა და მსგავსი რამ აწუხებს ეკლესიური ცხოვრება საჭიროა იმისთვის რომ ამ ზომამდე არ მივიდეს და ვისაც უკვე სჭირს ექიმის ჩარევა აუცილებელია, ბევრმა არ იცის რომ არსებობს ქვათარძის 21 ნომერში, ფსიქიატრიულის შენობაში, “კრიზის” ცენტრი დირექტორი ფსიქოთერაპევტი ქეთევან აბდუშელიშვილი, იქ მედიკამენტური და ფსიქო რეაბილიტაცია 6 დან 8 კვირის ჩათვლით უფასოა, ვისაც აწუხებს ოდნავ მაინც სანამ გართულებულა მდგომარეობა შეუძლია ამ ცენტს მიაკითხოს, იქ მედიკამენტები, ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, ექთნი, ანალიზები, თერაპიები: ხატვა და სხვა უფასოა და თანაც საკმაოდ შედეგიანი, ვისაც ჭირდება თქვენს გარშემო შეგიძლიათ მიასწავლოთ, სათაკილო არაფერია.

  • tea kvicaridze says:

    ufali gvfaravdes da dagvedzlios uflis wkalobit kovelgvari stresi..ufali mowkalea…is koveltvis dagvexmareba…tadzari is samotxea sadac kvela chventagans ufali gvismens…da ar gvansxvavebs ertmanetisgan…dideba ufals dideba .dideba…..

  • maka says:

    eklesiashic tu ver vcherdwbi da cudad var shpotva makvs da zlieri dazaboba…mashin rogor moverio bolos mainc ekimamde mivdivart…

  • maia says:

    ZALIAN GTXOVT TU VINME SRULIAD GAMOSULA AM MDGOMAREOBIDAN , GAMIZIARET

  • გვანცა says:

    სიკეთის კეთება ერთადერთია რაც დეპრესიის პერიოდში სიხარულს მანიჭებს. დეპრესია სულის პრობლემაა და იკურნება ლოცვით. წამლები სიმპტომებს ხსნის მაგრამ კურნავს უფალი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი