მთავარი » ქრისტიანობა

როგორ უნდა მოვიქცეთ ღვთის სახლში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2009 2 კომენტარი | 4,051 ნახვა

ეკლესიაშიიუდეველთა პასექის მოახლოებისას იესო იერუსალიმში ავიდა და როდესაც ნახა, რომ ტაძარში ხარების, ცხვრებისა და მტრედების გამყიდველნი ისხდნენ, საბლის შოლტი გააკეთა და ყველანი გამორეკა ტაძრიდან. ცხადია, გამოყარა ცხვრები და ხარებიც, ხოლო ფულის გადამცვლელებს ფული დაუპნია და მაგიდები გადაუყირავა. ხოლო გამყიდველებს მიმართა: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ, მამაჩემის სახლი სავაჭრო სახლად გადაგიქცევიათო (მათე, 21,12). ე.ი. ტაძარი ღვთის სახლია და ფულის გადაცვლა, ყიდვა-გაყიდვა და ლაპარაკი მყიდველებსა და გამყიდველებს შორის სრულიად არღვევდნენ იმ ადამიანების ლოცვით განწყობილებას, რომლებიც სწორეს ამ მიზნით ღვთის წინაშე ლოცვისთვის მიდიოდნენ ღვთის სახლში.

განსაკუთრებით მძიმე სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ის მლოცველი წარმართები, რომელთაც ისრაიტელებისაგან განსხვავებით, ტაძარში შესვლის უფლება არ ჰქონდათ, ტაძრის ეზოში იდგნენ და შექმნილი ხმაურისა და ღრიალის გამო, ყიდვა-გაყიდვისა და ფულის გადაცვლის დროს რომ იქმნებოდა, მათი ლოცვა, ე.ი. ეზოში მდგომთა ლოცვა შეუძლებელი ხდებოდა. ე.ი. ხმაური, ცხადია, ტაძარშიც აღწევდა…
მნიშვნელოვანია წმ. პავლე მოციქულის გაფრთხილება –შეგონება, მიწერილი ტიმოთეს მიმართ, წმ. პავლე მიმართავს ტიმოთეს: “იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღვთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცეა, ჭეშმარიტების საფუძველია (1 ტიმ. 3,5).
IV საუკუნის უდიდესი წმ. მამა, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ეს მსოფლიო მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, რომლისთვისაც ღმერთთან უკანასკნელ ადამიანად ყოფნა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე პირველობა მეფესთან, სული წმინდის მადლით წინასწარმეტყველებდა, რომ დადგებაო ისეთი სამწუხარო დრო, როცა თვით ეკლესიის ეზოებშიც კი ყიდვა-გაყიდვის საგნებზე ანუ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე ექნებათ სჯა-ბაასიო.

რამდენად მძიმე ცოდვაა ეკლესიაში უწესოდ ქცევა, როგორ უნდა აარიდოს ადამიანმა თავი გონაბაგაფანტულობას, რის გამოც ეკლესიაში წირვა-ლოცვის მოსმენის ნაცვლად ხშირად სხვასაც უშლის ხელს გადალაპარაკებითა და ხმაურით, გვესაუბრება გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა სვიმეონი.

მამა სვიმეონი: “ეკლესია, თავად სიტყვა გვასწავლის რომ ეს არის ერთობა, მორწმუნე ადამიანების შესაკრებელი, თუ კი მოვდივართ ღვთის ტაძარში განწყობაც შესაბამისი უნდა იყოს. თვითონ ადამიანიც უნდა იყოს სულიწმინდის ტაძარი. აქედან ჩნდება მოკრძალება ტაძრისადმი. ადამინმა ყველგან შეიძლება ილოცოს, მაგრამ მობილიზება ეკლესიაში ხდება.

არის ზეციური და მიწიერი ეკლესია. მიწიერს მებრძოლი ეკლესია ჰქვია. უნდა ვებრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ იმას, რაც ღვთისთვის სათნო არ არის.

ტაძარში ჭორაობა, ყოფით საკითხებზე საუბარი და ერთმანეთის მოკითხვა არ უნდა ხდებოდეს. აქ შევდივართ მარტო სალოცავად, ღვთისადმი სავედრებლად, ცოდვების მოტევებისთვის. ეკლესიაში გონებაგაფანტულობა ბრძოლაა ბოროტისაგან თუმცა, ყველაფერს მას ვერ დავაბრალებთ. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება და ამაზე პასუხს ვაგებთ. მთავარია, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი სურვილი, რომ ჩვენი თავი განვაწყოთ ლოცვისთვის. გონების გაფანტვისას მაინც უნდა ვეცადოთ დავუბრუნდეთ ლოცვას და შევეწინააღმდეგოთ ცოდვას. უფალი სწორედ ჩვენს მცდელობას იწირავს, სურვილს, რომ გვინდა არ შევცოდოთ.

ღმერთი თავად განსჯის რამდენად მძიმეა ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვა, მაგრამ როცა განცდა არ გვაქვს, რისთვის მოვდივართ ტაძარში, ეს თავისთავად ცოდვაა.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • lasha says:

    cminda mamebs uceriat tazarshi qcevis shesaxeb. kargi iqneba, rom gamoaqveynot.

    bevrs vamchnev – mlocvelebshic ki, rom pirjvris gadacera ar ician scorad. arc titebis dachera da arc xelis mozraoba. iqneb tqven dadot sqema da axsna.

  • მზაღო ნინო says:

    მშვიდობა სახლსა შენსა წმინდა ტაძარო;
    ეს არის სახლი, სადაც შესვლამდე კარებს გარეთ უნდა დატოვო ყველაფერი. დაივიწყო გარეთა სამყარო და შესვლისას ბოდიში მოიხადო. რომ ფეხით შეგაქვს ტალახის ლაქა. სახლი სადაც უნდა გაჩუმდეს ყველა, და წირვის ხმა უნდა ისმოდეს მარტო.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი