მთავარი » ქრისტიანობა

როგორ უნდა მოიქცეთ კორონავირუსის პანდემიის დროს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.03.2020 | 291 ნახვა

Covid-19 ვირუსის გამო, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სამსახურების დიდი ნაწილი გადასული არიან მუშაობის ონლაინ რეჟიმზე, სკოლები და უნივერსიტეტებიც თავიანთ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან სწავლებას ონლაინ რეჟიმში წარმართავენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე მითითებაა, თავი შევიკავოთ სოციალური, უშუალო კონტაქტებისგან. ვინაიდან ეს ყველასთვის მთავარი რეკომენდაციაა, უნდა შევზღუდოთ ადამიანებთან კონტაქტი. ასევე, აუცილებელია გულდასმით დავგეგმოთ ყველა გარეთ გასვლა, რათა თავი ავარიდოთ ვირუსის პოტენციურ მატარებელს.

მივესალმოთ ერთმანეთს არანაკლებ ერთი მეტრის დისტაციიდან და ნებისმიერ შემთხვევაში დავიცვათ დისტანცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეს იქნება შენობა, თუ ქუჩა. რაც შეეხება სურსათის მაღაზიებს და აფთიაქებს, უმჯობესია თუ წინასწარ, სახლში შევადგენთ შესაძენი პროდუქტების, მედიკამენტებისა თუ სხვა ნივთების სიას და მკაცრად მივყვებით მას. არ არის მიზანშეწონილი გამოვჩნდეთ ხალხმრავალ ადგილებში, ასევე, დიდი კომპანიების შეკრებებზე თუ ამის გადაუდებელი საჭიროება იქნება. საგანგებო მდგომრეობიდან განისაზღვრა, რომ ათზე მეტი პირის თავმოყრის შემთვევაში თითოეული იურიდიული თუ ფიზიკური პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს. ჩვენ ღირსეულად უნდა გადავლახოთ ეს კრიზისული პერიოდი, ძალა მოვიკრიბოთ და მშვიდად დაველოდოთ სასიკეთო ცვლილებებს.

როგორ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი კორონა ვირუსისგან?

– მივყვთ ექიმების რჩევებს: ხელები უფრო ხშირად დავიბანოთ, ვატაროთ სამედიცინო პირბადე საზოგადოებრივ ადგილებში, თუ დაავადების სიმპტომები გვაქვთ, დაუყონებლივ მივმართოთ შესაბამის უწყებებს, დავრეკოთ სასწრაფოში და ამოქმედებულ ცხელ ხაზზე! ხოლო თუ უსიამოვნო შეგრძნება გვაქვს, ვგრძნობთ შფოთვას და ჩვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამძიმდა, დავურეკოთ ფსიქოკონულტანტებს და ფსიქოთერაპევტებს (ახლა უამრავი დარგის პროფესიონალი გვთავაზობს უფასო დახმარებას). როგორც ზემოთ აღვნიშნე უნდა დავიცვათ დისტანცია და შორი მანძილიდან მივესალოთ ერთმანეთს. ჩახუტების, გადაკოცნის ან ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, შეგვიძლია კრეატიული, ალტერნატიული მისალმება მოვიფიქროთ და სხვებსაც გავუზიაროთ. ვფიქრობ, ახლა ის დროა ყველამ საკუთარ თავში უნდა გააღვიძოს მზრუნველი მშობელი, რომელსაც შეუძლია იზრუნოს როგორც საკუთარ თავზე ასევე სხვებზეც. დავიცვათ ე.წ. “ქსელური ჰიგიენა” – მივიღოთ, გავეცნოთ და ვენდოთ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ საიმედო წყაროებიდან იქნება მოწოდებული ვიზრუნეთ, რომ პანიკამ არ მოგვიცვას და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ამისათვის, უმჯობესია არ ვიფიქროთ პრობლემაზე რომელიც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობის სახიფათოა. ნებისმიერ გაუკვევლობას ადამიანი რთულად აღიქვას, ნებისმიერი ვითარება საგანგაშოა, რის შემდეგაც ადამიანი ხშირად დეპრესიულ განებ-განწყობაზეა.

არიან ისეთებიც, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფენ მიმდინარე მოვლენებს და ამტკიცებენ, რომ არაფერი ხდება….. ეს მიმდინარე მოვლენებზე ორი პოლარული, უკიდურესი რეაქციაა… რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გავიუმჯობესოთ სიტუაცია. დავბლოკოთ საიტები, საიდანაც მუდმივად მოდის ნეგატიური შეტყობინებები და შუქდება უარყოფითი ამბები. თუ თქვენ გაინტერესებთ როგორია კორონა ვირუსთან დაკავშირებული ქვეყნის შიდა და გარე სიტუაცია, გსურთ იცოდეთ დაინფიცირებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა, შეგიძლიათ დღეში ერთხელ მიიღოთ უახლოესი ცნობები, არაა რეკომენდირებული მუდმივად თვალყურს ადევნებდეთ ვირუსთან დაკავშირებულ ამბებს… მაგრამ, თუ აკვიატებული აზრები მაინც არ დაგტოვებთ, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ გარკვეული დროით ჩაუღრმავდეთ მათ. შფოთვა ასევე შეიძლება არ იყოს ნორმის ფარგლებში, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ყოფითი და სოციალური როლების შესრულებაზე, მაშინ აქ შესაბაისი სპეციალისტის ჩართვაა საჭირო, როგორიცაა ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი თუ ფსიქოთერაპევტი. მოერიდეთ ისეთი ამბების მოსმენას, რომლის დროსაც თქვენი შფოთვა ძლიერდება. მნიშვნელოვანია ენდოთ მხოლოდ სანდო, ოფიციაურ წყაროებს.. ნუ, აყვებით ხალხის მითქმა-მოთქმას და უამრავ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალური ქსელებით თუ სხვა გზით ვრცელდება! პირიქით, გავაზიაროთ პოზიტიური შინაარსის შემცველი ამბები, იმედისმომცემი ინფორმაციები, წარმატების ისტორეიბი…..ასევე, კარგია გააზიაროთ ხელოვნების შედევრები, იქნება ეს ნახატები, მუსიკალური ნაწარმოებები თუ ცნობილი, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების ისტორიები…

რა უნდა გავაკეთოთ ძირითადათ სახლში ყოფნის, თვითიზოლაციის, კარანტინის დროს?

ახლა ყველას აქვს შესაძლებლობა იზრუნოს საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს და ახლობლებთან, მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან კომუნიკაციას. კარგია ოჯახის წევრებმა გავიხსენოთ სამაგიდო თამაშები და ერთობლივად ვითამაშოთ… მოვიკითხოთ და მოვესიყვარულოთ ერთმანეთს თუნდაც ტელეფონით, სოციაური ქსელით და გამოვიყენოთ ეს დრო ჩვენი საყვარელი ადამიანების ხელახლა გასაცნობად და დასაახლოვებლად….ჩვენ შეგვიძლია დრო დავუთმოთ იმას, რისი გაკეთებაც გვსურდა დიდი ხნის განმავლობაში და ამისთვის დრო არ გვქონდა, ვიკითხოთ წიგნები, ვუყუროთ ფილმებს. ზამთრის შემდეგ ნამდვილად მოგინდებათ, რომ სახლი დაასუფთაოთ, მოაწყოთ ეგრეთ წოდებული გენერალური დასუფთავება და რაიმე განაახლოთ. ფუჭად არ დაიკარგება დრო თუ ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს, თვითშემეცნებას, გადააფასებთ წარსულის მოვლენებს, დაისახავთ ახალ მიზნებსა და ამოცანებს. ახლა, ისე როგორც არასდროს ხელს გვიწყობს გარემოება ვიყოთ აქ და ამჟამად და მეტად შევიმეცნოთ, აღვიქვათ და გამოვიყენოთ აწყმო, მეტი სიცხადით შევიგრძნოთ ყოველი წამი და როგორც გეშტალტთერაპიის ფუძემდებელი ფრიც პერლზი იტყოდა, მივცეთ სიტუაციას შესაძლებლობა თავად იმართოს… ალბათ, ეს ვირუსი გვახსენებს, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვავიწყდა და გამოგვრჩა ყოველდრიურ ყოფაში დაკარგულებს და დღეს დროა შევჩერდეთ, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე! 21-ე საუკუნემ სამწუაროდ, ოჯახის წევრები გააუცხოვა ერთმანეთისგან და ახლა სწორედ ის დროა, რომ დავახლოვდეთ და მეტი სითბო და იდილია გაჩნდეს ჩვენს ოჯახებში.

ონლაინ მუშაობა და სწავლა, ეს კიდევ გამოწვევაა, რომელიც ახალმა რეალობამ მოგვიტანა და ჩვენგან განსხვავებულ უნარ-ჩვევებს და მობილიზებას საჭიროებს. თუ თვითორგანიზებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, უმჯობესია არ დაარღვიოთ დღის რეჟიმი, რაც ამ მდგომარეობის წარმოშობამდე გქონდათ. ჩვეულებრივ, როგორც ადრე დააყენეთ მაღვიძარა და დღე დაიწყეთ ადრე, ისე როგორც სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში წასვლის წინ. დილით უნდა დავკავდეთ ყველა იმ პროცედურით როგორც ადრე. სადილის წინ და შემდგომ ნუ დაიძინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სიზარმაცისა და უმოქმედობის მდგომარეობაში გადასვლის საშიშრობა. მოსწავლეები და სტუდენტები უნდა ეცადოთ არ დააყოვნოთ საშინაო დავალებების შესრულება. აუცილებელია რომ ეს დრო გამოვიყენოთ ეფექტურად სწორედ ახლა არის დრო გავიღრმავოთ ცოდნა ამა თუ იმ საგანში, გამოვასწოროთ შეფასებები და ავამაღლოთ აკადემიური მოსწრება.

მნიშნელოვანია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, მეზობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე და უბრალოდ მოქალაქეებზე. მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომდაცია რომელსაც გვაწვდიან. გავერთიანდეთ და ერთიანობით დავძლევთ ამ გამოწვევას რომლის წინაშეც დგას დღეს მთელი მსოფლიო. კოლექტიური პასუხისმგებლობა და ერთობლივი, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები დაგვეხმარება, რომ ღირსეულად გაუმკლავდეთ შექმილ მდგომარეობას და უკეთესი ცხოვრება შევიქმნათ. მოგეხსენებათ, ყველაზე მძიმე ვითარება ახლა იტალიაშია და ძალზე სასიამოვნო სანახავია მათი ოპტიმისტური, შემოქმედებითი გამოხატულებები, მიუხედავათ რთული სიტუაციისა. მართლაც, არ გვავრგებს ნეგატივი, დრამატული სცენების ყურება და პესიმისტური განწყობა პირიქით, სიყვარული, სიმშვიდე, იმედი, რწმენა, დაგვეხმარება ღირსეულად გავუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციას. ვეცადოთ, მოვიზიდოთ პოზიტიური ემოციები, წავიკითხოთ სახუმარო ისტორიები, მეტი დრო დავუთმოთ ბავშვებს, ასევე კარგი იქნება თუ დროს დაუთმობთ ოთახისა თუ ეზოს ყვავილების და მცენარეების მოვლას. ბევრი ვისეირნოთ, ვასეირნოთ შინაური ცხოველები და ვეთამაშოთ მათ…. მოკლედ, დაკავდით იმით რაც სიამოვნებას განიჭებთ.

სოფია ვერულაშვილი
ფსიქოლოგი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი
ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი
საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი