მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ უნდა ატაროთ პირბადე სწორად

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2021 | 832 ნახვა

პირბადის სწორად ტარება, მოხსნა და მოვლა მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად. თქვენს ოჯახთან ერთად, ივარჯიშეთ ქვემოთ მოცემული პუნქტების შესრულებაზე, რათა ეს აქციოთ რუტინად.

პირბადის გაკეთებისას

– პირბადის გაკეთებამდე, პირველ რიგში, ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
– დარწმუნდით, რომ პირბადე სუფთაა. გადაამოწმეთ, ხომ არ არის გახეული ან ხომ არ აქვს ნახვრეტები. არ გაიკეთოთ პირბადე, თუ იგი ჭუჭყიანია ან დაზიანებულია.
– მოირგეთ პირბადე, რათა უსაფრთხოდ დაფაროს პირი, ცხვირი და ნიკაპი, გვერდებზე არ დარჩეს სიცარიელეები.
– დარწმუნდით, რომ მორგებული პირბადის პირობებში კომფორტულად შეგიძლიათ სუნთქვა.

პირბადის ტარებისას

– შეცვალეთ პირბადე, თუ იგი გაჭუჭყიანდა ან დასველდა.
– არ ჩამოიწიოთ პირბადე ცხვირის ქვეშ ან ნიკაპზე, ან არ აიწიოთ და გაიკეთოთ თავზე — იგი სრულად უნდა ფარავდეს პირს და ცხვირს, იმისათვის, რომ ეფექტურად შეასრულოს თავისი დანიშნულება.
– არ შეეხოთ პირბადეს, ვიდრე გიკეთიათ.

რჩევა: თუ თქვენ და თქვენი ოჯახი გეგმავთ პირბადეების მოხსნას და მათ შემდგომ გამოყენებას დღის განმავლობაში, თან უნდა იქონიოთ სუფთა პაკეტები (რომლებიც ჰერმეტულად იხურება) და იქ შეინახოთ პირბადეები. ოჯახის ყოველი წევრის პირბადის შესანახად გამოიყენეთ ცალკე პაკეტი. პირბადის პაკეტში ჩადებისას ან ამოღებისას, პირბადეს შეეხეთ ელასტიკურ მარყუჟებზე ან თასმებზე (პირბადის ზედაპირზე შეხების გარეშე), შესაძლო დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. გახსოვდეთ, რომ პირბადის გაკეთებამდე უნდა დაიბანოთ ხელები.

პირბადის მოხსნისას

– პირბადის მოხსნამდე დაიბანეთ ხელები.
– პირბადე მოიხსენით ელასტიკური მარყუჟების ან თასმების გამოყენებით.
– მოერიდეთ პირბადის წინა მხარეზე შეხებას.
– პირბადის მოხსნის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
– ქსოვილის პირბადე ყოველი მოხმარების შემდეგ უნდა გარეცხოთ და შეინახოთ სუფთა პაკეტში.
– სამედიცინო პირბადე ერთჯერადი გამოყენებისაა და იგი უნდა განიკარგოს თავსახურიან ურნაში.

6 გავრცელებული შეცდომა და მათგან თავის დაცვის გზები

კორონავირუსის პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებული შეცდომები

მარცხნიდან მარჯვნივ:

– არ ჩამოიწიოთ ცხვირის ქვემოთ
– თუ პირბადე სწორად გიკეთიათ, ნიკაპი არ უნდა ჩანდეს
– არ ჩამოიწიოთ ნიკაპის ქვემოთ
– არ შეეხოთ პირბადეს, როდესაც გიკეთიათ
– არ გამოიყენოთ პირბადე, რომელიც მჭიდროდ არ არის მორგებული სახეზე
– არ ატაროთ ჭუჭყიანი, დაზიანებული ან სველი პირბადე.

წყარო: www.unicef.org




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი