როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

ფსიქოლოგი მედეა გელდიაშვილი:
მნიშვნელოვანია ბავშვებს კითხვის კულტურის მაგალითი ჰქონდეთ ოჯახში. რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვა, როგორც ქცევა, დაკავშირებული სასიამოვნო პროცესთან, განცდებთან, წარმატებულად დამკვიდრებული უნდა იყოს ოჯახში. მშობელი არის მოდელი. თუკი ზრდასრული დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს კითხვას და ასევე ბავშვსაც ადრეული წლებიდან უკითხავს, აჩვევს წიგნთან ურთიერთობას, ქცევა განმტკიცდება და აუცილებლად გამოვლინდება მომავალში.
კითხვა არ უნდა წარმოადგენდეს სადამსჯელო აქტივობას. წიგნი სიამოვნების წყაროა და როდესაც მშობელი დასჯის მიზნით იყენებს ბავშვს ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდება, აღარ ინტერესდება, პროცესი მისთვის უსიამოვნო ხდება.
– შეარჩიეთ ბავშვის ასაკისა და რესურსების შესაბამისი წიგნი;
– საინტერესო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული;
– დაგეგმეთ კითხვასთან დაკავშირებული აქტივობები;
– ერთად შეარჩიეთ წიგნი;
– გაუზიარეთ შთაბეჭდილებები ერთმანეთს;
– განასახიერეთ სხვადასხვა პერსონაჟი და გახადეთ შემეცნების პროცესი სახალისო.
წყარო: Facebook მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოკონსულტანტი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ბავშვს არა მარტო კითხვა უნდაა შეასწავლო არამედ პროფესია, სადაც პერსპექტივაა უნდა მიახვედრო, მაგალითად seo ოპტიმიზაცია
romelic ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი სფეროა და ა.შ. ბევრი საინტერესო და პერსპექტიული პორფესიაა