მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ მოვუაროთ ზაფხულში კანს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2012 2 კომენტარი | 7,656 ნახვა

რა პრობლემები იჩენს თავს სიცხის პირობებში და როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში? რა ზემოქმედებას ახდენს მზის სხივების გადაჭარბებული ოდენობით მოხვედრა ადამიანის ორგანიზმზე? კანის მოვლა “ამბიონი” გთავაზობთ კანისა და ვენ.სნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ექიმის, დერმატო-ვენეროლოგის ხათუნა ღურჭუმალიძის რჩევებს:

„ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება სახის კანს. აუცილებელია სწორად შევარჩიოთ სახის საცხი. ზაფხულში არ არის რეკომენდებული მკვებავის გამოყენება. მიზანშეწონილია დამატენიანებელი კრემის ხმარება, რადგან მცხუნვარე მზე იწვევს დეჰიდრატაციას, ანუ უჯრედებიდან წყლის ჭარბი რაოდენობით აორთქლებას. კანი რომ არ გამოშრეს, საჭიროა მისი ინტენსიური დატენიანება და დაცვა მზის მავნე ზემოქმედებისგან.

კანის მთავარი მტერია გადაჭარბებული მზის სხივები, ამიტომ კოსმეტიკური საშუალებები ისეთ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივებისგან დაგვიცავს. მზის სხივები აშრობს კანს და ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.
ზაფხულის კიდევ ერთი პრობლემაა ოფლის ჭარბი გამოყოფა, ამიტომ სახის ხშირი დაბანის ნაცვლად იხმარეთ ქაღალდის ხელსახოცი, არ გადატვირთოთ სახე ზაფხულის მაკიაჟით, უმჯობესია ტონალური კრემი საერთოდ არ წაისვათ. მის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ პუდრი, რომელიც ოფლსა და ცხიმს იწოვს.

კრემებისა და კოსმეტიკური ნიღბების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილისა და კენკრის მარტივი ნიღბები: მარწყვის ნიღაბი – ახალისებს კანს, კიტრის ნიღაბი – სინოტივებს მატებს. წაისვით ახალდაბანილ სუფთა კანზე, 10-15 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

სიცხეში კანი სწორად უნდა გაისუფთავოთ. მშრალი ტიპის კანს გამდინარე წყალი არ უხდება, თუ დაბანის შემდეგ დაჭიმულობასა და სიმშრალეს გრძნობთ, სახე დაიბანეთ მინერალური წყლით, რომელსაც 30-50 წუთით ადრე გახსნით, რათა ნახშირმჟავა აორთქლდეს. ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახალისებს და ნაადრევი ნაოჭებისაგან გვიცავს.

სწორად და ზომიერად მიღებული მზის აბაზანები არა მხოლოდ ლამაზ, ბრინჯაოს ფერს ანიჭებს კანს, არამედ უფრო ელასტიურს და გლუვს ხდის მას. ხელს უწყობს ორგანიზმში ვიტამინ D-ს, კალციუმის სინთეზს, თუმცა მცირე დოზებით ხშირმა დასხივებამ შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს მთელი რიგი დარღვევები: მელანოციტების მიერ მელანინის გამომუშავების გაძლიერება, ეპიდერმისის არათანაბარი გასქელება, კანის დეჰიდრატაცია, რომელიც თავის მხრივ, კანის შესახედაობის გაუარესებასა და ნაოჭების გაჩენას იწვევს.

ცნობილია, რომ ინტენსიური ინსოლაციის შედეგად ხშირად მწვავდება ქრონიკული დაავადებები. რეციდივს გვაძლევს ჰერპესი, აღმოცენდება როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი წარმონაქმნები. ე.ი. ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს.
კანის დაბერებას ხელს უწყობს უძილობა, სტრესი, ნიკოტინი, ალკოჰოლი. დააბალანსეთ კვების რაციონი ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით, დღეში დალიეთ მინიმუმ 2 ლ. წყალი. ნუ აიკრძალავთ ისეთ „ცხიმებს“, რომელიც შედის მცენარეული ზეთის, თევზისა და რძის პროდუქტების შემადგენლობაში. მათ გარეშე შეუძლებელია ქალის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება.

დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნა ეკრძალებათ მათ, ვისაც:

აქვთ ბევრი ხალი და ჭორფლი;
თეთრი კანი,რომელიც მალე იწვება და ნამზეური გვიან ეკიდება;
ლურჯი ან მწვანე თვალები, ქერა ან წითური თმა;
აქვს კანის კიბოს ოჯახური ანამნეზი;
ერთხელ მაინც გადაუტანია მზით დამწვრობა.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ქალბატონო ხატუნა.ვცხოვრობ ისრაელსჰი და მოგეხსენებატ აქაური კლიმატი.სასჰინელი ცყალი და ჰავა.სახის კანი ზალიან მსჰრალი მაქვს და ვერაფერს ვსჰველი.რა სჰეიდზლება გავაკეტო ან რომელი ნიგაბი გამოვიყენო ტუ სჰეგიდზლიატ მომცეროტ.დიდი მადლობა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი