მთავარი » დღესასწაულები

როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.02.2021 | 228 ნახვა

როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა? სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე არ უნდა მივიჩნიოთ საზიანოდ, რამეთუ სული თავისსავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკეთებს, ის აღიბეჭდება მასზე. დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და საკვებიც, და სარეცელიც, და სახლიც, და ჭურჭელიც – იყოს უბრალო, თავმდაბლური და მათში ზედმეტი არაფერი იპოვებოდეს; და სიტყვაც, და საგალობელიც, და მოყვასისადმი მიმართებაც დაე, იყოს უფრო მეტად მოკრძალებული, ვიდრე ქედმაღლური; დაე, უცხო იყოს შენთვის სოფისტურად შელამაზებული მეტყველება, ზედმეტად ტკბილხმოვანი გალობა, ამაყი და გაბედული საუბარი, – არამედ მოიკვეთე ყველანაირი მედიდურობა; მეგობართან კეთილი იყავი, მსახურთან – მშვიდი, თავხედებთან – ძვირუხსენებელი, მდაბლებთან – კაცთმოყვარე; ანუგეშე ბედკრულები, მოინახულე ავადმყოფები; ნურც ერთ ადამიანს ნუ შეიძულებ, სიხარულით მიესალმე ყველას, გაცისკროვნებული სახით უპასუხე; იყავი ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, გულისხმიერი; ნუ შეიქებ საკუთარ თავს და სხვასაც ნუ გახდი იძულებულს, შენზე ილაპარაკოს; ნუ შეიწყნარებ ურიგო სიტყვას; რამდენადაც შესაძლებელია, დაფარე შენი უპირატესობა; როცა შესცოდვ, ყოველთვის შეასმინე საკუთარი თავი და ნუ ელოდები, როდის გამხილებენ სხვები, რათა მიემსგავსოთ მართალს, რომელიც “თავისა თვისისა შემსმენელ იქმნის პირველსავე სიტყუასა”.

წმინდა ბასილი დიდი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი