მთავარი » ქრისტიანობა

როგორ მივიღოთ სასწაული?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2012 7 კომენტარი | 8,610 ნახვა

სასწაულებზე ორიენტირებული ადამიანი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი ქრისტიანი…

რა არის სასწაული? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მას ვიხილავთ? გვესაუბრება სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია:

“მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: ერს, რომელიც სასწაულს ეძებს, სასწაული არასდროს მიეცემაო. სისხლმდინარე ხატი უფალი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოციქულებს გამოეცხადა, დახშულ კარს მიღმა შევიდა და ბრძანა: “მშვიდობა თქვენთანა”. იმ დროს თომა მოციქული იქ არ იმყოფებოდა. ცოტა მოგვინებით კი, როდესაც მას უფლის გამოცხადების შესახებ აუწყეს, თქვა, სანამ თავად არ იხილავდა და ჭრილობაზე ხელით არ შეეხებოდა, მანამდე არ ირწმუნებდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას. უფალი იესო ქრისტე მეორედაც გამოეცხადა მოციქულებს და თომას მოუხმო: “მოჰყავ ხელი შენი, მოჰყავ თითნი შენნი და შემახე მე და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გრწმენინ!” მაშინ თომამ წარმოთქვა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”, შეინანა ცოდვები და ირწმუნა ღმერთი. უფალმა კი თქვა: “ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე”. მაცხოვარმა მხოლოდ თომას კი არ მიმართა სიტყვებით: ნუ იქნები ურწმუნო – არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდა თავისი თვალით დაინახოს სასწაული და მისით იწამოს ღმერთის ჭეშმარიტი არსებობა.

მორწმუნე ადამიანი სასწაულს არ ელოდება განსხვავებით მათგან, ვინც შინაგანად ურწმუნოა და მხოლოდ სასწაულის გამო სურს, იწამოს უფლის ჭეშმარიტება. ასეთი პიროვნება არის მორწმუნე მხოლოდ სასწაულისა და არა იმ ძალისა, რამაც შეიძლება ეს სასწაული მოახდინოს. ამ შემთხვევაში, ადამიანის რწმენა დამყარებულია მაცხოვრის იგავზე მთესვარის შესახებ. თესლს, რომელიც უნაყოფო მიწაზე აღმოცენდება, ამოვარდება ქარიშხალი და გადათელავს მას. მაგრამ ადამიანი, რომელიც რაღაც სასწაულების ხილვის გარეშე არის მორწმუნე, სწამს ღმერთი, ის ემსგავსება ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენებულ თესლს, რომელსაც არც ქარიშხალი, არც წვიმა, არც სეტყვა არ ვნებს, მყარად დგას თავის ნიადაგზე და კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

ასეთი ადამიანების რიცხვი შეიძლება მცირეა, მაგრამ ერთიც რომ იყოს სარწმუნოებაში მტკიცე და მყარი, რწმენა აუცილებლად გადარჩება. მაცხოვარი ამბობს: „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას, გადაადგილდიო და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“. მორწმუნე ადამიანებისათვის ნაკლებად საინტერესო და მნიშვნელოვანია, დაინახონ სასწაული. მათ უხილავად სწამთ, ადიდებენ ღმერთს და შინაგანად არიან ღვთით სავსე. ისინი იმაზე მეტს ხედავენ სულიერი თვალით, ვიდრე ადამიანმა ფიზიკური თვალით შეიძლება დაინახოს.”

მამაო, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სასწაულთმოქმედი ხატების მიმართ?

ცხადია, საუკუნეების განმავლობაში ხატი სასწაულებს ახდენდა. ის სიმბოლოა სწორედ სასწაულისა, ხატი ცოცხალი ძალაა… ჩვენ თაყვანს ვცემთ და უამრავ სითბოს ვიღებთ სხვადასხვა წმიდანისგან.

თუ რაღაც ეტაპზე ხატზე აირეკლება ქვეყნის, ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ვინაიდან ხატი არის ცხოველი – ცოცხალი, მასზე გამოისახება იგი მირონის, ცრემლის, ან სისხლის დენის სახით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე არეკლილი სისხლი, ცრემლი ან მირონი უნდა ვირწმუნოთ. უნდა გვწამდეს იმ ძალისა, რომელიც იმ ხატზე გამოსახული წმიდანიდან გამომდინარეობს.
თითოეული წმიდანი სიცოცხლეში გარკვეული ძალის, რწმენის მატარებელი გახლდათ და ეს გამოსჭვივის ამა თუ იმ ხატიდან. სულიერ ადამიანს ამის თვალნათლივ დანახვა შეუძლია, მაგრამ არ უნდა დაიწყოს ლოდინი, წამოუვა თუ არა ხატს მირონი, რადგან ეს ამ ხატის სიძლიერეზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება უფალმა მირონდენა დაუშვა იმ წუთას და არა იმისათვის, რომ ჩვენ აუცილებლად მხოლოდ იმ დროს გაგვიჩნდეს რწმენა. მაცხოვარი ასეთი მოვლენებით გარკვეულწილად გვანუგეშებს, გვახსენებს, რომ ხატი არ არის ნივთი, საგანი, რომ მისგან წამოსული მირონი თუ სისხლი ნიშანია იმისა, რომ ის ცოცხალია. სასწაულებზე ორიენტირებული ადამიანი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი ქრისტიანი.

როგორც ყველა ეპოქაში, ისე თანამედროვე ცხოვრებაშიც ადამიანები ეძიებენ სასწაულს. ეს მცირედმორწმუნოების გამოც ხდება…
ხატის წინაშე მისგან გამომდინარე ძალას უნდა ვგრძნობდეთ, რაც უგრძვნია ბევრს, მათ შორის – მეც. ადამიანს იმდენი სითბო, ძალა და ენერგია არ მოუცია ჩემთვის, რაც მომანიჭა ხატმა “შენ ხარ ვენახი”. მის წინ მდგომმა ვიგრძენი, რომ დედაღვთისმშობელი ცოცხალი თვალებით მიყურებდა, მანუგეშებდა და ცოდვებისკენ მიმითითებდა. ამას ყველა ადამიანი იგრძნობს, თუ ეძებს და თუ მხოლოდ მირონის წამოსვლას ელის, ვერასდროს დაინახავს. მაცხოვრის სიტყვები, ერს, რომელიც სასწაულს ეძებს, სასწაული არასდროს მიეცემაო, კიდევ ერთხელ გამართლდება.

თუ ხატმა მირონდენა, ან სისხლის წამოსვლა ოჯახში დაიწყო, უნდა მივიჩნიოთ, რომ ჩვენს თავს რაღაც განსაკუთრებული ხდება?

ეს გამორჩეულობის ნიშანი არასდროს არ ყოფილა. მაგრამ, თავისთავად, შემთხვევით არაფერი ხდება დედამიწაზე. მით უმეტეს, როგორიცაა ხატის ატირება, მორონდენა, ან სისხლდენა. რამოდენიმე თვის წინ ლაგოდეხის რაიონში, ერთ-ერთ ტაძარში ღვთისმშობლის ხატს თავიდან სისხლი წამოუვიდა და ცრემლების სახით ჩამოსდიოდა მთელ სხეულზე, ეს ალბათ არის მინიშნება და გაფთხილებაც… როგორც სასულიერო პირები ამბობენ, 9 აპრილამდეც ერთ-ერთ ხატს უტირია საქართველოში… მაგრამ ამაზე ნუ გვექნება ორიენტაცია. ვიყოთ რწმენაზე მიდრეკილები, გვწამდეს და ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელისგან.

გამოცხადებები თუ სასწაულების გამოვლინებები შეიძლება ადამიანთა ორ კატეგორიას ჰქონდეს: ერთი, რომელიც არის ძალიან ცოდვილი, დაცემული და მას სასწაულის გარდა არაფერი შველის და მეორე, რომელიც ზესულიერებაშია, რაც ჩვენს თანამედროვეობაში უფრო გამორიცხულია. 21-ე საუკუნეში არსებობს ყოველწამიერი საცდური, რისგანაც არავინ არის დაცული. ჩვენ ცოდვების მორევში ვართ ჩაფლული… ის, რომ ხატები ასეთ სასწაულებს ახდენენ, მივიჩნიოთ, რომ უფალს ამით ჩვენი მდგომარეობიდან გამოსვლა სურს.

ნებისმიერი ხატი არის ცოცხალი. ყველას შეუძლია ადამიანის ტკივილი მიიტანოს ძალიან ახლოს გულთან, ამ ხატიდან კი ადამიანი იგრძნობს მადლსა და ნუგეშს, თუ ის რწმენით მოელის მათ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • cotne says:

    aqtualuri temaa, didi madloba mama petres aseti kargi axsnistvis.

  • ნანა says:

    დიდება უფალს!

  • მადლობა ღმერთს და თქვენ

  • eka says:

    gamarjobat.chems saxlshi camouvida eklesiidan dabrzanebul dedagvtismshobels mironi,ar vicodi gamxareboda tu pirikit…ise,cnobistis,mshoblebi gardamecvalnen,manamde zmebi…axla sul marto var da vloculob chemi ojaxisatvis,dedagvtis,mshobelo,shemecie,gevedrebi…axsnas ver vpoulob chemi ojaxis saikioshi casvlisa,verc veravin amixsna,tu rad moxda ase……damiloce dedao ojaxi…sul amas vevedrebi…

    • გიორგი says:

      ვერც ვერავინ ახსნის. ბრმადშობილზე ქრისტეს კითხეს, ვინ სცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმაო. ქრისტემ მიუგო: არცერთმა, არამედ რათა ღვთის საკვირველება მასზე განცხადდესო. რაც შეგეხება შენ, სხვა არაფერი დაგრჩენია, როგორც მე და ყველას, რომ ვილოცოთ და ღმერთს მივენდოთ, რადგან მან ყველასთვის უმჯობესი განაწესა. იობმა, როცა მთელი ქონება და შვილები დაკარგა, თქვა: შიშველი მოვედი და შიშველი წავალო. რაც დიდი ჯვარია საზიდი, მით მეტი და ბრწყინვალეა გვირგვინი უფლის მორჩილი და მოყვარულისათვის!
      ღმერთმა ნუგეში და შემწეობა არ მოგაკლოთ!

  • შორენა says:

    სასწაულის მოვლენა-არ მოვლენა ეს უფლის პრეროგატივაა. და ვისაც ის ჩათვლის საჭიროდ, იმას მიუვლენს კიდეც სასწაულს. . . . . . . . . .

  • elisabedi says:

    უფალმა მოგვცეს მტკიცე რწმენა!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი