მთავარი » საზოგადოება

როგორ მივიღოთ მონაწილეობა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.06.2011 39 კომენტარი | 29,004 ნახვა

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” თაოსნობით თბილისში მახათას მთაზე დაიწყო ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება.

მშენებლობისათვის დაფუძნდა სპეციალური ფონდი – “ივერიისა”.
ეს მშენებლობა გამოირჩევა იმით, რომ ტაძარი შენდება არა რომელიმე ბიზნესმენის, ან კერძო პირის დაფინანსებით, არამედ სრულიად საქართველოს ერთიანობითა და თანასწორობით.

ilia II
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარიივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სწორედ ჩვენი ერთიანობითა და თანასწორობით იქნება განსაკუთრებული. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ანალოგი, როცა არა რომელიმე ბიზნესმენი, ან ორგანიზაცია, არამედ ხალხი თავისი კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით ააშენებს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს. ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატის სადიდებლად აგებულ სულიერ სავანეში შესულ ყველა დედას შეეძლება თავისი შვილისათვის სიამაყით თქმა: ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!

პაატა ბურჭულაძე

“ვისაც გსურთ ჩაერთოთ ამ აქციაში – ფონდმა “ივერიისა” ანგარიში გახსნა საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს მისთვის სასურველ ბანკში მხოლოდ ერთხელ და ავტომატური დავალების მომსახურებით ჩაერთოს აქციაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად თვეში ერთხელ ერთი ლარი ჩამოიჭრება მისი ანგარიშიდან და გადავა ტაძრის მშენებლობის ანგარიშზე.

ბანკების ანგარიშების მენეჯერები სრულად ინფორმირებული არიან, ამიტომ თქვენთვის საჭიროა მხოლოდ ერთხელ მიხვიდეთ თქვენთვის სასურველ ბანკში და გამოთქვათ მზადყოფნა აქციაში მონაწილეობისათვის.

ამავდროულად, გვინდა გაცნობოთ, რომ თუ თქვენ მუშაობთ საჯარო სამსახურში, ან კერძო სექტორში, სადაც დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი, ფონდ “ივერიის” საორგანიზაციო ჯგუფი თვითონ მოვა თქვენთან თანხების შემოწირვის ორგანიზებულად მოგვარებისთვის.

თუ გსურთ არა მარტო თქვენი, არამედ ოჯახის წევრების სახელზეც შემოწირულობის გაღება, ბანკში მისვლისას შეავსებთ ავტომატური დავალების ფორმას, სადაც მიუთითებთ მათ სახელებსა და გვარებს.
შესაბამისად, ავტომატური დავალებით ყოველ თვე თქვენი ანგარიშიდან ტაძრის მშენებლობისთვის გადაირიცხება თქვენ მიერ მითითებული ადამიანების რაოდენობის შესაბამისი თანხა. მაგ: თუ თქვენ ჩამოთვალეთ 5 სახელი და გვარი, შესაბამისად ყოველთვიურად 5 ლარი გადაირიცხება ტაძრის მშენებლობაზე.

თუ გსურთ გარდაცვლილი ადამიანის სახელზე შეწიროთ თანხა ტაძრის მშენებლობას:
ბანკში მისვლისას თქვენ ავსებთ სპეციალურ ფორმას, სადაც მიუთითებთ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. შესაბამისად, ავტომატური დავალებით ყოველ თვე თქვენი ანგარიშიდან ტაძრის მშენებლობაზე გადაირიცხება თქვენ მიერ მითითებული გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის შესაბამისი თანხა. მაგ: თუ თქვენ ჩამოთვალეთ 3 სახელი და გვარი, შესაბამისად ყოველთვიურად 3 ლარი გადაირიცხება ტაძრის მშენებლობისთვის. აქვე მოგახსენებთ, ერთ ფორმაში გათვალისწინებულია ველი ცოცხალი ადამიანებისათვის და ცალკე – გარდაცვლილებისათვის.

გსურთ ჩაერთოთ აქციაში საზღვარგარეთიდან?

როგორც აღვნიშნეთ, ტაძარი ყველა ადამიანის თანაბარი შემოწირულობით უნდა აშენდეს. ამიტომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანების, აქციაში მონაწილეობის სქემის გამარტივების მიზნით, შეუძლიათ წელიწადში ერთხელ გადარიცხონ ტაძრის მშენებლობაზე 12 ლარის ექვივალენტი თანხა იმ ქვეყნის ვალუტისა, სადაც იმყოფება პიროვნება. საზღვარგარეთ მცხოვრებთ იგივე სქემით ასევე შეუძლიათ ტაძარს შემოსწირონ თავისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ასევე გარდაცვლილი ადამიანების სახელზე. გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი ახლობლების სახელები და გვარები. შეგახსენებთ, რომ ფონდ “ივერიისას” ანგარიში გახსნილი აქვს საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში.

როგორ ჩავერთო აქციაში, თუ ვარ უმუშევარი?

თუ თქვენ არ მუშაობთ, მაგრამ გაგაჩნიათ სურვილი და საშუალება ჩაერთოთ აქციაში, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ბანკს, სადაც გაქვთ გახსნილი ანგარიში და ავტომატური დავალების მომსახურების გააქტიურებით შესწირავთ ტაძრის მშენებლობას.
თუ არ გაქვთ რომელიმე ბანკში გახსნილი ანგარიში, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ნებისმიერ ბანკში და თქვენთვის მისაღები პერიოდულობით გადარიცხოთ თანხა. მაგ.: წელიწადში ერთხელ – 12 ლარი, რაც ერთი წლის შემოწირულობას შეადგენს ერთ ადამიანზე.

ვარ თუ არა შეზღუდული შემოწირული თანხის ოდენობაში?

ტაძრის მშენებლობას თქვენ შეგიძლიათ შესწიროთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხა. მაგრამ ამ თანხიდან ერთი ლარი თვეში იქნება თქვენს სახელზე, დანარჩენი კი თქვენი ახლობლებისა და იმ ადამიანების სახელზე, ვისაც არ აქვს შემოწირვის საშუალება, მაგრამ გააჩნია დიდი სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ამ საქვეყნო აქციაში.

როგორ შევწირო თანხა, თუ ვარ სკოლის მოსწავლე, ან სტუდენტი?

სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს არ გააჩნიათ პირადი შემოსავალი. შესაბამისად, მშობლებმა უნდა შესწირონ ტაძარს შვილების სახელზე.

როგორ შევწირო თანხა, თუ ვარ პენსიონერი?

ნებისმიერ პენსიონერს შეუძლია მივიდეს ბანკში, სადაც პენსიას იღებს და მხოლოდ ერთხელ, ავტომატური დავალების მომსახურებით, ჩაერთოს აქციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად თვეში ერთხელ ერთი ლარი გადაირიცხება ტაძრის მშენებლობის ანგარიშზე.

როგორ ჩავერთო აქციაში, თუ არ მაქვს საშუალება შევწირო ტაძრის მშენებლობას?

თქვენ უნდა დარეკოთ ფონდის საინფორმაციო ნომერზე 14 04 84 და ჩააწერინოთ თქვენი და თქვენი ახლობლების სახელები და გვარები, ცოცხლებისა და გარდაცვლილებისაც. აქციაში თანასწორობის პრინციპი არ იცვლება, რადგან არიან ადამიანები, ვინც თქვენი და თქვენი ახლობლების მაგივრად შესწირავენ ტაძრის მშენებლობას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

39 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი