მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

როგორ ლოცულობენ ჩვილები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2012 14 კომენტარი | 26,609 ნახვა

შვილები უფლისაგან მოგვეცემა არა როგორც ტვირთი და სასჯელი, არამედ როგორც გათხოვილი ქალის კურთხეული გზა – ცხოვრების ჯილდო და ნუგეში. “სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი – ნაყოფი მუცლისაი,” (ფსალ. 126-3) – ამბობს ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი.

ჩვილი უფლის მადლი ადამიანებს აერთიანებს, იქმს მათ ნათესავებად და ეს სიახლოვე განსაკუთრებით იგრძნობა დედა-შვილს შორის.

“სამშობიარო სახლში, სადაც ექიმად ვმუშაობდი, მრავალი საოცარი შემთხევევა ყოფილა, როცა დედასა და შვილს ერთმანეთი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოუყვანიათ. როდესაც დედის ჯანმრთელობა უარესდებოდა, ჩვილი, სიცოცხლისაკენ სწრაფვით, თავის თავზე გაცილებით მეტს იღებდა, ვიდრე ფიზიკურად შეიძლებოდა ეტვირთა. ე.წ. “მძიმე” ბავშვებიც კი, ღვთის წყალობით, ასეთ დროს გაორმაგებული ძალით იბრძოდნენ ხოლმე. ან პირიქით, დედები, რომლებსაც ე.წ. “მძიმე” ბავშვები ჰყავდათ, რაღაცნაირად სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ. ეს უკვე ცალ-ცალკე მცხოვრები რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ ერთ არსებად მყოფი ორი არსებაა. აღმოჩნდა, რომ ჭიპლარი წყდება, მაგრამ უხილავი, სულიერი ჭიპლარი არსებობას განაგრძობს.

ახალგაზრდა დედა თავად გრძნობს ამას: ის უკვე აღარ არის მარტო, ამიერიდან არსებობს ის, ვინც მას შველის, ვინც მას, თითქოსდა საკუთარი ტანჯვის ფასად, დახმარების ხელს უწვდის. უფალი ხედავს ჩვილის უმწეობას, დედასთან ერთად ყოფნის სურვილს, იმ სასოებასა და იმედს, რაც სრულად ვლინდება სიცოცხლისათვის ბრძოლაში და რითაც ის საკუთარი დედისათვის წყალობას გამოითხოვს ღვთისაგან. უფალი ყოველივეს ხედავს და, რასაკვირველია, წყალობას უგზავნის მათ. ჩვილის ეს სასოება თითქოსდა უსიტყვო ლოცვააო, უფალი მასაც ისმენს.

იყო შემთხვევა, როცა დედამ უარი თქვა ახალშობილზე. ჩვილი დაიღუპა, თუმცა კი საკმაოდ ჯანმრთელი დაიბადა. ასეც მომხდარა – ბავშვი ავადმყოფი დაიბადა, თანაც იმდენად, რომ კლინიკური სურათი აშკარად უიმედო იყო, მაგრამ დედამ თავისი რწმენით იგი ზღვის ფსკერიდან ამოიყვანა. მე, როგორც მკურნალ ექიმს, მესმოდა, რომ ეს მოვლენა სცილდებოდა წმიდა მედიცინის ფარგლებს. ცხადი გახლდათ – ბავშვი დედას უფალმა მოუვლინა, რომ მათ ერთმანეთი გამოეხსნათ, ერთს – მოთმინებით, ტანჯვით, თავისი, თითქოსდა, უსიტყვო ლოცვით, მეორეს კი – სასოწარკვეთილების ძლევით,“- იხსენებს მღვდელი ალექსი გრაჩოვი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • Natia says:

    ვეთანხმები. დედას რომ შეუძლია შვილისთვის ისე არავის შეუძლია. როცა თვეების ვიყავი დედამ არ დამთმო და დღეს უკვე 25 წლის ვარ :) არც მაშინ, როცა თვეების ვიყავი და არც მაშინ როდესაც 4 კლასს ვხურავდი. არასოდეს ამომივა თვალებიდან დედას სახე და მისი ბრძოლისუნარიანობა. არ დამთმო. ღმერთმა შემაძლებინოს რომ მეც იმდენი გავუკეთო მას.

  • iyo deda es gvtisgan movlenili udidesi sascaulia.da kalistvis amaze mnishvnelivani ar meguleba araperi.madloba upals da deda dgtismshobels,rom me am udidesi sachukrit damajildova.

  • კატო says:

    დედობაზე უზენაესი ბედნიერება მართლაც არ არსებობს. არ მესმის იმ დედების, რომელნიც აბორტს იკეთებენ ან შვილებს ტოვებენ. შვილები იმოდენა ბედნიერებას გვანიჭებენ, რომ ამასთან შედარებით მათთვის გათენებული ღამეები, ნერვიულობა, დაღლა, აბსოლუტურად არაფერია. არ მესმის იმ დედების, რომლებიც ამბობენ, აბა, შვილი როგორ გადამიხდის ამდენ ამაგსო. რა თქმა უნდა შვილს მართებს მშობლის პატივისცემა, მაგრამ ჩემთვის პირადად მათი კარგად ყოფნა, მათი კარგი ადამიანობა, სიხარული და ბედნიერება იქნება ყველაზე დიდი ამაგის გადახდა. “მე კი თუნდ მიწა მეყაროს, სადმე, თბილისთან ახლოს”…

    • ხათუნა says:

      დედა–შვილის ურთიერთობა აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა დანარჩენისგან. ეს არის ენით აუწერელი თბილი, სიყვარულით, სიხარულით და რწმენით სავსე დამოკიდებულება. მართლაც უხილავად ვართ დედა–შვილი ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ეს სიყვარული უანგაროა და ეს ყველაფერია…

  • ნინო says:

    მართლაც არ არსებობს დედაზე ტკბილი არავინ… და მართლაც მთელი ცხოვრება უხილავად არიან დაკავშირებულნი დედა-შვილი. არ არსებობს, რამე მიჭირდეს და დედამ ვერ იგრძნოს და ასევე ვარ მეც.. უფალს ვთხოვ, ასევე ვიყოთ მე და ჩემი შვილებიც :)
    კატო, მართალი ხართ. შვილი დედის ამაგს იხდის იმით, რომ თავად ხდება მშობელი.

  • ანი says:

    ვააიმე ამეტირაა, მე ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი როცა ძაან ცუდად გავხდი. ტირკმელები გამეთიშა ჩუმი ფილტვების ანტება მქონდა ანემია მოკლედ ათასი უბედურება..2 კვირა რეანიმაციაში თითქმის უგონოდ ვიწექი. გადარჩენის იმედი არსაიდან ჩანდა, ახლა თითქმის აღარაფერი მახსოვს იმ პერიოდიდან მაგრამ ერთი რამ ნათლად მახსოვს რომ ისეთი მებრძოლი მანამდე არასოდეს ვყოფილვარ. ერთი თვის მერე საავადმყოფოდან ცოცხალი და ჯანმრთელი რომ გამომწერეს ექიმები შოკში იყვნენ თვალებს არ უჯერებდნენ. ახლა ოქროსავით ბიჭი მყავს:)მიუხედავად ამდენი წამლებისა არანაირი დეფექტი არ დაყვა. ღმერთმა ჩემი და ჩემი შვილის ვედრება შეისმინა და Gადაგვარჩინა. დიდება უფალს.

    • ალექსანდრე says:

      თქვენმა ისტორიამ ძლიერ იმოქმედა და გადავწყვიტე ორიოდ სიტყვით შეგხმიანებოდით. მე გამომძიებელი ვარ იმერეთის ერთ-ერთ რაიონში და მქონია შემთხვევები, როდესაც დედამ თავისი ახალშობილი საკუთარი ხელით დაახრჩო და ჩვენ ჩვილის ფეხის ფრაგმენტი მოგვიტანა ძაღლმა. ახლა სწორედ ეს გამახსენდა. უფალმა დაგიცვათ და დაგიფაროთ თქვენ და თქვენი ოქროსავით ბიჭი. გამრავლდით და იხარეთ ორსავ ქვეყანასა შინა!!!

    • ქეთი says:

      გმერთმა ბედნიერედ დაგაბეროთ:)

  • ნონა says:

    დაილოცოს უფლის წყალობა…დედა ისეთი რამეა რომელსაც ძლიერი ძალა გააჩნია.ის ერთადერთია 9 თვე მუცლით რომ გვატარებს და მთელი ცხოვრება გულით

  • სოფო says:

    3 წელია არ მყავს შვილი,უფალს ვევედრები მეც გამხადოს ამ წმინდა გრძნობის გირსი…

  • cira says:

    dedoba gvtic sachuqaria, udidesi bedniereba ari dedoba,dedobo ar mitovot shvilebi shvili xom uplis sachuqaria

  • ლელა says:

    სოფო,აუცილებლად ბეყოლებათ ღვთის წყალობით! მეც სამი წელი არ მყავდა,ერთხელ წმიდა ნიკოლოზის ხატი მივაბრძანეთ სახლში და მოხდა სასწაული,გვეყოლა პატარა გოგო ანა. დიდება და მადლობა უფალს და წმიდა ნიკოლოზს ამ სასწაულისთვის!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი