ეპიდემიოლოგების რჩევა – როგორ იმკურნალონ და იკვებონ კორონავირუსით დაინფიცირებულებმა სახლში?

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა სახლში მკურნალობს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს,რომლებიც სახლში მკურნალობენ, რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევენ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ურჩევს:
1)კოვიდპაციენტებმა მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხეები. სასურველია იყოს სუფთა წყლის და არა წვენების ან სხვა სახით.
2)აუცილებელია იმოძრაონ. ეს შეიძლება იყოს სიარული, აერობიკა, ჩაბუქვნები, ნებისმიერი სხვა სახის მოძრაობა. მისი თქმით, მოძრაობა ამცირებს თრომბოებოლიის რისკს.
3) კოვიდპაციენტებმა იკვებონ ჯანსაღი საკვები, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მიღებას და ნაკლებ მაღილს, შაქარს, ცხოველურ ცხიმებს. მისივე თქმით, სასურველია კარაქი ჩანაცვლდეს ზეთით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კი ყველა ამ რჩევასთან ერთად, სახლში მყოფ კოვიდინფიცირებულებს ურჩევს, მიიღონ დიდი რაოდენობით ლიმონიანი ჩაი. მისი ინფორმაციით, ლიმონს სისხლის გამათხელებელი თვისება აქვს.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
Ni-ori, chachwi,nachschiri bakteriebs klaws,chorzi saertod ar tschamot,schakari bakteriebs amrawlebs, balachit imkurnalet, schutkwit :tu kargad gawchdebi schemogziraw sam santels,ar damawizko upalo.