მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი ხალხური მეთოდით?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.11.2017 | 674 ნახვა

ვაშლი, თაფლი “ამბიონი” ფარმაცევტ ნინო თომაშვილთან ერთად შეეცადა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევები მიეწოდებინა.

ნინო თომაშვილი: „გაციება, სურდო, ხველა, თავის ტკივილი, ცრემლდენა… სეზონური პრობლემაა, რომელიც ყველას აწუხებს. მიზეზი ერთია, ვირუსული ან გაციების შედეგად მიღებული ჩივილები. პრობლემის მოსახსნელად კი სულ მცირე ჩარევა და ხელის შეწყობაც საკმარისია. როგორც მეცნიერები თამხდებიან, იმუნიტეტი ებრძვის და გვიცავს ყველა ძირითადი პრობლემისგან. დაქვეითებული იმუნიტეტით მიმდინარე პროცესები კი ხანგრძლივა. ზამთრის პერიოდში საჭიროა მის ასამაღლებლად მივიღოთ ზომები. თუ იმუნიტეტი ძლიერია, ორგანიზმიც მზადაა გაუმკლავდეს მიკრობებს, რომელიც ხელს უშლის ამა თუ იმ ორგანოს კარგად მუშაობას.

პირველი და უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ჯანმრთელი წესი. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ხალხურ მედიცინაში ცნობილია მრავალი მეთოდი.

➡️ მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული და ბუნებრივი ხილის წვენები.

➡️ იარეთ სუფთა ჰაერზე დილა-საღამოს.

➡️ ივარჯიშეთ, როგორც შეგიძლიათ.

➡️ გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ლიმონი ➡️ 1 თავი ხახვი დაჭერით წვრილად. დაუმატეთ 1 ს.კ თაფლი და 1 ჩ.ჭ. რძე. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.

➡️ 5 ცალი ალოეს ფოთოლი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და 400 გრ გადადუღებული წითელი ნატურალური ღვინო. მიიღეთ 2ჩ. კ. უზმოზე 2-ჯერ დღეში. შეინახეთ ბნელ და ცივ ადგილას. მკურალობის კურსი – 2-3 კვირა. სასურველია 1 კვირის განმავლობაში მაინც შეძლოთ მისი მიღება.

➡️ ძალიან კარგია სოკო. ის ასტიმულირებს იმუნიტეტს.

➡️ შავი შოკოლადი ბრძოლის უნარიანობას ანიჭებს იმუნიტეტს, რადგან კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

➡️ მაწონი ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების შეთვისებას და ებრძვის ვირუსულ ინფექციებს.

➡️ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმი გოგრის წვენი და თაფლი. ის ასევე წმენდს ორგანიზმს.

➡️ ყველაფერთან ერთად მიირთვით ნიორი და ხახვი. ისინი ანადგურებენ ბაქტერიებს და ინფექციებს.

➡️ მოერიდეთ ძლიერ მარილიან და ძლიერ ტკბილ საკვებს.

➡️ ზამთრის პერიოდში მიიღეთ სხვადასხვა სახის მურაბა ჩაისთან ერთად შაქრის გარეშე.

➡️ სასმელ წყალში ჩააწურეთ ლიმონი და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.“

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.