მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას კომპიუტერთან, მობილურ მოწყობილობებთან მუშაობისას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.11.2017 | 3,764 ნახვა

დღეს ძირითადი აქცენტი კეთდება კომპიუტერის გამოსხივებაზე. თუმცა, არანაკლებ აქტიურად ვიყენებთ მობილურ მოწყობილობებს. რა რისკები ახლავს ერთი შეხედვით პატარა ზომის, მობულურ გამოსხივებებს? რა საფრთხეები ახლავს მონიტორთან ახლოს და დიდი ხნით ურთიერთობას? გვესაუბრება ექიმი-ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე (DKC დავით კოდუას კლინიკა):

დღეს, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, კომპიუტერის და სხვადასხვა გაჯეტთან ერთად მრავალი საათის გატარება ჩვეული მოვლენა გახდა. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ თვალებზე, რადგან ამ ორგანოს ყველა სისტემა დიდ დატვირთვას განიცდის. კომპიუტერი თუ ასეთი რეჟიმი ყოველდღიურია, ვითარდება კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი და მშრალი თვალის სინდრომი. თუ ბევრ დროს ატარებთ მონიტორთან და უჩივით ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთს ან ორს, შესაძელბელია ვივარაუდოთ, რომ თქვენ გაქვთ კომპიუტერული მხედველობის სინდრომი:

• თვალების გაწითლება
• ფოტოფობია (სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა)
• ქვიშის შეგრძნება თვალებში
• ცრემლდენა
• მხედველობის გაორება
• თავის ტკივილი
• თვალების წვა
• თვალების სიმშრალე
• ტკივილი თვალბუდის და შუბლის არეში
• მხედველობის დაბინდვა
• მხედველობითი დაღლილობა
• შენელებული ფოკუსირება საგნებზე

ტელეფონთან, ისევე როგორც კომპიუტერთან, დიდი დროის გატარება ერთნაირად საზიანოა თვალისთვის. რადგან ეკანების მიერ გამოყოფილი გამოსხივება (ლურიჯი სხივი) შეუქცევადად ცვლის ბადურას. თვალის უკანა ნაწილში არსებული ამ შრის დაზიანება ცენტრალური მხედველობის დაკარგვის ძირითადი საფუძველია.

თუ ადამიანს არ აწუხებს განსაკუთრებული ჩივილი კომპიუტერულ/ მობილურ გამოსხივებებზე, შეიძლება თუ არა მოულოდნელად დიდი პრობლემის წინაშე დადგეს და უნდა მიმართოს თუ არა ექიმ-ოფთალმოლოგს?

ეკრანთან დიდი დროის გატარება უეცარი სიბრმავის მიზეზი არ ხდება, თუმცა, ყველამ, განსაკუთრებით მათ, ვინც დიდ დროს ატარებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობასთან, საჭიროა წელიწადში ერთხელ მიმართოს ექიმ-ოფთალმოლოგს თვალის პროფილაქტიკური გასინჯვისთვის. აღსანიშნავია, რომ 20-25 წლამდე პაციენტები გვიან გრძნობენ მხედველობით დისკოფორტს თვალის აკომოდაციის კარგი უნარის გამო. ხოლო ჩივილების გამოვლენამდე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ პაციენტებს, ისინი რისკ ჯგუფში მოისაზრებიან ჰორმონალური დისბალანსის გამო (განსაკუთრებით ქალები), რადგან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი ნაკლებ ცხიმოვან სეკრეტს წარმოქნის. ასევე, მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება (ტრანკვილიზატორები, ორალური კონტრაცეპტივები, ჰიპოტენზიური პრეპარატები) შესაძლებელს ხდის მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას.

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას კომპიუტერთან მუშაობის დროს, გარდა სათვალის გამოყენებისა, რა ვარჯიშები შეიძლება გავაკეთოთ?

კომპიუტერული მხედველობითი სინდრომისა და მშრალი თვალის სინდრომის პროფილაქტიკისა და პრევენციისთვის საჭიროა დავიცვათ რამდენიმე პუნქტი:

• წესი-20-20-20, რაც გულისხმობს, რომ ეკრანთან ჯდომისას, ყოველ 20 წუთში, 20 წამით მზერა გადავიტანოთ დაახლოებით 6 მეტრით დაშორებულ საგანზე, რათა თვალის კუნთებს დასვენების საშუალება მიეცეთ.
• მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მონიტორიდან არეკვლის დონე.
• დავარეგულიროთ ეკრანზე არსებული ტექსტის ზომა.
• თუ ატყობთ, რომ თვალის სიმშრალე გაწუხებთ, გამოიყენეთ თვალის დამანოტივებელი წვეთები.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი