მთავარი » ქრისტიანობა

როგორ განვალაგოთ ხატები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2019 | 237 ნახვა

ხატები უნდა განვალაგოთ იმგვარად, რომ მაცხოვრის ხატი მოთავსდეს მარჯვენა მხარეს, ღვთისმშობლის – მარცხნივ, ხოლო წმინდანებისა კი ქვემოთ. საერთოდ, ეს ზოგადი წესია – კანკელის მაგალითიდან აღებული. დანარჩენი კი, თითოეულის სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად უნდა დავიცვათ იერარქია – წმინდანის ხატი მაცხოვრის ხატის ზემოთ არ უნდა მოხვდეს.

ხატების კუთხეში ასევე თავსდება ჯვარი. ჯვარი არის დიდება ქრისტიანთა,
„ქებათა ქება“, ნიშანი ჩვენი გადარჩენისა, ეშმაკის მონობისაგან გათავისუფ- ლებისა, ქრისტეს უსაზღვრო თავმდაბლობისა, „საჭურველი მშვიდობისა“, „უძლეველი საძლეველი“, ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ, ჩვენი მფარველი, მცველი.

ჯვარი ამშვენებს და აგვირგვინებს ტაძრებს, სამღვდელოების შესამოსელს, ჯვარი ამშვენებს ქრისტიანის მკერდს, ჯვარი უპყრია მიცვალებულ ქრისტიანს, ჯვარი აღიმართება მის საფლავზე. მითუმეტეს, იგი აუცილებელია ხატების კუთხეშიც.

არსებობს ხატებზე მთხვევის არა სავალდებულო თუმცა გავცრელებული ერთგვარი წესიც. მაცხოვრის ხატზე მთხვევისას, უნდა ვეამბოროთ ფერხზე (ხოლო თუ გამოსახულება ხატზე წელსზემოთაა – ხელზე), ღვთისმშობლის ან წმინდანთა ხატებზე მთხვევისას – ხელზე, ხოლო მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატზე და წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხატზე მთხვევისას – თმებზე.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.