მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ თავი “ღორის გრიპისგან”?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.11.2009 ერთი კომენტარი | 3,909 ნახვა

A H1N1 სიმპტომები და პრევენცია

H1N1A H1N1 ახალი გრიპის ვირუსია, ე.წ. “ღორის გრიპი”, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოშიც.

საინტერესოა, რამდენად არსებობს ჩვენს ქვეყანაში პანიკის საფუძველი და როგორ უნდა დავიცვათ თავი.

მაია ზალდასტანიშვილი (ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგე): დღეს საქართველოში 48 შემთხვევაა დაფიქსირებული, ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“ღორის გრიპის” პირველადი სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისა: მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე.

ვირუსი გადადის ადამიანიდან ადამიანზე და ვირუსის გადადება ხდება დაავადებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს. ვირუსით დაავადებული ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღე და გამოვლენის შემდეგ შვიდი დღე. სწორედ ამიტომ, თავდაცვის მიზნით, მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს და გამოვიყენოთ პირბადე.

საინტერესოა, რატომ ეწოდა ამ დაავადებას “ღორის გრიპი”: ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება.
შემდგომი კვლევით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე (ცირკულაცია – წრიული მოძრავი) ვირუსისგან.

ახალი გრიპის ორი გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან, რომელიც ცირკულირებს (მოძრაობს) ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი კი – ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია.

H1N1ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა 2009 წლის აპრილში ამერიკაში. დღესდღეობით ვირუსის შემთხვევები დიდი რაოდენობით დაფიქსირებულია: მექსიკაში – 4298 ინფიცირებული ადამიანი, გარდაიცვალა 60; ამერიკაში – 2446 შემთხვევა, გარდაიცვალა 3; კანადაში – 449, გარდაიცვალა 1.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლებას ურჩევს:

1. ხშირად დაიბანეთ ხელები, განასაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. ეფექტურია სპირტის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება.
2. ხველების და ცემინების დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ გადააგდეთ.
3. არ შეეხოთ ხელებით თვალებს, ცხვირს, პირს ვირუსი შეიძლება ასე გავრცელდეს.
4. მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს.
5. იყავით ფიზიკურად აქტიურნი.
6. იკვებეთ ჯანსაღად.
7. მიიღეთ სითხეები.
8. იძინეთ საკმარისად.
9. თავდაცვის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანი.

ხშირად მოსახლეობას უჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ღორის ხორცის საკვებად გამოყენება – სათანადოდ დამუშავებული ღორის ხორცის გამოყენება უსაფრთხოა. ასევეა სასმელი წყლის შემთხვევაში, ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება როგორც ამ დაავადების გადამტანი.

და ბოლოს, თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი და ა.შ) და ახლახანს იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც “ღორის გრიპი” დაფიქსირებულია, ან თუ გქონდათ კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, მაშინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას, მგზავრობის დროს გამოიყენეთ პირბადე, რათა თქვენი ეჭვის დამტკიცების შემთხვევაში დავიცვათ სხვა ადამიანები დაავადებისაგან.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.