მთავარი » ქრისტიანობა

როგორ დავეხმაროთ ბავშვს აღსარებისთვის მომზადებაში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.11.2022 | 90 ნახვა

ოჯახს, რომელსაც ჰყავს მოძღვარი და აქვს ქრისტიანული ცხოვრების ტრადიცია, ბავშვის აღსარებისთვის მომზადება არ გაუძნელდება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა პატარას სულს არ ვავნოთ. ზოგიერთი მშობელი შვილისთვის თავად წერს აღსარებას, მიდის ბავშვი მოძღვართან და მიაქვს დედის ან მამის მიერ დაწერილი აღსარება… მშობლები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ, ბავშვს ცოდვები არ გამორჩეს. ასე ფიქრი შეცდომაა. უფალი ხომ რაოდენობის მიხედვით არ შეგვინდობს ცოდვებს! თუ ბავშვი გულწრფელად ამბობს აღსარებას, მაგრამ ყველა ცოდვას ვერ იხსენებს, ამაში საშიში არაფერია; ღმერთი ყველას აძლევს საშუალებას, თანდათანობით მოინანიოს შეცოდებანი. ბავშვი კი ინანიებს მხოლოდ იმას, რაც თვითონ მიაჩნია ცოდვად.

აღსარების წინ მშობელი უნდა გაესაუბროს შვილს, აუხსნას, რომ სირცხვილის გრძნობის გამო ცოდვის დამალვა არ ღირს, რადგან ღმერთი მაინც ყველაფერს ხედავს, მოუნანიებელი ცოდვა კი უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და შემდეგ მისი ამოძირკვა უფრო გაჭირდება. ბავშვს უნდა შევახსენოთ თავისი შეცდომები (ცხადია, ტაქტიანად და ლმობიერად და არა საყვედურით ან კილვით), მაგრამ მის ნაცვლად აღსარების ჩაბარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უმეტეს დაუშვებელია, გამოვკითხოთ მოძღვარს ჩვენი შვილის უკვე მონანიებული ცოდვების შესახებ. ეს პატარას მოძღვრის ნდობას დააკარგვინებს. რაც უფრო მეტად ენდობა ბავშვი მშობლებს, მით მეტად ენდობა მოძღვარს.

ბავშვები შინაგანად მზად არიან აღსარებისთვის, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც უჭირთ. ამ დროს მათ ყველაზე მეტად მოძღვარი დაეხმარება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი