მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ ჩნდება მეჭეჭები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.04.2012 22 კომენტარი | 39,831 ნახვა

რა არის მეჭეჭების გამომწვევი მიზეზი, ძირითადად რომელი სახეობის მეჭეჭებია გავრცელებული? “ამბიონს” კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” ასოცირებული პროფესორი, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი ესაუბრა:

“მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი. ახასიათებს კლინიკური პოლიმორფიზმი. მეჭეჭი არჩევენ ვულგარულ (იწვევს პაპილომავირუსი-2 და პაპილომავირუსი-3), ტერფების (იწვევს პაპილომავირუსი – 1, 2 და 4), ბრტყელ (იწვევს პაპილომავირუსი – 3) მეჭეჭებსა და წვეტიან კონდილომებს (იწვევს პაპილომავირუსი – 6 და 11).

ჩვეულებრივ, ტერფებისა და ბრტყელი მეჭეჭების ინფექცია გადაეცემა ავადმყოფთან კონტაქტისას, კანის უმნიშვნელო დაზიანების დროს.

ტერფების მეჭეჭებისთვის მნიშვნელოვან წინასწარგანწყობის ფაქტორს წარმოადგენს ტერფის მიკროტრავმა და მომატებული ოფლიანობა.

წვეტიანი კონდილომის ვირუსი გადაეცემა სქესობრივი გზით. წინასწარგანმწყობი ფაქტორია კანის მაცერაცია, გამონადენი ურეთრიდან და საშოდან გონორეის, ტრიქომონიაზისა და სხვა შარდ-სასქესო ინფექციების დროს.”

გვიამბეთ მეჭეჭების ზომის, ფორმის, ფერის შესახებ… ძირითადად რა ასაკში და სხეულის რა ნაწილში უჩნდება ადამიანს მეჭეჭი?

ვულგალური (ჩვეულებრივი) მეჭეჭები გვხვდება ნებისმიერ, განსაკუთრებით ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. იგი წარმოადგენს 1-10მმ დიამეტრის, იშვიათად მეტი ზომის ჰიპერკერატოზულ ეპიდერმულ პაპულებს. ლოკალიზდება ხელზე, მტევნის დორზალურ ზედაპირებზე (თითებზე, ფრჩხილების ირგვლივ, ფრჩხილების ქვეშ). “დედისეული” მეჭეჭის ირგვლივ წარმოიქმნება შვილეული ელემენტები, მრგვალი ან პოლიგონალური ფორმის, კანის, ან მოყავისფრო, ან მოვარდისფრო შეფერილობის.

ბრტყელი მეჭეჭები ბავშვობისა და ახალგაზრდობის ასაკში გვხვდება. იგი ლოკალიზდება სახეზე, კისერზე, მკერდზე, მტევნის დორზალურ ზედაპირზე. ბრტყელი მეჭეჭები მრავლობითია, პოლიგონალური, მრგვალი, ოვალური, კანის ფერისაა, სადა ზედაპირით. პაპულა დაახლოებით 1-3 მმ-მდეა კანის დონიდან ოდნავ აწეული.

ტერფების მეჭეჭები გვხვდება მოზრდილთა ასაკში. ლოკალიზდება ტერფის ძირზე. წარმოადგენს დიდი ზომის, მტკივნეულ, ჰიპერკერატოზულ ეპიდერმულ წარმონაქმნებს.

წვეტიანი მეჭეჭები (წვეტიანი კონდილომები) ფიბროეპითელური წარმოშობისაა, შემდგარი მრავალი კვანძოვანი ელემენტისაგან ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსად, ხშირად მოგვაგონებს “მამლის ბიბილოს”. ზედაპირი დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. კონდილომის ირგვლივ კანი მუდმივი მექანიკური გაღიზიანების გამო ანთებითია და იძენს მკვეთრ წითელ შეფერილობას. წვეტიანი კონდილომები განიცდის მაცერაციას, მისი ზედაპირი ეროზირდება, თან ახლავს ჩირქოვანი გამონადენი, უსიამოვნო სუნი. წვეტიანი კონდილომების არჩევითი ლოკალიზაციაა, სადაც ლორწოვანი გარსი გადადის კანზე (გენიტალიუმი, ურეთრის ლორწოვანი გარსი, სწორი ნაწლავის პერიანალური არე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, კონიუნქტივა).

რომელი სახეობის მეჭეჭი შეიძლება გახდეს საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

წვეტიანი კონდილომების გამომწვევი ადამიანის პაპილომის ვირუსები დნმ შემცველი ვირუსებია. ისინი რეპლიცირებენ ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედთა ბირთვში და ასრულებენ განსაზღვრულ როლს კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანების ონკოგენეზში. დადგენილია, რომ 10% სხვადასხვა ფორმის სიმსივნე მამაკაცებში და 20% – ქალებში განპირობებულია პაპილომავირუსული ინფექციით.

ხშირად ადამიანი თვითნებურად მკურნალობს მეჭეჭებს, რამდენად მიღებულია ეს ფორმა?

ხალხური მედიცინა იცნობს რიგ მცენარეულ საშუალებებს (ქრისტესისხლა, ლეღვის წვენი და სხვ.), რომელთაც გააჩნიათ მომწველი ეფექტი. მათი ეფექტურობა სხვადასხვაა მეჭეჭის სახეობის მიხედვით. ყველა შემთხვევაში პროცედურების ჩაატარება მოითხოვს ცოდნას, რომ არ მოხდეს კანის ზედმეტი დაზიანება.

როგორ ხდება მეჭეჭების მკურნალობა?

მკურნალობა ტარდება რამდენიმე მეთოდით: დესტრუქციული – ფიზიკური (ქირურგიული მოცილება, ელექტრო-ქირურგიული, კრიო- და ლაზეროთერაპია) და ქიმიური (სოლკოდერმი, მჟავას შემცველი სხვადასხვა სითხე); მეჭეჭი ციტოსტატიკური პრეპარატები (ანოგენიტალური დაზიანებისას – პოდოფილოტოქსინი, 5-ფტორურაცილი); იმუნური პრეპარატები – α, β და γ ინტერფერონი და კომბინირებული მეთოდები. მკურნალობის ძირითადი პრინციპია დაზიანების კერის დარღვევა, დაშლა რომელიმე მეთოდით, ამასთან იმუნომასტიმულირებელი თერაპია. ამა თუ იმ მეთოდის ეფექტურობა მერყეობს 50-94%.

ფეხისგულის მეჭეჭების დროს მომწველი და დამშლელი ნივთიერებების გამოყენებას წინ უსწრებს დამარბილებელი პროცედურები.  კერატოლიზური ეფექტის შემდეგ მეჭეჭის ზედაპირულ შრეს აცილებენ და მასზე იდება ერთ-ერთი სამკურნალო ხსნარი.

ანოგენიტალური მეჭეჭების დროს კარგი ეფექტი აქვს 10-25% პოდოფილინის ხსნარით ყოველკვირეულ დამუშავებას 3-5 კვირის განმავლობაში.

ბრტყელი მეჭეჭების მკურნალობა მათი სიმრავლის გამო გართულებულია და კოსმეტიკური თვალსაზრისით არ უნდა იყოს ტრავმული. რეკომენდებულია ზერელე კრიოთერაპია (აზოტით მოყინვა).

ჩვეულებრივი მეჭეჭების მკურნალობისას იყენებენ სოლკოდერმს: მას წინასწარ სპირტით დამუშავებულ დაზიანებულ  კერაზე უსვამენ სპეციალური ჩხირით, ან მინის კაპილარით. ჩვეულებრივი და ფეხისგულის მეჭეჭების საბოლოო დაშლა რიგ შემთხვევაში მიიღწევა კერის დაჩხვლეტითა და მომწველი ნივთიერების ღრმა შეტანით.

პაპილომავირუსული დაზიანებისას სასარგებლოა ინტერფერონები და მისი ინდუქტორები. ისინი აძლიერებენ T-ლიმფოციტების ციტოტოქსიურ აქტივობას, ზრდიან მათ უნარს, დაარღვიონ უჯრედები, რომლებსაც შეცვლილი აქვთ სტრუქტურა.

მეჭეჭებისგან სრული განკურნება შესაძლებელია. დროული მკურნალობის შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ მის გავრცელებას სხეულის სხვა უბნებზე. რიგ შემთხვევაში მეჭეჭები შეიძლება ალაგდეს სპონტანურად.

თეონა ნოზაძე

write my college essay


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

22 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი