მთავარი » ქრისტიანობა

როგორ შევძლოთ გულწრფელი ბოდიშის თქმა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.02.2018 ერთი კომენტარი | 2,367 ნახვა

რა ძალა აქვს ბოდიშის თქმას და რატომ უჭირს ადამიანს ბოდიშს მოხდა? მამა გიორგი ბედიაშვილი ბოდიშის შესახებ გვესაუბრება მღვდელი გიორგი ბედიაშვილი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური):

“ბოდიშის თქმას ძალიან დიდი ძალა აქვს. პირველ რიგში, იმ ადამიანისთვის, ვინც ბოდიშს იხდის, რადგან ეს საქციელი დაკავშირებულია ადამიანის თავმდაბლობასთან და საკუთარ თავში იმ შეცდომის დანახვასთან, რაც მან დაუშვა ადამიანის მიმართ. წმ. წერილში ნათქვამია, რომ „ამპარტავანს შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალს მიანიჭებს მადლს“. ვინც ბოდიშს იხდის, ის ღვთისგან მიიღებს მადლს და იმ სიკეთესაც, რომ თავისი ცოდვის დანახვით და აღიარებით ის უკეთესად შეიცნობს საკუთარ თავს და წარემატება საღმრთო ცხოვრებაში. ასევე, ის დიდ გავლენას ახდენს იმაზე, ვისაც ბოდიშს ვუხდით. ჩვენ ვხდებით მაგალითი თამდაბლობისა და საკუთარი შეცდომის დანახვისა.

რაც შეეხება იმას, რომ ადამიანს უჭირს ბოდიშის მოხდა, ეს ამპარტავნების ნიშანია.”

როგორ შევძლოთ გულწრფელი ბოდიშის თქმა?

გულწრფელი ბოდიში ადამიანის ღრმა ქრისტიანული აზროვნებიდან და შინაგანი მდგომარეობიდან მოდის. ადამიანს რაც უფრო ღრმად აქვს გათავისებული საკუთარი უღურსება და რაც უფრო გაცნობიერებული აქვს, თუ რას ნიშნავს სიმდაბლე და საკუთარი შეცდომის აღიარება, მისი ბოდიში უფრო გულწრფელია. გულწრფელი ბოდიშის თქმა რომ შევძლოთ, უნდა ვეცადოთ ვიყოთ თავმდაბალი და არ განვიკითხოთ მოყვასი, არამედ ბრალი ვეძიოთ ჩვენში.

თუ ბოდიში გულწრფელი არ არის და მასში ირონიულობა იგრძნობა, ეს პიროვნებითვის არა სიმშვიდისა და მაგალითის მომცემი იქნება, არამედ მასში გამოიწვევს გაღიზიანებას და ცოდვას. ბოდიშის მოხდის დროს, აუცილებლად გასათვალისწინებელია გარემოება და ადამიანის მდგომარეობა, რომ მან დადებითი შედეგი გამიღოს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს ბოდიშს არ იღებენ?

თუ ჩვენს ბოდიშს არ იღებენ კონკრეტულ სიტუაციაში, უნდა შვეცადოთ საქციელით გული გავუთბოთ იმ პიროვნებას, ვისთანაც გვინდა ბოდიში მოვიხადოთ და შევეცადოთ ყველანარად შევამზადოთ ნიადაგი, რომ მან ჩვენი ბოდში მიიღოს, ასევე, მნიშვნელოვანია, ვილოცოთ მისთვის.

რას გვასწავლის წმ. წერილი ბოდიშის შესახებ?

სიტყვა ბოდიში იგივეა რაც „შენდობის თქმა“. ამ შინაარსით ბევრი წერია წმ. წერილში, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მაგალითი იქნება საუფლო ლოცვაში წარმოთქმული სიტყვები, როცა უფალს ვთხოვთ ცოდვათა მოტევებას „მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითაცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, ანუ უფალს ჩვენ ვთხოვთ შეგვინდოს და მოგვიტეოს ცოდვა-ბრალი და შემდეგ აქვს მას გაგრძელება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უფალს ვთხოვთ, ისე შეგვინდოს და მოგვიტეოს, როგორც ჩვენ მიუტევებთ შეცოდებებს ჩვენს მოყვასს. ეს არის მაცხოვრის მირ წარმოთქმული ლოცვა, რომელიც კაცობრიობას დაუტოვა, ნიშნად იმისა, რომ ადამიანს გააჩნდეს უნარი, შენდობის თქმისა და მიტევებისა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი