მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფელ ღოდორას წმინდა გიორგის ეკლესია – საჩხერის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.06.2018 ერთი კომენტარი | 1,879 ნახვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ღოდორა ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, მდებარეობს მდინარე ძირულას ხეობაში, მის მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ლიჩი, სამხრეთით – სოფელი ვაკისა. დასავლეთით – სოფელი ლიჩი და მდინარე ძირულას ხეობა, აღმოსავლეთით ლიხის ქედის დასავლეთი ფერდობი ტყის უზარმაზარი მასივით.

ვარდობის საერო დღესასწაული სოფელ ღოდორაში - საჩხერე

ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. ტაძარს აქვს გალავანი შემოვლებული, ეკლესიის მახლობლად არსებული ნანგრევები და ძველი საფლავის ქვები ადასტურებენ, რომ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე საუკუნის წინ იყო უძველესი ტაძარი, რომელიც რამდენჯერმე გადაკეთდა.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ძირულას მარცხენა შენაკადის ღოდორულას ხეობაში, სიმაღლე ზ.დ. 750 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერიტორიაზე ზ.დ. 970 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 800 მეტრია.

სოფელი ღოდორა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება ხეობის გაყოლებით საშუალოდ 2-3 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტყის მასივის ჩათვლით, დაახლოებით 5-6 კმ-ზე.

ღოდორა შედის ჭალოვნის თემში, მანძილი ცენტრამდე 7 კმ-ია, ხოლო მანძილი ღოდორადან ქალაქ საჩხერემდე 41 კილომეტრია, ღოდორას მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლისათვის შეადგენდა 60 კომლი 200 სული მცხოვრებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი 197 მაცხოვრებელი იყო, აქედან 96 იყო კაცი, ხოლო 101 მაცხოვრებელი იყო ქალი. სოფელში არ არის საჯარო სკოლა, სკოლით სარგებლობს სოფელ ლიჩში, მანძილი სკოლამდე 5 კმ-ია. სოფელ ღოდორაში გავრცელებული გვარებია: ტეფნაძე, ხარაიშვილი, ტაბატაძე, ტალახაძე, კუსიანი, ლომიძე, მაჭარაშვილი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სოფელში არის აქაური გვარის წარმომადგენელი დასახლებული, რომელთა უმრავლესობა დღესაც არ ივიწყებს წინაპართა ფუძეს.

სოფელ ღოდორას აღმოსავლეთით 6 კილომეტრის მოშორებით არის უბანი დედაბერა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინათ მჭიდროდ დასახლებული სოფელი იყო, მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის გამო დღეისათვის აქ მუდმივი მოსახლეობა არ შეინიშნება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლაზი says:

    ესაა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან ამოკრებილი ინფორმაცია ამ სოფელზე და რა შუაშია აქ რომ წერენ ამას? რაც შეეხება ტაძარს, მისი დამახინჯებული არქიტექტურული იერ-სახიადნ გამომდინარე არა მგონია, რომ სადმე გამოსაჩენი იყოს… სანამ რეაიმე დაიწერება იქამდე ავტორი უნდა დაფიქრდეს იმაზე თუ ვის რაში სჭირდება და გამოადგება მისი ნაწერი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.